x
image
გვანცა1234
როგორი მამაკაცი შეგეფერებათ? (ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით)

გაინტერესებთ როგორი მამაკაცი შეგეფერებათ? ეს ნაწილობრივ თქვენს ზოდიაქოზეცაა დამოკიდებული. მაშ ასე, იხილეთ თუ როგორი მამაკაცი უნდა ეძებოთ და როგორს იმსახურებთ.imageვერძი (21 მარტი - 19 აპრილი) - ინტელექტუალური მამაკაცი
ვერძი სასტიკად დამოუკიდებელი და ლოგიკური არსებაა. მათ უყვართ საკუთარი თავი და არიან ღრმად მოაზროვნეები. ისინი ეძებენ ადამიანებს, რომლებიც ხშირად გამოიწვევენ ინტელექტუალურ საუბრებში. მათ ასევე უყვართ პატიოსანი და საკუთარ თავში დარწმუნებული პარტნიორები. ვერძს არ აქვს დრო სისულელეებისთვის.imageკურო (20 აპრილი - 20 მაისი): მტკიცე მამაკაცი
კურო ერთი ყველაზე შემწყნარებლური ნიშანია. როდესაც ისინი ურთიერთობაში არიან, ხდებიან ძალიან ლოიალური პარტნიორები. კუროს სურს ადამიანი, რომელიც არის რომანტიული და ვნებიანი. მათ ასევე სურთ პიროვნება, ვისაც შეუძლია საკუთარი თავის ხელში აყვანა. არაფერია მათთვის იმაზე უფრო სექსუალური, ვიდრე ადამიანი, რომელიც ძლიერი და მტკიცეა.
ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი): პატიოსანი მამაკაცი
ტყუპები ყოველთვის ცდილობენ სიახლეები გამოსცადონ. ისინი თავგადასვლების მოყვარულნი და სოციალურად გახსნილნი არიან, ასე რომ ყოველთვის უნდათ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში მასთან ერთად იყოთ. ტყუპები ეძებენ მამაკაცს, რომელიც საუბრობს ღიად და გახსნილად, მაგრამ ამავდროულად სასიამოვნო და მხიარულია.
კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი): გულთბილი მამაკაცი
არავინ არის მეტად კეთილი გულის და მგრძნობიარე, ვიდრე კირჩხიბი (გარდა შესაძლოა თევზებისა). მათ ყოველთვის საუკეთესო უნდათ თავიანთი პარტნიორებისთვის, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეგიძლიათ მისი გამოყენება. კირჩხივბ ეძებს თავის მსაგვს ადამიანს. ადამიანს, რომელიც არის პატიოსანი, გულწრფელი შეუძლია პარტნიორზე ზრუნვა, ისე როგორც ჯანსაღ ურთიერთობას შეფერის.
ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო): მოფლირტავე მამაკაცი
ლომი არის ლოიალური და მოტივირებული. თუ მისი პარტნიორს იგივე მახასიათებლები არ ახასიათებს, მაშინ მათი ურთიერთობა მალე დაინგრევა. ლომი ეძებს კაცს, რომელიც მარტივი და პირდაპირია მის მსგავსად. ისინი ყოველთვის არ არიან სერიოზულები, თუმცა ასევე სურთ პარტნიორი, რომელიც გულუხვია და იცის, თუ როგორ უნდა იფლირტაოს.imageქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი): მომთმენი მამაკაცი
აქლწული არის ერთ ერთი ყველაზე გააზრებული და იდუმალი ნიშანი. ამიტომაც ქალწული ყოველთვის ეძებს მას, ვინც მეტად მომთმენია; თუ მას შეუძლია ლოდინი, ქალწული გახდის მას საკუთარი თავის ღირს. ისინი ასევე ეძებენ იმას, ვინც რეალურად აზროვნბს და მხარს უჭერს მათ არჩევანს. ქალწული ბევრ დროს ხარჯავს საკუთარი თავის შეცნობაში.imageსასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი): ერთგული მამაკაცი
სასწორი ცნობილია, როგორც ძალიან თავნება. ეს შეიძლება სიჯიუტეშიც გადაეზარდოს, სინამდვილეში კი საქმე იმაში მდგომარეობს, თუ ვისთან იჭერენ ისინი საქმეს. სასწორი ასევე ძალიან ლოგიკურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ყოველთვის კრიტიკულად განიხილავენ სიტუაციებს. მათ სჭირდებათ ადამიანი, რომელიც ერთგული და ადაპტირებადია, რადგან მას სურს არ შეცდეს მნიშვნელოვან საკითხებში.
მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი): ვნებიანი მამაკაცი
მორიელბი ძალიან მგრძნობიარენი და სექსუალურნი არიან. ისინი ხანდახან ვარდებიან რთულ სიტუაციებში, რადგან კარგად არ უფიქრდებიან იმას, რასაც აკეთებენ. მამაკაცები, რომლებიც შეძლებენ მოერგონ მორიელის ამგვარ ხასიათს, მყარ ურთიერთობას დაამყარებენ მასთას. მორიელი ასევე ეძებს იმას, ვინც არის მხიარული და მოთმინებით მოეკიდება მის ხასიათს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ რთული პერიოდი ექნებათ. ასევე მათ დრო სსჭირდებათ, რომ ენდონ სხვა ადამიანებს.
მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი): მაცდური მამაკაცი
მშვილდოსანი თამამი და გახსნილია. ის არ ტოვებს შანსს, რომ რაიმე ახალი გამოსცადოს. მშვილდოსანს უყვარს მამაკაცები, რომლებიც არიან მაცდურები და შეუძლიათ გამოიყენონ იუმორი დაძაბულობის გასანეიტრალებლად. მათ ასევე სჭირდებათ ადამიანი, რომელიც არის აქტიური მსგავსად საკუთარი თავისა, წინააღმდეგ შემტხვევაში ყველაფერი მალე დასრულდება.
თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი): შრომისმოყვარე მამაკაცი
თხის რქები ჭკვიანი და სერიოზული ადამიანები არიან, რის გამოც მათ უნდათ პარტნიორი, რომელიც მასსავით სერიოზული იქნება. ზოგადად, თხის რქა საკუთარი თავის მსგავს პარტნიორს ეძებს. თხის რქა ეძებს ადამიანს, რომელიც ძალიან შრომისმოყვარეა (მხიარული და მოსიყვარულეც, რა თქმა უნდა). მათ ასევე უნდათ, რომ ქონდეთ დაცულობის შეგრძნება ურთიერთობაში.
მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი): მომხიბლავი მამაკაცი
მერწყული მეტად კრეატიული და შემოქმედებითია. მერწყული ეძებს მამაკაცებს, რომლებიც მომხიბლავი და ვნებიანი ადამიანები არიან. მათ ასევე სჭირდებათ კომუნიკაბელური მამაკაცები, რაც თავდაჯერებულობას შემატებთ მათ.
თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი): რომანტიული მამაკაცი
თევზები ემოციურ და ინტროსპექტულ ადამიანებს წარმოადგენენ და იციან, როგორ გამოიყენონ ეს თავიანთი უპირატესობისთვის. მათ სურთ ურთიერთობა მასთან, ვინც არის მზრუნველი, ისევე, როგორც თავად არიან. თევზები ასევე აფასებს პატარა ყოველდღიური რომანებს, ასე რომ არ შეგეშინდეთ გამოიჩინოთ თქვენი მაცდური მხარე.

image

0
1418
7-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
1418
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0