x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
MP3 -ეპოქის დასასრული:ფორმატის შემქმნელებმა მისი "დასამარება" გადაწყვიტეს
imageინტეგრალური სქემების ინსტიტუტის თანამშრომლებმა ფრაუნგოფერში(გერმანია) გამოაცხადეს ფორმატი MP3 (MPEG-1 Audio Layer 3) ფაქტიურად "დასამარების" შესახებ.2017 წლის აპრილში ამოიწურა აუდიოფაილის უკანასკნელი პატენტი და შეწყდა ლიცენზიების გაცემა ფორმატის პროგრამული წარმოებისთვის.


ფორმატის წარმოების შეწყვეტის შესახებ განცხადება ოფიციალურ საიტზე გავრცელდა.


"ჩვენ ყველას მადლობას ვიხდით იმ გიგანტური მხარდაჭერისათვის, რომელიც დაგვეხმარა MP3 ყოფილი მთავარი აუდიოფორმატი მთელს მსოფლიოში ბოლო 20 წლის განმავლობაში"-ნათქვამია განცხადებაში.


ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც კომპანიამ უარი თქვა პოპულარულ ფორმატზე გახლავთ ის, რომ გამოჩნდა ახალი კოდეკები, რომელების სულ უფრო პოპულარული ხდება მომხმარებლებში და სულ უფრო აქტიურად იყენებენ რადიოსადგურები თუ ტელევიზიები.ეს გახლავთ ფორმატი ISO-MPEG, რომელიც უფრო მაღალი ხარისხისაა და უფრო მეტი შეკუმშვის უნარი გააჩნია.



შეკუმშულ აუდიოფალებზე მუშაობა მინიმალური დანაკარგით ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70 წლებში დაიწყეს გერმანელმა მეცნიერებმა.

თავიდან სატელეფონო ხაზებზე ცდილობდნენ ამ პრობლემის გადაწყვეტას.საბოლოოდ MP3 ფორმატს საფუძვლად დაედო კოდეკი ASPEC (Adaptive Spectral Perceptual Entropy Coding).


პირველი კოდირებული პროგრამა გახლდათ L3Enc, რომელიც 1994 წელს გამოვიდა, ერთი წლის შემდეგ კი გამოჩნდა პროგრამული MP3 პლეიერი Winplay3.


MP3 ფორმატმა განსაკუთრებით დიდი პოპულარულბა 2000 წლების დასაწყისში მოიპოვა, როდესაც გამოვიდა პირველი iPod-ები და Apple.





0
114
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0