x
მეტი
  • 22.09.2017
  • სტატია:69491
  • ვიდეო:322069
  • სურათი:423049
ჭინჭრის წვენი ჰემოგლობინის ასამაღლებელი საუკეთესო საშუალებაა!

image


ჭინჭარი მრავალწლიანი ორსახლიანი ბალახოვანი მცენარეა. გარდა იმისა, რომ მას საჭ-

მელად იყენებენ, უფრო მეტი სარგებელი მოაქვს ჭინჭრის წვენს, რომელსაც ამზადებენ ქორფა ფოთლებისა და ღეროებისგან. ის კარგად წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, ამ-

აღლებს სისხლში ჰემოგლობინს და ააქტიურებს ყველა ორგანოს და სისტემის მუშაობას.
ნაყენის მისაღებად, 4 ჩ/კ წვრილად დაჭრილ ფოთოლს ერთ ჭიქა მდუღარე წყალს ასხა-

მენ და სვამენ ერთი დღე-ღამის განმავლობაში. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ჭინჭრის წვენი ეხმარება ანემიის, ავიტამინოზის, შაკიკის, კანზე გამონაყარის დროს. ჭინჭრის წვენის ყოველდღიური გამოყენება ძალიან სასარგებლოა ძვლების გასამაგრებლად, ღვიძ-

ლის, შარდის ბუშტის, სასუნთქი გზების გასაწმენდად. ამის გარდა ის აუმჯობესებს ბუასილის მდგომარეობას, ეხმარება ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: ათეროსკლეროზი, რევმატიზმი, პოდაგრა, დიაბეტი, პროსტატა, გასტრიტი, გულსისხლძარღვთა დაავადე-

ბები. ჭინჭარს გააჩნია ანტიკანცეროგენური თვისებები, ამიტომ ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა კუჭის სიმსივნეები და ჯირკვლის ჰიპერპლაზია, რეკომენდებულია ჭინჭრის თაფლის გამოყენება, რომელიც მზადდება შემდეგნაირად: 1 ლ ახლადგაწურ-

ულ ჭინჭრის წვენს დაამატეთ 200 გ თაფლი, მიიყვანეთ დუღილამდე და გადმოდგით. როცა გაცივდება მიიღეთ 1 ს.კ. დღეში 2-ჯერ 1 თვის განმავლობაში.თუ არ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ყოველდღიურად ამზადოთ ჭინჭრის ახალი წვენი, შეგიძლიათ მოამზადოთ ჭინჭრის ექსტრაქტი. ამისათვის აპრილი-მაისში მოჭერით 20 სმ სიგრძის ჭინჭრის ქორფა ღეროები ფოთლებთან ერთად, კარგად გარეცხეთ, დააქუცმაცეთ, ჩაყა-

რეთ სამ ლიტრიან ქილაში და დაასხით პირამდე ცივი ანადუღარი წყალი. 10 საათის შემდეგ მიიღეთ 1 ჭიქა 2-ჯერ დღეში. თმის ცვენის დროს აიღეთ 1 სუფრის კოვზი ჭინ-

ჭრის ფოთოლი, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1, 5 სთ, გა-

წურეთ, შეიზილეთ ნაყენი ახალადაბანილ და გამშრალ თმაში კვირაში ერთხელ, ხანგრ-

ძლივი დროის განმავლობაში.


თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ მეგობრებს და ოჯახის წევრებს!

0
87
5-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0