x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პროდუქტები, რომელთა მაცივარში შენახვაც არ შეიძლება!!!
image
ძალიან ცოტა დიასახლისმა იცის, რომ არსებობს რიგი პროდუქტებისა, რომელთა მაცივარში შენახვაც არ შეიძელება. ჩვენ ზუსტად გაგაცნობთ ამ პროდუქტებს:


1. კონსერვი, შებოლილი პროდუქტები და ჯემი- ისინი უბრალოდ ადგილს იკავებენ თქვენს მაცივარში;

2. ნებისმიერი სახის ბოსტნეული : კარტოფილი, სტაფილო, ხახვი, ბულგარული წიწაკა და ა.შ არ უნდა შეინახოთ მაცივარში. მათ შესანახად პლასტმასის ჭურჭელი გამოიყენეთ.
ბადრიჯანი, კიტრი, პომიდორი და წყლის შემცველი ბოსტნეული გაშავებას იწყებს, ამიტომ მათი დიდი ხნით შესანახად, დაჭერით და მშრალი სახით, შეინახეთ მაცივარში;

3.ნესვისა და გოგრის შენახვა მაცივარში არ შეიძლება, განსაკუთრებით დაჭრილი სახით. ეს თქვენი ჯანმრთელობისთვის საზიანოა, რადგანაც ყინვის დროს ეს პროდუქტები ეთილის აირს გამოყოფენ.
ზოგადად, ნესვი და გოგრა სამზარეულოს კარადაში ინახება. ამ შემთხვევაში ისინი ნორმალურ გემოს ინარჩუნბენ და არ ფუჭდებიან. იგივე ეხება ვაშლს, მსხალსა და ყურძენს.

image


4.ნებისმიერი ტროპიკული ხილი და ციტრუსი მხოლოდ კარადაში შეინახეთ და არა მაცივარში. დაბალ ტემპერატურაზე ისინი დიდი რაოდენობით მავნე ნივთიერებებს გამოყოფე. ბროწეული და ხურმა ქაღალდში გაახვიეთ და მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე შეინახეთ. მკვახე ხილი ამ პირობებში კარგად მწიფდება.

5.შოკოლადი და კანფეტი- მათი მაცივარში მოთავსებისას ისინი ფერს იცვლიან და გემოს კარგავენ. იმ შემთხვევაში თუ შოკოლადი პოლიეთილენის პარკშია შეფუთული შესაძლოა დაობდეს კიდეც. მის შემადგენლობაში შემავალი შაქრის კრისტალები "ნაცრისფერდება". ისინი ოთახში, შედარებით გრილ ადგილას უნდა შეინახოთ.





image





6.ზეითუნის ზეთი და თაფლი- მათი მაცივარში მოთავსება იწვევს "ფანტელების" წარმოქმნას. კლავს მათ ყველა სასარგებლო თვისებას და უსარგებლო პროდუქტად აქცევს. ისინი სამზარეულოს კარადაში შეინახეთ.




პროდუქტები, რომლებიც აუცილებლად მაცივარში უნდა შეინახოთ : საქონლისა და ღორის ხორცი, ფრინველის ხორცი, თევზი, ხაჭო, რძე, ძეხვი, ყველი, კვერცხი და პური. დიახ, პური. ევროპის ქვეყნებში პურის მაცივარში შენახვა აპრობირებული მეთოდია. თუ თქვენ ამ წესებს დაიცავთ, თქვენს მაცივარში ყოველთვის ბევრი თავისუფალი სივრცე იქნება. გაუზიარეთ ეს რჩევები თქვენს მეგობრებს!








იხილეთ აგრეთვე:


თქვენი პირსახოცი ყოველთვის ახალივით იქნება! გამოიყენეთ ეს საშუალება!


გაწმინდეთ გაჭედილი მილები სწრაფად და მარტივად!


მრავალძარღვას ნაყენი 100-ზე მეტ დაავადებას შველის! (+რეცეპტი)


''მასთან მიკარებითაც ყველა დაავადებას მოირჩენ''- რეჰანის ჯადოსნური თვისებები


ჩაყარეთ ნიორი ღვინოში- ეს რეცეპტი 100-ზე მეტ დაავადებას შველის!

2
514
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
514
  
2017, 19 მაისი, 18:09
პური ნამდვილად ინარჩუნებს გემოს და გვიან ძველდება მაცივარში. მადლობა
2017, 17 მაისი, 14:55
კონსერვი, შებოლილი პროდუქტები და პური გამკვირვებია, მაგრამ ყველსაც არ უნდა მაცივარი ეს ნამდვილად ვიცი. გამოსადეგი სტატიაა.
0 1 2