x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ქართველი გოგონას ტრიუმფი აშშ-ში _ მომღერალი Salio Music Award-ის აკადემიის გამარჯვებული გახდა
image

Salio -ს კომპოზიცია "I Know You Know Me" მუსიკალური აკადემიის პრემიის კონკურსზე საუკეთესო პოპ-სიმღერად დასახელდა.


პოპულარული ქართველი შემსრულებლის სალომე კორკოტაშვილის (ფსევდონიმიSalio ) სიმღერამ აშშ-ში (Akademia Music Award) მუსიკალური აკადემიის პრემიის მაისის კონკურსში გაიმარჯვა. მუსიკალური აკადემიის პრემიის კონკურსი ლოს-ანჟელესში (კალიფორნიის შტატი) დაარსდა და ემსახურება მთელს მსოფლიოში პერსპექტიული მუსიკოსების მხარდაჭერას.

image

პრემია განსაკუთრებულად ორიენტირებულია იმ შემსრულებლეზე, რომლებსაც

სურთ მსოფლიო ბაზარზე გასვლა და დაინტერესებული არიან თავიანთი შემოქმედების პროფესიონალურ აღიარებაში.


„მე გავიმარჯვე! ასზე მეტი მუსიკოსიდან ამარჩიეს! სიმღერა იტრიალებს ლოს-ანჟელესში, ნეშვილზე, ნიუ-იორკში და ლონდონში“, _ წერს კორკოტაშვილი სოციალურ ქსელში თავის ოფიციალურ გვერდზე.



სალომეს კომპოზიციამ გაიმარჯვა ნომინაციაში „ საუკეთესო პოპ-სიმღერა“, „საუკეთესო ცოცხალი შესრულება“ .



Salio -ს კომპოზიციას ეწოდება "I Know You Know Me", რაც ითარგმნება ასე „ მე ვიცი, რომ შენ მე მიცნობ“. ამავე სიმღერით Salio მონაწილეობას ღებულობს კიდევ ერთ ონლაინ- კონკურსში Hottest Song Contest.


„პრემიის“ ჩარჩოებში ქართველი შემსრულებელი წარდგენილი იქნება ასევე „წლის მსახიობი“-ს ტიტულზე, რომელიც შედგება 2018 წელის გაზაფხულზე აკადემიის
გალა-კონცერტზე.


2016 წლის დეკემბერში სალომე კორკოტაშვილმა საკუთარი სიმღერით "Wayside" შტატ მერილენდში ხმისჩამწერი სტუდიის ( მფლობელები პროდიუსერები სტივენ ჯოზეფ ანტონელი და ნეით ლანზინო) ამერიკულ კონკურსში გაიმარჯვა.



მომღერალმა პრიზად მიიღო შესაძლებლობა ჩაწეროს სიმღერა ამერიკულ ხმისჩამწერ სტუდიაში SongBuilder Studios-ში.

კომპოზიცია აშშ-ს ტერიტორიაზე ასამდე რადიოსადგურის ეთერში გადაიცემოდა.


სხვადასხვა წლებში სტუდიასთან SongBuilder Studios მუშაობდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან პოპ-შემსრულებელი მაილი საირუსი, ფოლკ-მუსიკოსი ბრიუს სპრინგსტინი და როკ-ჯგუფი The Smashing Pumpkins.



სალომე კორკოტაშვილი - საქართველოში საკმაოდ ცნობილი მომღერალია, რომელიც ასრულებს პოპ და ნეოსოულის სტილის სიმღერებს.


ის სწავლობდა ბოსტონში (აშშ, შტატი მასაჩუსეტსი) ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში, მონაწილეობდა საქართველოს „ევროვიზია 2008“-ს ნაციონალურ კონკურსში და მღეროდა შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე ბათუმში 2016 წელს. მას შემდეგ, რაც სალომე მეორედ გათხოვდა ბრიტანელზე - პროფესორ რიჩარდ ჰოვარდზე - გოგონა ცხოვრობს და აქტიურად აწყობს თავის მუსიკალურ კარიერას ლონდონში.



იხილეთ ასევე:

1. რა არ უყვართ უცხოელებს საქართველოში!


2. თბილისის სექს-ტურიზმით აღფრთოვანებული მოსკოველი ჟურნალისტი (ქალბატონი)


0
225
11-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0