x
მეტი
  • 22.09.2017
  • სტატია:69491
  • ვიდეო:322069
  • სურათი:423049
17 მაისი -აგრესიის დღესასწაული

დილა ისევე დაიწყო, როგორც შარშან, შარშანწინ და იმის წინათ. ზოგისთვის 17 მაისი ოჯახის დღესასწაულია, ზოგისთვის- იდენტობის. ჯანსაღად მოაზროვნეთათვის კი ყველაფერი სხვაგვარადაა. მათთვის ეს აგრესიის, განხეთქილების და სიძულვილის ენის დღესასწაულია.

დავუშვათ ოჯახის სიწმინდის დღესასწაულია. მაშინ დავფიქრდეთ რა არის ოჯახი, მისი მიზნები, როლი, დანიშნულება. ოჯახი სახელმწიფოს ის უჯრედია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სოლიდარული, მშვიდობისმოყვარე მოქალაქეებით სახელმწიფოს “ მომარაგება“ . ოჯახის მიზანი არ არის მისი წევრების ანუ სახელმწიფოს მოქალაქეების ინდოქტრინიზაცია, რადიკალიზაცია, შუღლისა და სიძულვილის შთაგონება. შეეკითხეთ აქციის თითოეულ მონაწილეს ოჯახის შესახებ და თქვენ მიიღებთ რადიკალურ მოსაზრებებს, აპელირებას არა ოჯახზე, არამედ ერზე, რასაზე, ე.წ. ჯიშზე, რასათა აღმატებულებაზე, მოკლედ, ღირებულებათა სრულ კრიზისს, დაბნეულობას. ძალიანაც ნუ გამიწყრებით და მსჯელობის, დასკვნების და ანალიზის სერიოზულ პრობლემებს. მაინც ცოტა უხერხული ხომ არაა იმ ქვეყანაში ზარზეიმით ოჯახის დღესასწაულის აღნიშვნა, სადაც ყოველდღიურად კლავენ ცოლებს, ქმრებს, შვილებს, მშობლებს, ბებიებსა და ბაბუებს, სადაც კიდევ უფრო მაღალია ქალებზე ძალადობის მაჩვენებელი? სახელმწიფოში , სადაც ძალადობა ასეთი მასშტაბებით არსებობს, ოჯახი ვერც თუ წარმატებით ასრულებს თავის ძირითად ფუნქციას, შთააგონოს სიყვარული მოქალქეებს, რაც თავისთავად არის ძალადობის პრევენცია.

ახლა რაც შეეხება მეორე მხარეს, ასევე გაუგებარია მათი დაუოკებელი სწრაფვა, დაიპყრონ“ ქალაქის “სტრატეგიული“ ობიექტი და გამოხატონ თავიანთი პროტესტი მაინცდამაინც ყოფილი პარლამენტის წინ. ეს ძალიან ემსგავსება რაღაც ომს სტარტეგიულ-პოზიციური უპირატესობის მოპოვებისთვის. შენი იდენტობა შენი საქმეა, მე პატივს ვცემ მას, მაგრამ ვერავის აიძულებ პატივი გცეს პარლამენტის შენობაზე ყოველწლიურად ერთდღიანი “მონოპოლიის“ გამოცხადებით., მუდმივად აპელირებით, საკუთარ იდენტობაზე აქცენტის დასმით. ამგვარი მეთოდებით ძალაუნებურად, ხელს უწყობ თვითრადიკალიზაციას და, ზოგადად, რადიკალიზაციას.

და ბოლოს, ყოველი დღე დღესასწაულია, ადამიანის, ოჯახის, სახელმწიფოს დღესასწაული, სადაც ადამიანებმა ერთმანეთის უფლებების პატივისცემა უნდა ისწავლონ და 17 მაისს არ უნდა იწყებოდეს და სრულდებოდეს ოჯახის თუ იდენტობისზეიმი . რაც შეეხება დღევანდელ სურათს, ჯერჯერობით ეს არის აგრესიის და სიძულვილის დღესასწაული.

image

5
76
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
76
  
14 აგვისტო, 18:26
სამარცხვინოები ! რას ებღაუჭებიან . რა არის სიცოცხლეზე დიდი და მნიშვნელოვანი ღირებულება ,თანაც -საკუთარი სვილის. ჩვენ მოწამლული საზოგადოება ვართ . ჩვენ ბავშვობიდან გვწამლეს ცრუ ,გაუაზრებელი, უფრო მეტი ზანის ,ვიდრე სიკეთის მომტანი ,,ღირებულებებით,, და მათ ერქვათ : მორჩილება , ქალის კულტი , პატიოსნება (უკუღმართი გაგებით) , განსხვავებულისადმი მტრული დამოკიდებულება, შეუწყნარებლობა მათ მიმართ,ვინც არ გვგავს ,დაუნდობლობა ანუ ვაჟკაცობა მოგვიანებით , როცა ათეისტ-მატერიალისტმა ერმა ერთობ;ლივად ,,აიწყვიტა ,, და სსრკსგან გამოყოფის შემდეგ ეკლესიას მიაწყდა,თვისბრივად ახალ პრობლემებში გაყო თავი : მათ ერქვათ : ფანატიზმი , ერეტიზმი , ფარისევლობა ,თვალთმაქცობა ,თვითგამოურკვევლობა და სხვა. შესაბამისად, წარმოიქმნა ღირებულება სრული კრიზისი. დღეს ვცდილობთ გამოვიდეთ, გამოვერკვეთ ,მაგრამ წარსული? რა გინდა რომ უყო,ანაქრონიზმები ჯერ ისევ დიდ როლს ასრულებენ ჩვენს ყოველდღიურობაში .ასე დაიქსაქსა ერი (ღირებულებების თვალსაზრისით) და მიაწყდება ხან დასავლეთს ,ხან -აღმოსავლეთს ,აქა-იქა -ჩრდილოეთსაც
იცი რა, იაკობ იაკობაშვილი ან ვინმე ფანატი მამა რომელიც ლესბი ქალიშვილს ცემით კლავს, კი იმსახურებს ერთ ღონიერ წიხლს მაინც. იცი რატო? იმიტომ რომ მაგნაერებს მაინც ვერაფერს შეაგნებინებ. არ მოგისმენენ. უბრალოდ ზოგიერთმა მხოლოდ მუშტის, კომბლის და ტყვიის ენა იცის. მათთვის უცხოა სიყვარულის ენა. ეს სამყარო ძლიერებისაა, სუსტი მარცხდება და ძლიერი იმარჯვებს თუნდაც ეს ძლიერი გულშავი იყოს. ზოგჯერ საჭიროა ბრძოლა და ხელის განძრევა. გაიხსენე იაპონელი სამურაები. კეთილშობილი სამურაის საფლავის ქვაზე ასეტ რამეს წერდნენ: "მას არასდროს დაუჩაგრავს სუსტი, მას არასოდეს დაუხევია უკან ძლიერის წინაშე".
ძალადობას არავის მიმართ არ ვემხრობი ,საშინელებაა !
ვაიმე!!!!! ეხლა აქ რასაც წერ ხო... ზუსტად ისაა, რასაც მე ვფიქრობ აგერ უკვე 10 წელი! გეუბნები, ჩემ სულში ზიხარ ნინო! ზუსტად ეგრეა ყველაფერი! განაგრძე წერა! შენკენ ვარ! ვაფშე არასამთავრობოში მუშაობა მინდა! მე პირადად ნატურალი ვარ მაგრამ როცა სიტყვაზე ლესბი გოგოს ქვას ესვრიან გული მისკდები რისხვით და სურვილი მიჩნდება შუაზე გავხიო მოძალადე!!!
0 1 5