x
image
ციცი
აირჩიეთ რიცხვი და მე ამოვიცნობ თქვენს ასაკს. არ გჯერათ? სცადეთ
image ეს ხრიკი გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ზუსტად გამოიცნოთ ჩაფიქრებული რიცხვი და ასაკი. თუ არ გჯერათ სცადეთ და თქვენ თვითონ დარწმუნდებით ამაში.

მაშ ასე, მოამზადეთ წინასწარ კალამი და ფურცელი ან უფრო მარტივია გამოიყენეთ კალკულატორი.


მიყევით მითითებებს და მოემზადეთ გაოცებისთვის!



1. ამოირჩიეთ ციფრი 1-დან 9-მდე (а): 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9.
2. გაამრავლეთ ამორჩეული ციფრი 2-ზე: а * 2.
3. მიღებულ შედეგს დაუმატეთ 5: а * 2 + 5.
4. მიღებული შედეგი გაამრავლეთ 50-ზე: (а * 2 + 5) * 50.
5. თუ თქვენ ამ წელიწადსი უკვე გქონდათ დაბადების დღე დაუმატეთ-1767, თუ არ გქონიათ ამ წელიწადში დაბადების დღე, მაშინ – 1766.
6. გამოაკელით თქვენი დაბადების წელი მიღებულ შედეგს.



მაშ ასე, თქვენ მიიღეთ სამნიშნა რიცხვი, პირველი რიცხვი იქნება ის რიცხვი, რაც თქვენ ჩაიფიქრეთ, ხოლო დანარჩენი ორი რიცხვი თქვენი ასაკია.


გამოვიცანი თქვენი ასაკი? თუ არასწორად მიიღეთ შედეგი, ესე იგი თქვენ შეგეშალათ გამოთვლა და თავიდან სცადეთ.

თუკი თქვენ ჯერაც ვერ ხვდებით იმას, თუ როგორ მუშაობს ეს ხრიკი, კარგად დაფიქრდით! ან დაიხმარეთ მეგობრები და ახლობლები საიდუმლოს ამოხსნისთვის. ახალი გამოცანები ყოველთვის სასარგებლოა თქვენი ტვინის და აზროვნების განვითარებისათვის.

არ დაგავიწყდეთ, შესთავაზეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს და გააოცეთ ისინიც!


გისურვებთ წარმატებებს!



3
24809
7-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
24809
  
2018, 15 მარტი, 15:34
1 წლით ნაკლები მივიღე მეც :)
2018, 1 თებერვალი, 16:37
უკვე რამდენჯერმე მივიღე ერთი წლით ნაკლები (მათემატიკაში ძლიერი ვარ არადა) თავად გადაამოწმე ინფორმაციის მართებულობა
0 1 3