x
image
ცუდი ბავშვი
მოჩვენება ჩემს სახლში

image


მიყვარს მთელი ღამით კომპიუტერთან გატარება და მოჩვენებებზე ფილმების ყურება . ამ ბოლო დროს რაღაც უცნაური შევამჩნიე, ჩემს სახლში ერთი თვეა ღამით რაღაც დადის ხანდახან დარბის, ერთ ღამეს ფილმის ყურებისას შევამჩნიე რომ ფარდა უცნაურად ირხეოდა თითქოს უჩინარი რაღაც ძალა მეხუმრებოდა, მოულოდნელად სავარძელიდან წამოვხტი ფარდა გადავწიე და იქ არავინ იყო, გავიდა რამოდენიმე წუთი და შემდეგ ჩემი პიანინოდან მშვენიერი ჰანგების ხმა გამოდიოდა, ვიფიქრე ვგიჟდები ან მელანდება უკვე რაღაცეები, ვიფიქრე ალბად უძინარობის და მთელი ღამით მოჩვენებებზე ფილმების ყურების ბრალია. პიანინოს ხელი მივარტყი და გაჩერდა მუსიკის ხმაც. მეორე ღამეს ისევ მეწვია უჩინარი სტუმარი და ჩემი მაგიდიდან ჯერ კალამი გადმოაგდო შემდეგ სამზარეულოდან ჭიქის გადმოვარდნის და დამსხვრევის ხმა შემომესმა. ერთი თვეა ყოველ ღამე ასე გრძელდება უკვე ყელში ამომივიდა, მივხდი ვინც იყო ჩემი იდუმალი უჩინარი სტუმარი და გადავწყვიტე ეს ხუმარა არსება დამეჭირა ავიღე ხაფანგი ჩავდე პურის ნატეხი დავდე ერთ ადგილას და რამოდენიმე წუთში გაება წრუწუნაც. მას შემდეგ ყველაფერი კარგად არის აღარც ფარდა ირხევა აღარც პიანინო უკრავს თავისთვის და მშვიდად ვუყურებ ფილმებს.



P.S. მოჩვენებები იმ დროს ჩნდებიან ადამიანის ცხოვრებაში როდესაც ადამიანი განიცდის იმფორმაციის ნაკლებობას ამ სამყაროს ფიზიკურ შესაძლებლობებზე. მას თავად ვქმნით საკუთარ გონებაში.

0
28
7-ს მოსწონს
ავტორი:ცუდი ბავშვი
ცუდი ბავშვი
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0