x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
აი რა ემართება თქვენს თირკმელს, ტვინსა და კანს, როდესაც ბევრი მაკიაჟი გაქვთ– შეწყვიტეთ!
ის, რომ ქალი მუდამ უნდა იყოს ფორმაში– ეს აქსიომაა. დამეთანხმებით, რომ არავის მოწონს მოუვლელი და მოუწესრიგებელი ქალები. ყველა შემთხვევაში აუცილებელია ვიყოთ ფორმაში, განსაკუთრებით კი სახლიდან გასვლის წინ. მართალია უმეტესი თქვენგანი ამას ფინანსური სახსრებით უახლოეს ან რჩეულ სილამაზის სალონებში ახერხებს, თუმცა უმეტესობას ამისათვის ფული არ გააჩნია და საკუთარი ნიჭის წყალობით შეუძლია იდეუალურად გამოიყურებოდეს გამოსაშვებ დღეებსა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

როგორც ისტორიული წყაროები იუწყება, ქალის თავის მოვლას ოდითგანვე ექცეოდა ყურადღება. ჰიგიენის გარდა კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მაკიაჟი იყო. მაკიაჟი - არის სახის კანის ზედაპირზე დეკორატიული კოსმეტიკიკის დატანის ხელოვნება, რომლის მიხედვითაც იქმნება ლამაზი გამოსახულება და ინიღბება ხარვეზები. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არ არსებობდა ტუჩსაცხები, ქალბატონები ბაგეებსა და ღაწვებს სისხლითა და სხვადასხვა კენკრით იფერავდნენ, რადგან დაეფარათ სახის სიფერმკრთალე.

დროის ცვლილებასთან ერთად მაკიაჟის ხელოვნებაც გაიზარდა. კინო ინდუსტრიამ კი ნამდვილი რევოლუცია მოახდინა მაკიაჟის ხელოვნებაში, გაჩნდნენ გრიმის პირველი ოსტატები და ნელ-ნელა კიდევ უფრო დაიხვეწა როგორც პროდუქცია, ისე სპეციალური ხელსაწყოები, რომლებიც უშუალოდ ცხოველების ბეწვისგან მზადდებოდა.


მაკიაჟის პოპულარობა დღეს უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა ისტორიაში. მაგალითად 2014 წელს გლობალური კოსმეტიკის ბაზარზე შემოსავალმა 460 მილიარდი დოლარი შეადგინა. ექსპერტები აცხადებენ, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ამ ბაზარზე ის გააგრძელებს ზრდას - დაახლოებით 3, 8%–ით წელიწადში, ბოლო კვლევებით კი დადგინდა, რომ ქალების 44% მიიჩნევს თავს არამიმზიდველად მაკიაჟის გარეშე, ანუ მას ყოველდღე მოიხმარენ.

დღეს მაკიაჟი ნებისმიერი ქალის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი და ამავდროულად ერთგვარი ხელოვნებაა, თუმცა ყველამ როდი იცის მისი სწორად გაკეთება. მოვლილი ქალი- მაკიაჟით, დამეთანხმებით, რომ სასიამოვნო შესახედია, თუმცა ექიმები და მეცნიერები ამბობენ, რომ მომხმარებლები სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეში იგდებენ ამ გზით. ყველაზე უვნებელ შემთხვევაშიც კი გამოიწვევენ ისინი კანის ალერგიულ რეაქციებს, სიმშრალესა და აქერცვლას. მაგრამ გაცილებით უფრო შემაშფოთებელი გამოხატულება აქვს, როდესაც ის კანიდან აღწევს სისხლში და იქ მოხვედრილი შხამქიმიკატები ქმნიან ჯანმრთელობის უზარმაზარ რისკს.


image



რა ნივთიერებებია კოსმეტიკის შემადგენლობაში და რომელი დაავადებების გამოწვევა შეუძლიათ მათ?




კადმიუმი– ეს არის რბილი, მოლურჯო-თეთრი ლითონი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა, ძვლის დაავადება და კიბო. FDA–ს კვლევამ აჩვენა, რომ კადმიუმია კოსმეტიკური ფირმების მიერ– Estee Lauder, Jafra Cosmetics, l’Oreal, Yves Rocher, Revlon, Proctor and Gamble, Mary Kay, Jane & Co-ს წარმოებულ თვალის საცხებში, როგორც ცხიმოვანში, ასევე ფხვიერში და ტონალურ კრემებში.



ტოლუოლი– ეს არის გამხსნელი, რომელსაც შეუძლია დააზიანოს ნერვული სისტემა და გამოიწვიოს ნაადრევი დაბერება. ის გვხვდება თმის საღებავებსა და ფრჩხილის მოვლის საშუალებებში.



ბენზოფენონი– ის გამოიყენება როგორც UV, რადიაციული გამოსხივების წინააღმდეგ (UV – ულტრაიისფერი სხივები). ჟურნალ "Dermatitis"–ში მოცემული სტატიიდან შვიტყვეთ, რომ მას შეუძლია გამოიწვიოს კანის ალერგიული დაავადებები– გამონაყარი და ანაფილაქსიური შოკი. UV არის ბალზამებში, ტონალურ კრემებში, ფრჩხილის ლაქში, შამპუნებსა და სუნამოებში, თმის ლაქსა და საბავშვო მზისგან დამცავ კრემებში.



პარაბენი– ეს ნივთიერება კოსმეტიკურ საშუალებებს ემატება ბაქტერიების თავიდან ასაცილებლად. თუმცა ის ენდოკრინულ დარღვევებს იწვევს. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ პარაბენი ხელს უწობს ძუძუს კიბოს განვითარებას. ის გვხვდება შამპუნებსა და ბალზამებში, თმის კონდიციონერში, შხაპის გელებსა და ლოსიონებში.



ტყვია– მძიმე მეტალია, რომელსაც შეიცავს უამრავი კოსმეტიკური ნაწარმი– ტონალური კრემები, საცხი თვალის ჩრდილისთვის, თმის საღებავი, თვალის ლაინერი და ტუჩსაცხი, გვხვდება პრაქტიკულად ყველგან კვლევების თანახმად, გარდა ბავშვის ფხვნილების, ლოსიონებისა და ტალკებისა. ტყვიას უაღრესი ტოქსიკური მოქმედება შეუძლია, იწვევს ნერვულ დარღვევებს, უშვილობასა და კიბოს.



ტალკი– ტალკი არის ფხვიერი ნივთიერება, რომელიც გვხვდება კოსმეტიკურ ნაწარმში, მისგან მზადდება პუდრები და საცხები ღაწვებისთვის (რუმიანა). ხშირად კი ტალკში არის აზბესტი, რომელიც ცნობილია, როგორც ერთ–ერთი, კიბოს გამომწვევი ნივთიერება. «European Journal of Cancer Prevention»–ის კვლევევბის თანახმად, სწორედ ტალკს უკავშირდება საკვერცხეს კიბო. ტალკი ძირითადად ჩვილების თავის მოვლის საშუალებებში გხვდება, თუმცა არის ასევე თვალის ფხვიერ საცხებში, დეოდორანტებში, ტუჩსაცხსა და სახის ნიღბებში.




P.s. დაავადებების თავიდან აცილების მიზნით გამოიყენეთ მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებული კოსმეტიკური პროდუქცია. ჯანმრთელობას გისურვებთ!



გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რადგან მოახდინონ დროული რეაგირება და აიცილონ თავიდან აქ ჩამოთვლილი ნებისმიერი გართულება.





იხილეთ აგრეთვე:


როგორ გავიკეთოთ სწორი მაკიაჟი - ის, რაც აქამდე არ იცოდით

როგორ შევნიღბოთ სახეზე არსებული დეფექტები? ნამდვილად გამოგადგებათ

4 პროდუქტი, რომელიც აფუჭებს სახის კანს- ამოიღეთ ისინი რაციონიდან!

3 მთავარი ცნება ინტიმური ჰიგიენის შესახებ. დაიმახსოვრეთ!

აღარასოდეს გამოიყენოთ შამპუნი, რომელშიც ეს 5 კომპონენტია- სასწრაფოდ შეამოწმეთ!

ხშირად მოხმარებადი თავის მოვლის საშუალებები, რომელთაც შეუძლიათ მოგკლან

კბილის პასტაში მომწამვლელ ნივთიერებებს ურევენ!



0
149
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0