x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134470
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
წმინდა ნიკოლოზის ნაწილები რუსეთს ეწვევა
იტალიის ქალაქ ბარში ვატიკანმა და რუსეთის საპატრიარქომ სპეციალურ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც წმინდა ნიკოლოზის ნაწილი რუსეთის საპატრიარქოს დროებით გადაეცა.


image


დოკუმენტს ხელი მოაწერეს ქალაქ ბარის მთავარეპისკოპოსმა ფრანჩესკო კაკუჩიმ და მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა.

წმინდა ნიკოლოზის ნაწილი – მარცხენა ნეკნი დიდ სანაწილეში მოათავსეს, სპეციალური საკეტი დაუყენეს და ცვილით დაბეჭდეს.


სიწმინდე ბრონირებული მინის ქვეშაა და კარგად ჩანს. თვით ბარის ეკლესიაში მოთავსებული წმინდა ნიკოლოზის ნეშტი მარმარილოს 32 ტონიანი ფილის ქვეშაა მოთავსებული და მომლოცველებისთვის უხილავია.

"დღეს მთელი რუსეთი სიწმინდის მოლოდინშია" – განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა ბარის ეკლესიაში წირვის დამთავრების შემდეგ.

გადაცემის ცერემონიის წინ მიტროპოლიტმა ილარიონმა და მთავარეპისკოპოსმა ფრანჩესკომ წაიკითხეს ლოცვა იტალიურ და სლავურ ენებზე,

0
33
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0