x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
Lancia – იტალიური ავტოკომპანიის ისტორია

1881 წელს პიემონში, სოფელ ფობელოში დაიბადა ვინჩენცო ლანჩა (Vincenzo Lancia 1881-1937). მისმა, imageროგორც ავტომრბოლელის და ნიჭიერი ინჟინერის გამოცდილებამ, აგრეთვე რაციონალურმა აზროვნებამ დიდი როლი ითამაშა ავტოწარმოების ახალი კონცეფციის შემუშავებასა და განვითარებაში.

1906 წლის 24 ნოემბერს, ტურინში მან დაარსა საკუთარი კომპანია Lancia & C. რომლის კაპიტალი 50000 ლირა იყო.

1907 წელს გამოჩნდა პირველი Lancia Tipo 51 - 12 ცხენისძალიანი ძრავით, რომელსაც მოგვიანებით Lancia Alfa ეწოდა. 1911 წელს ამ ავტომობილის სისწრაფემ მიაღწია 200 კმ საათს, 1912 წელს კი იგივე ავტომობილის სისწრაფემ 290 კმ საათს მიაღწიაimage

1909 წელს გამოდის მომდევნო მოდელი Lancia Beta - 4 ცილინდრიანი, 3120 კუბური სანტიმეტრი მოცულობის 15 ცხენისძალიანი ძრავით, რომელიც ავითარებდა 90 კმ საათში. ავტომობილი 4 მეტრამდე სიგრძის იყო და შასი დაახლოებით 780 კილო ჰქონდა. მოდელი სულ 150 ცალი ააწყვეს

1910 წელს დაიწყო Lancia Gama-ს წარმოება. იგი წარმატებული მოდელი გამოდგა. მას ჰქონდა ნახევრად დახურული კოimageრპუსი და 4 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი. ამ ყველაფრის გამო აღნიშნული მოდელი მომავლის ავტომობილად მოიაზრებოდა

1911 წელს გამოვიდა Lancia Delta - 4 ცილინდრიანი, 4080 კუბური სანტიმეტრი მოცულობის 60 ცხენისძალიანი ძრავით და იწყობოდა ვია მონგინერვოს ახალ ქარხანაში. იმავე წელს გამოვიდა ახალი მოდელი Lancia Epsilon 80 ცხენისძალიანი ძრავით.
Lancia Thimageeta ერთერთი ყველაზე წარმატებული მოდელი გამოდგა 1906 წლიდან მოყოლებული. ის კლიენტს სთავაზობდა მთელ რიგ ტექნოლოგიურ სიახლეებს. მაგ.: ის იყო პირველი ავტომობილი, რომელსაც სერიულად მოყვებოდა ელექტროსისტემა, ასევე ამ მოდელის ბორბლები დამზადებული იყო დაპრესილი ფოლადისაგან.

კომპანიისთვის (და საერთოდ ავტოწარმოებისთვის) ერთერთი მნიშვნელოვანი მოდელი იყო Lancia Lambda რომელიც 1922 წელს გამოჩნდა. მას ჰქონდა სრულიად განსხვავებული, დაბალი, აეროდინამიკული მთლიანი კორპუსი, დამოუკიდებლად დამონტაჟებული წინა თვლები და 4 ცილინდრიანი 2120 კუბური სანტიმეტრი მოცულობის 20° V-ტიპის ძრimageავი, რომელიც 3250 ბრ/წთ-ში გამოიმუშავებდა 49 ცხენის ძალას

1932 წელს კომპანიამ ააწყო პირველი კომპაქტური ავტომობილი Lancia Augusta წინამორბედებისგან განსხვავებით უფრო დახვეწილი აეროდინამიკით. ამ მოდელის ძრავის მახასიათებლები ასეთი იყო: 4 ცილინდრიანი 1194 კუბური სანტიმეტრი მოცულობის 18, 15° V-ტიპის ძრავი, რომელიც 4000 ბრ/წთ-ში გამოიმუშავებდა 35 ცხენის ძალას

1937 წელს გამოimageდის Lancia Aprilia რომლის ძარა რადიკალურად განსხვავებულია სხვა მოდელებისგან და რომელიც 1485 კუბური სანტიმეტრი მოცულობის, 49 ცხენისძალიანი ძრავით ავითარებდა 125 კმ საათს. მოდელი დახლოებით 27636 ცალი დამზადდა და კარგა ხანი ლიდერობდა გზებზე.

ამ წელს ვინჩენცო ლანჩას ნაადრევი გარდაცვალება ძალიან მტკივნეული დანაკარგი იყო იტალიური ავტოწარმოებისთვის

1953 წელს Lancia Aprilia-ს მოყვა Lancia Appia 4 ცილინდრიანი 1089 კუბური სანტიმეტრი მოცულობის 10° V-ტიპის ძრავით, რომელიც 4800 ბრ/წთ-ში გამოიმუშავებდა 38 ცხენის ძაimageლას. მოდელი პოპულარული იყო იტალიაში, რადგან იგი კომფორტულიც იყო და ამავდროულად სპორტული ავტომობილის მახასიათებლები ჰქონდა. Lancia-ს მოდელების რიგში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს Lancia Prisma-ს, იგი გამოდიოდა ოთხივე წამყვანი თვლითაც და ამ ტექნოლოგიის წყალობით ერთერთი კარგად მანევრირებადი მოდელი იყო. მას მოჰყვა ლეგენდარული Lancia Stratos, რომელიც 1974 წლიდან 1976 წლამდე უდაო ლიდერი იყო რალიში, ამ პერიოდში მოდელმა სამგზის მოიპოვა გამარჯვება. Lancia Stratos აქტუაimageლური იყო 1986 წლამდე.

1983 წელს სპეციალურად რალისთვის შეიქმნა ასევე ლეგენდარული მოდელი Lancia Rallye 037

კომპანიას ბევრი საინტერესო მოდელი ჰყავს დღესდღეისობითაც, როგორებიცაა Lancia Delta S4 (1985 წელი), Lancia Dedra (1989 წელი), Lancia Zrta (1994 წელი), Lancia Lybra (1999 წელი) და სხვა. იგი განაგრძობს განვითარებას, ქმნის კონცეპტუალურ მოდელებს. უკანასკნელი მოდელი გახლავთ Lancia Delta (2012 წელი) რომლის კონცეპტიც კომპანიამ წარმოადგინა ჟენევაში 2008 წელს.

1
182
10-ს მოსწონს
ავტორი:gurulo1980
gurulo1980
182
  
0 1 1