x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ მივიღოთ ბიკინისთვის ღირსეული სხეული
image


1. მიზნების დასახვა

განსაზღვრე სხეულის რა ადგილას გაქვს ზედმეტი წონა. ეს დაგეხმარება აირჩიო შენთვის შესაბამისი დიეტა და ვარჯიშების კურსი.


ჰკითხე საკუთარ თავს: მინდა წონაში დაკლება? რამდენი კგ-ის დაკლება მინდა? მინდა კუნთების დაყენება? თუ ბედნიერი ვარ ჩემი წონით და უბრალოდ ტონუსში მოყვანა მჭირდება?


დაადგინე შენი წონა და პარამეტრები. ეს დაგეხმარება, გააკონტროლო შენი პროგრესი. კუნთი უფრო მეტს იწონის, ვიდრე ცხიმი და თუ კუნთების დაყენება ან ფორმაში მოყვანა გსურს, გაჩნდება მეტი წონაც. ასე, რომ ყურადღება მიაქციე შენს პარამეტრებს და არა ზომას.


სანამ დაიწყებდე, გადაიღე ფოტო. ეს გაგხდის მოტივირებულს და წარმოუდგენლად კმაყოფილი იქნები, როცა სასურველ შედეგს მიიღებ.


შეიძინე ბიკინი, რომლის ჩაცმაც გსურს. დადე ისეთ ადგილას, რომ ყოველ დღეს შეხედო. ეს მუდივად შეგახსენებს, თუ რატომ დაიწყე წონის დაკლება, რთულ დღეებში დაგეხმარება, რომ არ დათმო.

უჯუჯ


2. იკვებე ჯანსაღად

შეამცირე კალორიების მიღება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ცდილობ წონის დაკლებას. მარტო ვარჯიშები არ არის საკმარისი. შენი დიეტა სრულიად უნდა შეცვალო.


მიირთვი უამრავი ბოსტნეული და ხილი. ეს საკვები სავსეა ვიტამინებითა და მინერალებით, რომლებიც დაგეხმარება შეგავსოს ენერგიით დღის მანძილზე. შენთვის საუკეთესოა მწვანე და არასახამებლიანი ბოსტნეული. მიირთვი დღეში რამდენიმე ნაჭერი ხილი.


მიიღე მჭლე ხორციპროტეინები. ინდაური, ქათამი და თევზი ცხიმის დაბალი შემცველია, თუმცა მდიდარია პროტეინებით. თუ ვეგეტარიანელი ხარ, სცადე მცენარეული ბურგერები, სოიო, კვერცხი, რძე და სხვ. არ იშიმშილო! მოერიდე იმ არასაჭირო საკვებთან სიახლოვეს, რომლებიც შენი სუსტი წერტილია.


ყოველდღე მინიმუმ 8 ჭიქა წყალი დალიე. მნიშვნელოვანია ჰიდრატების მიღება.


შეამცირე შაქრის მიღება. საკვების ეტიკეტი წაიკითხე და ფრთხილად იყავი შაქრით, სოუსებით და ხორბლით გაზავებულთან. ალკოჰოლისგან თავი შორს დაიჭირე. თუ დალევა გინდა, მაშინ ღვინო აირჩიე და არა შაქრის კოქტეილები, მძიმე ლუდი.

image


3. შეასრულე აერობიკის ვარჯიშები

კარდიოთი თავი დაიტვირთე კვირაში 3-5-ჯერ 30 წუთით. მაგ. იარე ფეხით, ირბინე, იძუნძულე, ისეირნე ველოსიპედით, ილაშქრე, გაცურე და იცეკვე. ასეთი ვარჯიშები კარგია სისხლძარღვების ჯანმრთელობისთვის, დააჩქარებს მეტაბოლიზმს (ვარჯიშის დასრულების მერეც).


შეარჩიე ვარჯიში, რომელიც გასიამოვნებს. ამგვარად, უფრო მეტად აიტან მას. (თუნდაც ჰობი - ცეკვა)


შეუერთდი სავარჯიშო კლასს, სპორტულ დარბაზს. თუ ვერ ახერხებ საკუთარი თავის მოტივირებას, სხვა ხალხის გარშემო ყოფნა დაგეხმარება. ამასთან, ძალებს არ დაზოგავ, ვალდებულებას იგრძნობ (გადახდილი თანხის გამო).


ცხოვრების წესი მარტივი გახადე. თუ დრო არ გაქვს შეასრულო ფორმალური ვარჯიში, მარტივად შეცვალე შენი ყოველდღიური განრიგი მეტი აქტივობით.

• მოშორებით მყოფი პარკი აიღე დანიშნულების ადგილად და იარე;

• რამდენიმე საათი იარე ადგილობრივი მოლის ან პარკის გარშემო;

• დაალაგე სახლი ან შეასრულე სხვა დავალებები, რომლებიც საჭიროებს ფეხებს.

ლო,


4. ტონუსში მოსვლა

დაიწყე იოგას, პილატეს ან სხვა სხეულის ''გასაწვრთენელი'' ვარჯიშები. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა ქალებისთვის, რომელთაც სურთ გამხდარი დარჩნენ. ეს ასევე გააუმჯობესებს მოქნილობას, ფიგურას და განწყობას.


დაუმიზნე შენს მკლავებს. აწიე ჰანტელები, დაახლოებით 10-20 კგ. (ისეთი, რომ გემძიმოს) ნელ-ნელა გაზარდე წონა. მუხლები მიწაზე გქონდეს.


იმუშავე შენს მუცელზე. გააკეთე ე. წ. აჯიმანიები (აწევები). მუცელი მაქსიმალურად გამართე, ფიცარივით. სხეული გაასწორე, თეძოები არ ჩამოუშვა. შეასრულე სარკის წინ.


გააძლიერე ფეხები.

• გააკეთე ჩაჯდომები. ეს საჯდომის ფორმაში მოყვანაშიც დაგეხმარება;

• გამოიყენე ველოტრენაჟორები, Elliptical სავარჯიშო.

• ასევე ვარჯიში ე. წ. lunges (სწრაფი ბიძგი). ხელებში ჰანტელებიც დაიჭირე.

image


5. დარჩი მოტივირებული

მართე საკვების/ვარჯიშების ჟურნალი. ხალხი, რომელიც თვალს ადევნებს, რას მიირთმევს, ისწრაფის დაკლებისკენ. აკონტროლე კალორიები.


ივარჯიშე ხალხთან ერთად. ეს ორივეს გაგართობთ და მოგცემთ მოტივირებას ვარჯიშისას.

• იპოვე მეგობარი ან ოჯახის წევრი და მასთან ერთად ირბინე, იძუნძულე ან იხეტიალე;

• სპორტული დარბაზის წევრი თუ ხარ, სავარჯიშო კლასში გაწევრიანდი;

• იყოლიე პირადი ტრენერი.


აღნიშნეთ ერთმანეთის დაკლებული კილოგრამები. ამით ორივე შეინარჩუნებთ მოტივაციას, კონკურენცია გაჩნდება და გექნება მეტი სტიმული.


გამორთე კომპიუტერი და გაისეირნე!

0
154
შეფასება არ არის
ავტორი:- ლანა -
- ლანა -
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0