x
მურად IV და მისი მმართველობა ოსმალეთში

მურად IV ოსმალეთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული სულთანი იყო.

ის 1623 წელს, 11 წლის ასაკში გაახელმწიფეს. მის რეალურ მმართველობამდე ქვეყნის სათავეში მურადის დედა ქოსემ სულთანი და დიდმოხელეები იყვნენ. დავაჟკაცების შემდეგ იგი იყო ძლიერი,

ენერგიული ახალგაზრდა. ევლია ჩელები მას ასე ახასიათებს “არასოდეს ყოფილა თურქი მბრძანებელი ასეთი ლამაზი, ათლეტური აღნაგობისა, ესოდენ

დესპოტური და საშიში თავისი მოწინააღმდეგეებისათვის, ესოდენ თაყვანისცემული". მისი ძლიერების შესახებ ლეგენდები იყო შეთხზული. იგი იყო ისრის შესანიშნავი

მტყორცნელი. იგი მარჯვედ ისროდა მახვილს და ხვრეტდა აქლემის ტყავის ათკეც ფარს.მას შეეძლო ერთი გაჭენებული ცხენიდან მეორეზე გადახტომა.

მას “თვით მოციქული მუჰამადის ფალავანს" უწოდებდნენ.

image

მისი მმართველობის დასაწყისში სიტუაცია ოსმალეთში

მეტად რთული იყო. 1632 წლისთვის კი უაღრესად გამწვავდა. სულთანმა სიკვდილით დასაჯა დიდი ვეზირის მკვლელობაში ბრალდებული დიდი ვეზირი რეჯეფ ფაშა.მისი დასჯის

შემდეგ იწყებაა მურად IV-ის ნამდვილი მმართველობა. იგი განთავისუფლდა

სასახლის კარის დიდმოხელეებისა და დედის მეურვეობისგან და მთელი ძალაუფლება ხელში აიღო. მან ჯარისკაცები ყურანზე

დააფიცა, რომ ხელს აიღებდნენ უკანონო ქმედებებზე.

1632 წლის 16 სექტემბერს მან გამოსცა ბრძანება საზოგადოებრივ ადგილებში ყავახანეების,

ჩაიხანეების და ღვინის დუქნების დახურვის შესახებ. მთავრობას ეშინოდა იანიჩრებისა და მათი თანამზრახველების ერთად შეკრების. ამავე მიზეზით აიკრძალა თამბაქოს წევაც. ვინც არ დაემორჩილებოდა სულთნის ამ

ბრძანებას სიკვდილით უნდა დასჯილიყო, მათი გვამები კი გადაყრილიყო ქუჩებში,

სხვების დასანახად. მურადი გადაცმული დადიოდა ქუჩებში და ხშირად თავისივე

ხელით სჯიდა დამნაშავეებს. ყოველ ღამე ბოსფორში ჰყრიდნენ დახოცილებს. ხუთი წლის განმავლობაში, მურად IV-ის

ბრძანებით, დახოცილ იქნა 25 ათასი ადამიანი.

მურადმა ყურადღება მიაქცია ასევე საგარეო პოლიტიკასაც. 1636 წელს აიღო ერევანი.1638 წლის დეკემბერში აიღო ბაღდადი. 1939 წელს კი დაიდო ზოჰაბის ზავი ოსმალეთ-ირანს შორის. ეს ზავი 1723 წლამდე არ დარღვეულა. ამიტომ მას საუკუნოვან ზავსაც უწოდებენ.

მურად IV, 1640 წლის დამლევს, 27 წლის ასაკში ცეროზით გარდაიცვალა. მას არ დარჩა არც ერთი მემკვიდრე. როცა მიხვდა, რომ მისი მდგომარეობა უიმედო იყო გადაწყვიტა, რომ

ოსმალეთის ისტორიაში დინასტიის უკანასკნელი მბრძანებებელი ყოფილიყო. ბრძანა

სიკვდილით დაესაჯათ მისი ერთადერთი გადარჩენილი ძმა იბრაჰიმი, რომელიც გიჟის სახელით მოიხსენიება ისტორიაში. თუმცა ქოსემ სულთანმა ხელი შეუშალა მის

სიკვდილს და ტახტზე იბრაჰიმი ავიდა მურადის გარდაცვალების შემდეგ.

მურად IV-მ

თავისი მოღვაწეობით შეძლო აღედგინა ქვეყნის სამხედრო და ეკონომიკური

პოტენციალი. თუმცა ახალგაზრდა გარდაიცვალა და ვერ მოასწრო თავისი

შესაძლებლობის სრულად რეალიზაცია. ის იყო ჭკვიანი და ძლიერი პიროვნება.

ევლია ჩელების სიტყვებით “მურად IV ოსმალეთის სულთნებს შორის იყო ყველაზე პირსისხლიანი და დესპოტი ფადიშაჰი".

0
157
შეფასება არ არის
ავტორი:ანი ხუციშვილი
ანი ხუციშვილი
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0