x
მეტი
  • 22.09.2019
  • სტატია:94851
  • ვიდეო:342679
  • სურათი:456969
აი რით არის სახელგანთქმული თითოეული ქვეყანა (რუკა)

image

მკვლევარების მიერ შედგენილი იქნა რუკა იმისა, თუ რით არის თითოეული ქვეყანა სახელგანთქმული.


ჟურნალისტმა და საინფორმაციო დიზაინერმა დევიდ მაკკენდლესსმა ინტერნეტში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით შეკრებილი სტატისტიკის საფუძველზე გამოიკვლია, თუ რა განასხვავებს ქვეყნებს ერთმანეთისგან და აი რა გამოვიდა:


რუკა გვიჩვენებს, რომ უკრაინაში მსოფლიოში უძრავ ქონებაზე ფასების ყველაზე სწრაფი დაცემაა, წამყვანი სამედიცინო კვლევები მიმდინარეობს ისრაელში, პარაგვაი ლიდერობს მოქალაქეების პოზიტიური შეხედულებით მსოფლიოზე;

მაროკო _ პირველ ადგილზეა არგანის ზეთის მოპოვება, ექსპორტსა და იმპორტში, რუანდა კი - ლიდერობს პარლამენტში ქალების რაოდენობით.

ჩადი იკავებს პირველ ადგილს ჯანმრთელი დიეტებით, ბელგია კი - უნაღდო ანგარიშწორებით; არაბეთის გაერთიანებულ ემირატში - მამაკაცების რაოდენობის საუკეთესო მაჩვენებელია, ლატვიაში კი - ქალების რაოდენობის.


რუკის შედგენისას, თუ რით არის ცნობილი მსოფლიოს თითოეული ქვეყანა, გამოყენებული იყო როგორც ახალი, ასევე კვლევითი მასალები, რომლებიც მოწოდებული იყო საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ (გაერო, მსოფლიო ბანკი, CIA World Factbook).

თუ ქვეყანას რამოდენიმე საინტერესო ვარიანტი ჰქონდა იმისა, თუ რით არის ის კარგი,
მკვლევარი მათ შორის ყველზე საინტერესოს ირჩევდა.


არსებული მონაცემებით, იტალია - საუკეთესოა კივის მოყვანით და იმპორტ -ექსპორტით, მაშინ, როდესაც ბრაზილიაში აწყობილია შაქრის მიწოდება, პანამა კი ლიდერობს პენსიაზე გასვლის საუკეთესო პირობებით.


მაგრამ, ქვეყნების ყველა მოპოვებული პრივილეგია როდია პოზიტიური. ქვეყნები, რომლებიც შავი ფერით არის მონიშნული, ცნობილი არიან ნეგატიური სოციალური სტატისტიკით.

აშშ-ში _ უდიდესი რაოდენობით არის სპამი-წერილები, მაშინ როდესაც იემენში ჭარბობს გენდეგული უთანასწორობა, ჰონდურასში კი - ყველაზე სავალალო რეიტინგია - ის წარმოადგენს ნომერ პირველ ქვეყანას ჩადენილი მკვლელობების მიხედვით.


საუდის არაბეთში ყველზე მეტი იარაღია, დიდ ბრიტანეთში კი - მილიარდერები. სალვადორში ყველზე ცოტა პოლიციელია, ერაყში და აზერბაიჯანში - ნავთობის ყველაზე დიდი რაოდენობაა.

ბედნიერების უმაღლესი დონეა - კოლუმბიში, ინდონეზია კი ქოქოსებით არის ცნობილი.


უკეთებს რა დემონსტრირებას თავის ეკოლოგიურ უპირატესობას დანია, ლიდერობს ქარის ენერგიით, მაშინ, როდესაც იორდანიაში ყვალაზე მეტი დევნილია.

ყველაზე ჯანმრთელი ადამიანებით ლიდერობს ქვეყანა სინგაპური, ხოლო ყველაზე "მაღალი" სამზარეულო - იაპონიაშია.


იხილეთ ასევე:

1. დასახელდა მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანის ათეული.


2. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბრილიანტები–ლეგენდები და რეალობა.


3.10 არარსებული სახელმწიფო


4. რამდენი მონარქიაა მსოფლიოში?

1
439
13-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
Mediator image
Mediator image
Mediator image
439
  
2017, 18 მაისი, 12:22
კარგი და საინტერესო იყოოო
0 1 1