x
მეტი
  • 24.07.2017
  • სტატია:67864
  • ვიდეო:320481
  • სურათი:420288
"6 დაკარგული სამყარო" - დედამიწაზე!


image


1. Son Doong -ის გამოქვაბული (ვიეტნამი)

image

გამოქვაბული მდებარეობს ვიეტნამში. მისი სიგრძე 9 კილომეტრია და მსოფლიოს ყველაზე გრძელი გამოქვაბულის სტატუსი აქვს. გარდა ამისა, 198 მეტრის სიმაღლის თავისუფალი სივრცე აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოქვაბულში შესაძლებელია 40 სართულიანი ცათამბჯენის აშენება. პირველად 1991 წელს იქნა აღმოჩენილი, თუმცა 2010 წლამდე მიმდინარეობდა კვლევები. როგორც ცნობილია, ამ უდიდეს გამოქვაბულში ულამაზესი ტყეა, სადაც ასევე პატარა მდინარე მიედინება.


imageimage





2. სოკოტრა (კუნძულთა ჯგუფი ინდოეთის ოკეანეში, შედის იემენის რესპუბლიკის შემადგენლობაში.)


image


სოკოტრას კუნძულებს ასევე უცხოპლანეტელების კუნძულს ეძახიან. შედგება 4 საინტერესო კუნძულისგან. სოკოტრა მცენარეების მადაგასკარია. მცენარეებს, რომლებიც ამ კუნძულზე იზრდებიან, დედამიწის სხვა კუთხეში ვერ ნახავთ. კუნძულის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს დრაკონის სისხლის ხე, რომლიდანაც წითელი სითხე გამოედინება. გარდა ამ ყველაფრისა, კუნძულზე ძალიან განსხვავებული ჯიშის ობობის და ფრინველების სახეობაც ბინადრობს.


imageimage




3. Crystal -ის გამოქვაბული (მექსიკა)


image


კრისტალის გამოქვაბული 2000 წელს, შემთხვევით მაღაროელებმა აღმოაჩინეს, როგორც სახელიდანაც მიხვდებით, გამოქვაბული სელენიტის კრისტალებითაა დაფარული. თუმცა ეს კრისტალები უჩვეულო ფორმისაა, მათი სიმაღლეს 12-18 მეტრამდე იცვლება. გამოქვაბული გარე სამყაროსგან მთლიანად დაფარულია და საკმაოდ საშიშიცაა. ამის მიზეზად სახელდება 58 გრადუსიანი სიცხის და 90 გრადუსიანი ტენიანობის ტემპერატურა, სადაც ადამიანს მხოლოდ რამოდენიმე წუთით შეუძლია სიცოცხლე. მეცნიერები ადგილზე სპეციალური ტანისამოსებით შედიან.


imageimage





4. Mendenhall -ის ყინულის გამოქვაბული (ალიასკა)


image


მენდეჰოლის ყინულის გამოქვაბული მდებარეობს ალიასკის დედაქალაქ ჯუნიაში. ქალაქის ცენტრიდან 21 კილომეტრზე მდებარე გამოქვაბულის დათვალიერება არც ისე ბევრი ადამიანის ხვედრი ყოფილა. 205 წლის წინ აღმოჩენილი გამოქვაბული დღითი-დღე პატარავდა, რათქმაუნდა გლობალური დათბობის მოქმედებით ხდება. ეს უალამაზესი და ამავდორულად საშინელი გამოქვაბული საზოგადოებისგან მიფარებულშია. გამოქვაბული "მსოფლიოს 5 დაკარგულ სამყაროს" შორის მოიხსენიება.


imageimage





5. ჰილერის ტბა (ავსტრალია)


image


ჰილერის ტბა მდებარეობს ავსტრალისს რიჩერჩის არქიპელაგზე. ტბა უვნებელია, საკმაოდ დიდია, მაგრამ არ არის ღრმა. ტბაში ბინადრობენ განსხვავებული სახეობის თევზები და სხვა არსებები. ჰილერის ტბა, სხვებისგან განსხვავდება მხოლოდ ფერით(გარდა რამოდენიმე განსხვავებული სახეობის თევზისა). რატომ არის ტბა ვარდისფერი? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არავინ იცის. არსებობს მხოლოდ რამოდენიმე ვერსია, ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ტბის ფერი გამოწვეულია ბაქტერიების და მიკრო წყალმცენარეებიდან გამომდინარე. როგორც ცნობილია ამ ტბას ადამიანის კანზე უარყოფითი შედეგი არ აქვს, ტუ ოდესღაც მოხვდებით ჰილერის ტბაზე, შეგიძლიათ თავისუფლად გაცუროთ!


imageimage





6. მთა რორაიმა (ვენესუელა, სამხრეთ ამერიკა)


image


როდესაც მთის მწვერვალზე ადიხართ, ლანდშაფტი შეიძლება იყოს ძალიან ლამაზი, თუმცა როდესაც თქვენ რორაიმას მწვერვალზე ახვალთ, მაშინ აუცილებლად დაგეუფლებათ 2 მილიარდი წლის წინდელი გეოლოგიური ემოცია. მთის მწვერვალზე ფეხით ასვლა თითქმის შეუძლებელია, ძირითადად ტურისტები ვერტმფრენის საშულებით ადიან. მთა ნამდვილად მილიარდ წელზე მეთით არის დათარიღებული, როგორც ცნობილია, პრეისტორიული ფრინველები ძირითადად ამ მთაზე ბინადრობდნენ.


imageimage




სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. ტუნისის გათამამებული და მდიდარი ახალგაზრდები, ნახეთ როგორ ერთობიან ისინი!

2. რა ხდება სიკვდილის შემდეგ?!

3. ვარდკაჭაჭა - მცენარე, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს!

4. 10 პრეისტორიული არსება, რომელიც ჩვენს პლანეტაზე ბინადრობდა!

5. საკვები პროდუქტები, რომელიც მაისში აუცილებლად უნდა მივირთვათ!


0
497
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
497
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0