x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ისნის რაიონში დედის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პრიმა-ბალერინა აღმოჩნდა

image

წუხელ ორთაჭალაში ქალიშვილმა თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმის შედეგად დედა მოკლა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი დააკავეს. ამ ეტაპზე შსს-ში მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა როგორც ცნობილი გახდა, მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პრიმა ბალერინა ანი მურადელი აღმოჩნდა.


ანი მურადელი საბალეტო სცენაზე 2000-იანი წლების დასაწყისიდან ცეკვავდა, მონაწილეობდა ისეთ დადგმებში, როგორიცაა „გედების ტბა“, „ჟიზელი“ „დონ კიხოტი“ „გორდა“ და სხვა.

image


გამოცემა "კვირასთან" საუბარში კოლეგები მას დადებით პიროვნებად ახასიათებენ:"„ის არაჩვეულებრივი მოცეკვავეა, არაჩვეულებრივი და ულამაზესი გოგოა, ჩვენ ყველა შოკში ვართ. არ ვიცით რა მოხდა. საშინელი ტრაგედიაა“-აღნიშნა ერთ-ერთმა კოლეგამ.


ანი მურადელი ცნობილი მუსიკოსის, ლევან მურადელის ერთადერთი ქალიშვილია, რომელიც ხუთიოდე წლის წინ გარდაიცვალა, დედა ლამარა მინდორაშვილი გახლდათ.

image

როგორც ანის კოლეგები აცხადებენ, ქმართან, ბალერონ რეზო მაღალაშვილთან დაშორების შემდეგ ბალერინა ალკოჰოლს მიეძალა, ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის, ნინო ანანიაშვილის დახმარებით, ანა მურადელს ფეხზე ოპერაცია და ალკოჰოლისადმი დამოკიდებულების საწინააღმდეგოდ სამკურნალო კურსი ჩაუტარდა.ბოლო წლებში ოპერისა და ბალეტის თეატრში იგი მეორეხარისხოვან როლებს ასრულებდა.


დედა-შვილი სახლში მარტო ცხოვრობდა, მეზობლების ინფორმაციით ბოლო ხანს დედა-შვილს შორის კონფლიქტი გახშირდა.

image


0
1251
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1251
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0