x
image
ცუდი ბავშვი
ზებუნებრივი არსება რომელიც ადამიანს ლიპოსაქციას უტარებს

სამხრეთ ამერიკაში არსებობს ლეგენდა ზებუნებრივ არსებაზე რომელიც მძინარე მსუქან ადამიანს ცხიმს წოვს. ამ არსებას ადგილობრივი ინდიელები ლიქიჩირებს ეძახიან რაც ცხიმის მწოველს ნიშნავს. ცხიმის მწოველა არსებისგან მიყენებული ჭრილობა მალე ხორცდება და არც მტკივნეულია თუმცა როდესაც ის ადამიანს ცხიმს სწოვს შემდეგ მსხვერპლი თავს ცუდად გრძნობს რადგან დიდი რაოდენობით ცხიმების სწრაფად დაკარგვა ცუდად მოქმედებს, მაგრამ უფრო უარესიც ხდება, ცხიმის გამოწოვის შემდეგ ადამიანი მალე ბერდება და კანი სრულიად შრება. ადგილობრივი ინდიელები ერიდებიან გასუქებას რადგან ლიქიჩირს ძალიან უყვარს მსუქნები და თუ ძალიან მშიერია ის გამხდრებსაც ესხმის თავს. ინდიელების თქმით ლიქიჩირი მხოლოდ ღამით გამოდის და მას შეუძლია უამრავი სახის მიღება, მათ შორის ადამიანის.

მისგან თავის დასაცავად საკმარისია ყოველდღე მიირთვა რამოდენიმე ცალი ნიორი ძილის წინ რადგან ნიორი ცხიმებში ერევა და ლიქიჩირი ვერ იტანს ნიორის გემოს.



image




0
234
4-ს მოსწონს
ავტორი:ცუდი ბავშვი
ცუდი ბავშვი
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0