x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რატომ გვეუცხოება და არ მოგვწონს საკუთარი ხმა როდესაც ჩანაწერს ვუსმენთ?
imageრა თქმა უნდა ყველა თქვენთაგანს გქონიათ შემთხვევა, როდესაც აუდიო ან ვიდეო ჩანაწერში თქვენი ხმა მოგისმენიათ და გაოცებულს გითქვამთ: რა სხვაგვარად ისმის ჩემი ხმა?..თან ამასთანავე უმეტეს შემთხვევაში არ მოგწონთ თქვენი საკუთარი ტემბრი..თუმცა იგივე თქვენი ახლობელების ხმა ჩანაწერში ბუნებრივად მიგაჩნიათ.

ზოგი ფიქრობს, რომ მისი ხმა უფრო ბოხია, ზოგი პირიქით...ხოლო ზოგი კატეგორიულად ამტკიცებს, რომ მისი ხმა ჩანაწერში რატომღაც სულ სხვაა და აბსოლუტურად არ გავს მის ნამდვილ ხმას.

რაც შეეხება ბავშვებს, მათ საერთოდ არ შეუძლიათ გაამოარჩიონ თავისი ხმა ჩანაწერში.

საუბრობს ლოგოპედი და პროფესიონალი ხმის დამყენებელი ჰოლივუდის ვარსკვლავებისთვის ნელსონ ვოგანი:"როდესაც თქვენ ლაპარაკობთ და თან გესმით თქვენი ხმა, მას ისმენთ არა მარტო საკუთარი ყურებით, არამედ ხმა ვიბრაციის შედეგად ვრცელდება თქვენ ორგანიზმში, რომელიც ძირითადად სითხისგან შედგება.

ხმის საწყისი წერტილი პირის ღრუდან ამოდის, ბგერების ნაწილი ჰაერში იფანტება, რომელსაც იჭერს მიკროფონი და შემდგომ რომელსაც ვუსმენთ, ხოლო ბგერების ნაწილი ვიბრირებს ჩვენს სხეულში.იგი გაივლის სხეულის სითხეს და ქსოვილებს.

შიდა და შუა ყური განთავსებულია ხრტილოვან საკანში, შიდა ყური შეიცავს სითხეს, ხოლო შუა ყური ჰაერს, ისინი მუდმივ დეკომპრესიაში იმყოფებიან.

ჰაერში ბგერები სხვაგვარად ვრცელდება, ვიდრე სითხეში ან რბილ ქსოვილში.ეს განსხვავება პრაქტიკულად ბგერის ყველა სიგრძეს შეეხება.
"თქვენ გესმით საკუთარი ხმის სტერეოსიგნალი, რომელიც შედგება სივრცითი და შიდა ხრტილოვანი ხმებისგან"-აღნიშნავს მაიკლ კელი, ავტორი წიგნისა "Understanding the Power of Your Voice».


ასე რომ ჩვენ ნამდვილად "ორი ხმა" გვაქვს: ერთი, რომელიც ვრცელდება გარეთ სივრცეში და აღიქვამს გარე ფაქტორები და შიდა, რომელის ვიბრაციით ჩვენს სხეულში ვრცელდება ანუ ხდება ხმების მიქშირება..სწორედ ამიტომ გვეუცხოება საკუარი ხმა ჩანაწერის მოსმენისას.


იხილეთ სტატიები მსგავს თემებზე




იხილეთ ვიდეოები მსგავ თემებზე

0
1025
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1025
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0