x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა კრის კორნელი
image


ამერიკული როკ-ჯგუფების Soundgarden-ისა და Audioslave-ის სოლისტი, რიტმ-გიტარისტი და სიმღერების ავტორი კრის კორნელი 52 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.


მუსიკოსმა 17 მაისის, ღამეს, დეტროიტში კონცერტი გამართა, ხოლო იმავე ღამეს იგი დეტროიტის MGM Grand-ის ნომრის სააბაზანო ოთახში ჩამოხრჩვალი იპოვეს.ახლობლები თვითმკვლელობის მიზეზს არკვევენ.


კორნელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო 1990-იანების გრანჟის მოძრაობაში, უამრავი საავტორო სიმღერით და თითქმის ოთხოქტავიანი ვოკალური დიაპაზონით ე.წ. „ბელტინგის“ ელემენტებით. გამოცემული აქვს ოთხი სოლო ალბომი - Euphoria Morning (1999), Carry On (2007), Scream (2009), Higher Truth (2015) და ცოცხალი Songbook (2011). მიღებული აქვს ოქროს გლობუსი სიმღერისთვის „The Keeper“ (ფილმიდან „მოქადაგე იარაღით“) და არის ჯეიმზ ბონდის სერიის ფილმის „კაზინო როიალი“ თემატური სიმღერის, „You Know My Name“, შემსრულებელი.




ჟურნალის Guitar World მკითხველების გამოკითხვით იგი როკის უდიდესი ვოკალისტების სიაში მოხვდა, Hit Parader-ის „მძიმე მეტალის ყველა დროის 100 ვოკალისტის სიაში“ მე-4 ადგილი დაიკავა, Rolling Stone-ის „ყველა დროის საუკეთესო წამყვანი ვოკალისტების სიაში“ — #9 და #12 — MTV-ის „მუსიკაში 22 უდიდესი ხმის“ სიაში.


YouTube-ზე გავრცელდა მისი უკანასკნელი გამოსვლა ქალაქ დეტროიტში, Soundgarden -თან.


1
105
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
105
  
2017, 19 მაისი, 17:58
რა ხდება, ეს უკვე მართლა მერამდენეა წელს!? :(
0 1 1