x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
როგორ შევარჩიოთ ტონალური კრემი?
image ქალბატონების უმრავლესობა სახის კანის იდეალურ რელიეფზე ოცნებობს. თანამედროვე ტონალური კრემები და კორექტორები კი საშუალებას იძლევა, რომ მცირე დეფექტიც დაფაროთ. ტონალურის შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ რამდენიმე ფაქტორს: სახის კანის ტიპს, კანის ფერსა და ტონალურის ხარისხს.



მაღალი ხარისხის კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობაში აუცილებლად უნდა შედიოდეს:

მინერალური მარილები - მჟავატუტოვანი ბალანსის აღსადგენად და შესანარჩუნებლად;
ამინომჟავები - კანის ცილების, კოლაგენისა და ელასტინის საშენი კომპონენტების სახით;
ვიტამინები - უზრუნველყოფს კანის დაცვას, ავსებს მას ენერგიით და აჩქარებს კანის უჯრედების შენებას;
ნახშირწყლები - კანის მოლეკულების დიდი ნაწილის სტრუქტურული ნაწილია;
ნუკლეოტიდები - დნმ-ს მოლეკულის კომპონენტები;
მცენარეთა ექსტრაქტები და მცენარეული ეთერზეთები.


image

ტონალური კრემი და სხვა კოსმეტიკური საშუალებები ხშირად ალერგიასაც იწვევს. ეს იმის გამო, რომ მათ შემადგენლობაში ხშირად კანისთვის მავნე დანამატებია. აუცილებლად წაიკითხეთ ტონალური კრემის შემადგენლობა. იცოდეთ, რა სარგებელი და ზიანი მოაქვს თითოეულ მათგანს:

ემულგატორები- მათი წყალობით საცხის სტრუქტურა ერთგვაროვნებას ინარჩუნებს. უნდა შევარჩიოთ ის საშუალება, რომელშიც ემულგატორი მაქსიმალურად შეესაბამება კანის სტრუქტურას;


ემოლენტები- ეს ცხიმები პასუხისმგებელია კანის მიერ კოსმეტიკური საშუალების მიღებაზე. თუ საცხი ან მაკიაჟის მოსაშორებელი რძე ახშობს კანს, ამაში უხარისხო ემოლენტებია დამნაშავე;



კონსერვანტები- საცხი კონსერვანტების გარეშე წარმოუდგენელია, რადგან სწორედ მათი წყალობითაა კოსმეტიკური საშუალება დაცული მიკროორგანიზმებისგან. მათ გარეშე კრემი სულ რამდენიმე დღე ივარგებდა;


საღებავები- კოსმეტიკური საშუალებების დიდი ნაწილი ხელოვნურ საღებავებს შეიცავს. შეეცადეთ, ნატურალური საღებავების შემცველი საშუალება შეარჩიოთ;


სურნელი- კოსმეტიკური საშუალების ზოგიერთ კომპონენტს უსიამოვნო სუნი აქვს. ქილის ან ტუბის გახსნისას სუნმა რომ არ შეგვაწუხოს, მწარმოებლები საცხებს სხვადასხვა არომატს ამატებენ.



image

როგორ შევარჩიოთ ტონალური კრემი?
ტონალური რამდენიმე ტიპად იყოფა: დამატენიანებელი, მატონირებელი, ანტი -აკნე, ლიფტინგური.



ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის

ტონალური ცხიმიანი კანისთვის უნდა შეიცავდეს აბსორბენტებს, ცინკს, A და B ჯგუფის ვიტამინებსა და გოგირდს. ყველა ეს კომპონენტი გააკონტროლებს ცხიმის გამოყოფას. ცხიამიანი კანის დროს თავი აარიდეთ ტექსტურით სქელი ტონალურის გამოყენებას, ის წასმისას ნიღბის ეფექტს შექმნის.

მშრალი კანისთვის

მშრალი კანისთვის უნდა გამოიყენოთ მატონირებელი კრემები ალოეს, ჰიალურინის მჟავის შემცველობით. ასევე კარგი იქნება თუ კრემი შეიცავს სხვადასხვა ბუნებრივ ზეთს. მშრალი კანისთვის ასევე კარგია ე.წ BB კრემები. ეს კრემი შეიგძლიათ თხელ ფენად დაიტანოთ კანზე და შემდეგ წაისვათ ტონალური.


ასაკოვანი კანისთვის

ასაკოვანი კანისთვის გამოიყენეთ ლიფტინგ-ეფექტის კრემები. მათ შემცველობაში შედის კოენზიმ Q10, A, B და C ვიტამინები. ამ ტიპის კრემები არამარტო აახალგაზრდავებს კანს და აჩერებს მის დაბერებას, არამედ ატენიანებს და იცავს კანს გარეგანი დამაზიანებელი ფაქტორებისგან.

გაითვალისწინეთ და გაუზიარეთ ეს რჩევები თქვენს მეგობრებს!

















იხილეთ აგრეთვე:



ექიმები შოკში არიან! ეს საშუალება ნებისმიერ შრამსა და ნაწიბურს გაგიქრობთ!


გამონაყარის ლოკაციის მიხედვით გაარკვევთ რომელ ორგანოზე გაქვთ პრობლემა


ყურძნის წიპწების ზეთი-ნებისმიერი დამატენიანებელი, სამკურნალო და მკვებავი კრემის ნაცვლად!


ჟელატინისა და აქტივირებული ნახშირის ნიღაბი სახის კანისთვის


მოიშორეთ სახიდან შავი წერტილები სწრაფად და მარტივად!


თავის მოვლის 10 მარტივი ხრიკი, რომელზეც აქამდე არაფერი იცოდით!


ნიღაბი, რომელიც აკნესგან განკურნებაში დაგეხმარებათ


0
676
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
676
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0