x
მეტი
  • 26.09.2018
  • სტატია:80957
  • ვიდეო:333233
  • სურათი:438346
ერთადერთი უკვდავი ადამიანი დედამიწაზე

image


პირველი და ერთადერთი უკვდავი ადამიანი ამერიკელი ჰენრიეტა ლაქსი არის, რომელიც 1920 წელს დაიბადა და სიმსივნით, 1951 წელს გარდაიცვალა. ამ ინფორმაციის შემდეგ, რა თქმა უნდა, კითხვა გაჩნდება, მის უკვდავებასთან დაკავშირებით. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ გარდაცვალების მიუხედავად, მისი უჯრედები დღესაც აგრძელებენ სიცოცხლეს და ჰენრიეტას ცოცხალი სხეულის ნაწილს, დღესაც იყენებენ მეცნიერები კვლევების დროს, მთელს მსოფლიოში.

1951 წლის თებერვალში ჰენრიეტა ლაქსმა უცნაური გამონადენის გამო, ჯონს ჰოპკინსის ჰოსპიტალს (ბალტიმორი, მერილენდის შტატი, აშშ) მიმართა. სამედიცინო დიაგნოზი საშიში და დაუნდობელი იყო — მას საშვილოსნოს ყელის სიმსივნე ჰქონდა. 8 თვის შემდეგ, ქირურგიული ჩარევის და რადიოთერაპიის მიუხედავად ის, 31 წლის ასაკში, გარდაიცვალა.


image


ჰენრიეტას საავადმყოფოში ყოფნის დროს, მისმა მკურნალმა ექიმმა, ამოკვეთილი სიმსივნის ქსოვილები, კვლევისთვი, ჰოსპიტალის ლაბორატორიის ხელმძღვანელს ჯორჯ გეის გაუგზავნა. აღმოჩნდა, რომ უჯრედებს, კოდური სახელით HeLa (Henrietta Lacks-ის აკრონიმი), უნიკალური თვისება ჰქონდა. ისინი ორჯერ უფრო სწრაფად მრავლდებოდნენ, ვიდრე ნორმალური უჯრედები და დაავადების გამო, მათ გაეთიშათ პროგრამა, რომელიც უჯრედების გამრავლებას, გარკვეული რაოდენობის გაყოფის შემდეგ, ზღუდავს — რაც იმას ნიშნავს, რომ უჯრედი უკვდავად იქცა.


image


ამ მომენტამდე, მეცნიერებს არ შეეძლოთ სრულად დადასტურებული შედეგის მიღება, უჯრედების კულტურებზე მუშაობისას: ექსპერიმენტები სხვადასხვა სახის უჯრედებზე ტარდებოდა, რომლებიც ცდის სხვადასხვა ეტაპზე იღუპებოდნენ — ზოგჯერ, რაიმე შედეგის მიღებამდეც კი.
და ახლა, ისინი სტაბილური და შეიძლება ითქვას, მარადიული (!) უჯრედების ხაზის მფლობელები გახდნენ, რომლებსაც ორგანიზმის თვისებების იმიტაცია შეუძლიათ. გაირკვა, რომ HeLa-ს უჯრედები ფოსტით გადაგზავნასაც კარგად იტანდა და გეილიმ ის თავის კოლეგებს, სახვადასხვა ქალაქებში, გაუგზავნა. ძალიან მალე, უჯრედებზე მოთხოვნილება, მსოფლიოს მასშტაბით გაიზარდა და «HeLa» კვლევითი ცენტრების «შაბლონად» იქცა.


image


ის მეცნიერებს პოლიომელითის ვაქცინის შექმნაში დაეხმარა. მისი მეშვეობით, სიმსივნის არაერთი საიდუმლო გამჟღავნდა. ის მონაწილეობდა ცოცხალ უჯრედებზე ვირუსების და ატომური აფეთქების შედეგად მიღებული დასხივების კვლევებში და უამრავი მედიკამენტების შექმნაში. მან უდიდესი დახმარება გაუწია მეცნიერებს, ხელოვნური განაყოფიერების და კლონირების სფეროებში.

საინტერესოა, რომ დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ჰენრიეტას მილიარდობით უჯრედი, დღემდე აგრძელებს გამრავლებას, მსოფლიოს სხვადასხვა ლაბორატორიაში. როგორც ამბობენ, ამჟამად და წარსულში არსებული ყველა უჯრედის შეაგროვების შემთხვევაში, 50 მლნ. ტონის, უზარმაზარი მთა წარმოიქმნებოდა.


image


«HeLa»-მ ყველაფერი გადაიტანა, რისი გადატანაც უკანასკნელ საუკუნეში კაცობრიობას მოუხდა. ყველა დაავადება, ქიმიური, თუ ბაქტერიული იარაღის ზემოქმედება, რადიაცია... ყველა უბედურება, რაც დედამიწაზე ხდება და შესაძლოა, მომავალში მოხდეს. ის კარგა ხნის წინ გასცდა პლანეტის ფარგლებს და კოსმოსურ სივრცეში, კვლევის ობიექტად იქცა.

გასული საუკუნის შუა პერიოდში, მეცნიერებს არ სჭირდებოდათ გარდაცვლილი ადამიანის ორგანოებზე ექსპერიმენტების ჩასატარებლად, მისი ოჯახის ან ნათესავებისგან თანხმობის მიღება. ამიტომ, ლაქსის ოჯახს წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ რამხელა როლი შეასრულა ჰენრიეტამ მეცნიერების და მედიცინის განვითარების საქმეში. ხოლო, მას შემდეგ, რაც გაიგეს, აღშფოთდნენ იმის გამო, რომ ეს ყველაფერი, მათთან შეთანხმების გარეშე ხდებოდა.imageP. S. ავთვისებიანმა სიმსივნემ, რომელმაც ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა, მისი უჯრედები უკვდავად აქცია. ჰენრიეტა ლაქსმა, მართალია, სიკვდილის შემდეგ, უამრავი ადამიანი გადაარჩინა. ჩვენ კი, მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ პატივი მივაგოთ მის ხსოვნას.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageმარადიული სიცოცხლე – მითი თუ რეალობა
25 უჩვეულო ფაქტი ადამიანის სხეულის შესახებ

რა მოხდება ქვეყანაში, ყველაფერი უფასოდ რომ იყოს და ყველა უზრუნველად რომ ცხოვრობდეს

სუიციდი ორგანული დაავადების შედეგია, რომლის პროგნოზირება შეიძლება

6
2415
16-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2415
  
24 სექტემბერი, 17:12
უნდა დავიჯეროთ???
10 მაისი, 21:09
ვაა ძალიან საინტერესოა
მართალი ბრძანდებით. მაგრამ, თარგმნის დროს, ერთდროულად ორ ენაზე ფიქრი და გამართულად წერა, ცოტა რთულია.
10 მაისი, 12:27
გამართული ქართულით წერა არ შეგიძლიათ?ამერიკელი ჰენრიეტა ლაქსი არის კი არა კაი ქართველი ამას ამგვარად იტყოდა- ამერიკელი ჰენრიეტა ლაქსია....
10 მაისი, 0:53
რა მაგარიაააა. საოცარია
9 მაისი, 19:36
ძალიან საინტერესოა
0 1 6