x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
9 მიზეზი, თუ რატომ უნდა შედიოდეს კიტრი თქვენს კვების რაციონში
imageკიტრის 95% წყალია. აგრეთვე, ეს პროდუქტი შეიცავს, C, B1, B2 ვიტამინს, A პროვიტამინს, ორგანულ მჟავებს, მინერალებს (ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი, რკინა), ფერმენტებს, რომელიც ხელს უწყობს ცხოველური წარმოშობის ცილების ათვისებას. მასში უმნიშვნელო რაოდენობით შედის ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები.

რეგულარული გამოყენების შემთხვევაში, კიტრი დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე. მისი სამკურნალო თვისებები ტუტე ელემენტების, მინერალური მარილების, მიკროელემენტების, ეთერზეთებისა და პექტინების შემცველობითაა განპირობებული.
აგრეთვე, კიტრი იოდის შესანიშნავი წყაროა.


გაგაცნობთ, კიტრის იმ სასარგებლო თვისებებს, რის გამოც ხშირად უნდა მიირთვათ ეს პროდუქტი:


1. იცავს თქვენს ტვინს
კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ კიტრი შეიცავს ფიზეტინს, რომელიც ტვინის ნეირონებს სიბერისგან იცავს. აგრეთვე, მას ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია. ფიზეტინი აფერხებს მეხსიერების დაქვეითებას და აღქმის უნართან დაკავშირებულ პრობლემებს.



2. ამცირებს სიმსივნური დაავადებების რისკს
კიტრი შეიცავს პოლიფენოლებს, რომლებსაც ლიგნანებსაც უწოდებენ. ეს პროდუქტი, მათი შემცველობით ამცირებს ძუძუს კიბოს, პროსტატისა და საკვერცხეების სიმსივნის განვითარების რისკს.


3. ებრძვის ანთებით პროცესს
ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე დადასტურებულია, რომ კიტრში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები აფერხებს ანთებითი პროცესების განვითარებას.


4. მდიდარია ანტიოქსიდანტებით
კიტრი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ვიტამინი С და ბეტა-კაროტინით. ამასთან, იგი შეიცავს ფლავონებს, რომელიც ცნობილია თავისი ანტიოქსიდანტური თვისებებით, რაც უზრუნველყოფს დაეხმაროს სხეულს ავადმყოფობის, ვირუსებისა და გაციების დროს.


5. ჯანსაღ სუნთქვას მიანიჭებს თქვენს პირის ღრუს
კიტრი ასუფთავებს პირის ღრუს უსიამოვნო სუნის გამომწვევი ბაქტერიებისაგან.

აღმოჩნდა, რომ ეს პროდუქტი ასევე ხელს უწყობს კუჭიდან ჭარბი სითბოს გათავისუფლებას, რომელიც ცუდი სუნის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ითვლება.


6. ებრძვის სტრესს
კიტრი მდიდარია В ჯგუფის ვიტამინებით(В1, В5, В7). ცნობილია, რომ ვიტამინი В ამცირებს შიშსა და სტრესთან დაკავშირებულ პრობლემებს.


7. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას
კიტრის შემადგენლობაში შემავალი ორი ძირითადი კომპონენტი, წყალი და უჯრედისი, უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის შეუფერხებელ ფუნქციონირებას. ამასთან, თუ გულძმარვა გაწუხებთ, წყლით მდიდარი კიტრის მირთმევა სწრაფად მოგიხსნით ამ შეგრძნებას.

აგრეთვე, კიტრის კანი შეიცავს უხსნად ბოჭკოვანს, რომელიც ხელს უწყობს საკვების ნორმალურ და მოწესრიგებულ გადაადგილებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.


8. გეხმარებათ წონის კორექციაში
კიტრი დაბალკალორიული პროდუქტია(ერთი ფინჯანი დაჭრილი კიტრი შეიცავს 16 კალორიას). ამასთან, მასში შემავალი ხსნადი ბოჭკოვანი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. აგრეთვე, კიტრი შეიცავს დიდი რაოდენობით წყალს, ამიტომ ეს პროდუქტი წმენდს ორგანიზმს, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, ასუფთავებს ნაწლავებსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტს.


image

9. იცავს თქვენს გულს
კიტრი შეიცავს კალიუმს, რომელიც არეგულირებს წნევას. ეს ელემენტი აუცილებელია გულის კუნთის მუშაობისათვის. ზოგადად, კალიუმის სათანადო ბალანსი მეტად მნიშვნელოვანია ორგანიზმის სწორად ფუნქციონირებისათვის.



გისურვებთ ჯანმრთელობას!



ასევე დაგაინტერესებთ:


ებრძოლეთ ჯანმრთელობის ამ 12 პრობლემას უნიკალური სუნელის - დარიჩინის მეშვეობით

image




უარი თქვით აბებზე და მიიღეთ ლიმონიანი წყალი, თუ ამ 13 პრობლემიდან რომელიმე გაწუხებთ

image




უებარი საშუალება დიაბეტის სამკურნალოდ

image





შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა შინაური საშუალებებით

image




10 მიზეზი, თუ რატომ უნდა მიირთვათ ხშირად მწვანე ლობიო. ის, რაც შესაძლოა ამ პროდუქტზე არც იცოდით

image



0
278
4-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
278
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0