x
მეტი
  • 22.08.2017
  • სტატია:68577
  • ვიდეო:321017
  • სურათი:421516
ჩაცმის სტილი 160 სმ-მდე სიმაღლის გოგონებისთვის და ქალბატონებისთვის

image


მინიატურული გოგონები – მშვენიერები არიან (მაღლების საწყენად არ არის ნათქვამი). გავიხსენოთ კაილი მინოუგი (155 სმ), სალმა ჰაიეკი (157 სმ), შაკირა (150 სმ), დები ოლსონები (155 სმ), მადონა (158 სმ) და ბევრი სხვა ვარსკვლავი, რომლებიც «პატარები» არიან, მაგრამ ყველაზე მეტად «ანათებენ».
სიდაბლე პრობლემა არ არის, მაგრამ ისეც ხდება, რომ დროდადრო დაბალ გოგობებსაც უნდათ, რომ ცოტა მაღლები გამოჩნდნენ, თუნდაც მხოლოდ ვიზუალურად. როგორ უნდა შეარჩიონ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომ იმაზე მაღლები გამოჩდნენ, ვიდრე სინამდვილეშ არიან (ფეხსაცმლის ქუსლები არ ითვლება)? რა უნდა ჩაიცვან და რაზე უნდა თქვან უარი?


ტომარისებური სამოსი – არა! ტანზე მომდგარი ტანსაცმელი – დიახ!

image
მოცულობითი სამოსი ამძიმებს სილუეტს და ამცირებს სიმაღლეს.
imageშავი ფერი – არა! მუქი ფერი – დიახ!


image
შავი ფერის ტარება არ არის რეკომენდირებული დაბალი გოგონებისთვის: ის ამცირებს სხეულის ზომას და არა მარტო სიგანეში. თუმცა, შეიძლება სხვა მუქი ფერების შერჩევა. მაგ., ყავისფერი, ბორდოსფერი, იისფერი, ნაცრისფერი.
imageკონტრასტული შეხამება – არა! ერთტონიანი შეხამება – დიახ!

image
დაბალმა გოგონებმა მონოქრომული სამოსი უნდა ატარინ (ახლოს მდგარი ტონები). კონტრასტული ფერები სხეულს ნაწილებად ყოფს, რაც გოგონას დაბალი სიმაღლეს, თვალშისაცემი ხდება.
imageდაბალი წელი – არა! მაღალი წელი – დიახ!

image
სამოსი მაღალ წელზე, ფეხებს აგრძელებს და სიმაღლეს ზრდის. ხოლო დაბალი წელო, პირიქით – ადაბლებს.
imageკაბა-ბალახონი – არა! კაბა-ფუტლიარი – დიახ!

image
კაბა-ფუტლიარი იდეალური ვარიანტია დაბალი გოგონასთვის. ის იდეალურად ჯდება მის ფიგურაზე და სიმაღლეში ზრდის.
imageქვედაბოლო-მიდი – არა! ქვედაბოლო მუხლს ზევით – დიახ!

image
საუკეთესი ვარიანტი დაბალი გოგონებისთვის არის ქვედაბოლოები და კაბები, სიგრძით – მუხლს ზევით. ასეთი სიგრძის სამოსით, ნებისმიერი სიმაღლის ფეხსაცმლის ჩაცმა შეიძლება. მიდი კი, მხოლოდ მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე უნდა ჩაიცვან. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდია რისკი, იმისა რომ გოგონა გნომების პრინცესას დაემსგავსოს.
imageმოკლე და განიერი შარვალი – არა! კლასიკური სწორი შარვალი – დიახ!

image
ვიზუალურად, ადამიანს ამაღლებს კლასიკური შარვალი, საშუალო სიგანით. დაბალმა გოგონებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაიცვან კაპრები, ბერმუდები ან ნებისმიერი სხვა სტილის შემოკლებული შარვლები.
იგივე შეიძლება ითქვას ჯინსის შარვლებზე. ჯინსის შარვალი განიერი ტოტებით, მათი სტილი არ არის.
imageტუნიკა – არა! მოკლე ტოპი – დიახ!

image
არც ტუნიკა არის დაბალი გოგონას სტილი. უმჯობესია თუ ბლუზს წელამდე ან კროპ-ტოპებს ატარებენ.
imageგრძელი პიჯაკი და ჟილეტი – არა! მოკლე პიჯაკი და ჟილეტი – დიახ!


image
მინიატურულმა გოგონებმა, ასევე უნდა ჩაიცვან მინიატურული პიჯაკები და კარდიგანები: მათი სიგრძე არ უნდა ჩამოდიოდეს წელის ქვევით. ასევე არ უნდა ჩაიცვან გრძელი ჟილეტები.
imageგრძელი პალტო – არა! პალტო მუხლებამდა – დიახ!

image
გვიან შემოდგომაზე და ადრეულ გაზაფხულზე, უნდა ატარონ პალტოები მუხლამდე და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაიცვან გრძელი სტილი.
imageგანიერი ქამარი – არა! წვრილი ქამარი – დიახ!

image
წვრილი ქამარი წელს გამოყოფს და სიმაღლეს ზრდის, ხოლო განიერი ქამარი, პირიქით – უკუეფექტს იქვევს.
imageფეხსაცმელი შესაკრავით – არა! ფეხსაცმელი თასმის გარეშე – დიახ!

image
ყველაზე შესაფერისი ფეხსაცმელი – ე. წ. ნავია. სასურველია, რომ ის ხორცისფერი იყოს. ასეთი ფეხსაცმელი მხოლოდ ფეხებს კი არ აგრძელებს, არამედ ყველა სახის სამოსისთვის არის შესაფერისი. გარდა ამისა, არ არის სასურველი დიდი და მასიური ან თასმიანი ფეხსაცმელების შეძენა, ეს უკანასკნელი ფეხს «ჭრის» და ამოკლებს.
imageდიდი ჩანთა – არა! პატარა ჩანთა – დიახ!

image
მინიატურულმა გოგონებმა ისეთივე მინიატურული ჩანთებუ უნდა ატარონ, როგორების თვითონ არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჩანთა გადაფარავს და უცნაური შესახედავები იქნებიან.
image

ასევე უნდა დაივიწყონ:

I. საშუალო სიმაღლის ჩექმები


image
ფეხი რომ უფრო გრძელი გამოჩნდეს, ჩექმა უნდა იყოს დაბალი ან მაღალი – მუხლების მიდამოებში (ზევით ან ქვევით).

II. ტუნიკა

image
ტუნიკა მაღალი გოგონებისთვის არის შექმნილი.

III. ფეხსაცმელი მომრგვალებული ცხვირით


image
ფეხის დასაგრძელებლად, უმჯობესია, შედარებით წვეტიანი ფეხსაცმლის არჩევა.

IV. ფენა-ფენა სტილი


image
არ უნდა ჩაიცვან რამდენიმე დასახელების სამოსს ერთდროულად. ეს საუკეთესო გადაწყვეტილება არ არის დაბალი გოგონებისთვის.

V. კაბა-მაისური


image
არც ეს არის კარგი ვარიანტი მინიატურული აღნაგობის გოგონებისთვის.

VI. კვადრატული ტოპები


image
ასეთი ტოპი, დაბალ გოგონას კვადრატულად აქცევს.

VII. აბრეშუმის განიერი შარვლები


image
მათ უფრო მუხდებათ შარვლები სქელი ქსოვილებისგან.

VIII. გრძელი ქვედაბოლო

image
ეს ყველაზე ცუდი ვარიანტია, ყველა ვარიანტს შორის. დაბალი გოგონა, გრძელ კაბაში, ზარს ემსგავსება.

IX. ჰორიზონტალური ზოლები


image
გამოიყენეთ სამოსი ვერტიკალური პრინტები, რომელიც ამაღლებს. ხოლო სიგანის ზოლები, პირიქით – ადაბლებს.

X. კაბა არათანაბარი სიგრძით


image
წინ აწეული და უკან დაწეული კაბა, ასევე შეუფერებელია დაბალი გოგონებისთვის. საუკეთესო ვარიანტია მოკლე კაბა.

XI. კომბინიზონი პრინტით


image
ასეთი კომბინიზონი ადაბლებს, უმჯობესია ერთტონიანი კომბინიზონის შერჩევა.

XI. ტომარისებური ჯინსები


image
ის ვიზუალურად ამძიმებს გარეგნობას და დაბალი იმაზე უფრო დაბალი ჩანს, ვიდრე სინამდვილეში არის.
image


სანტიმეტრები მთავარი არ არის და არც ასაკსა აქვს დიდი მნიშვნელობა. თუ ქალბატონს უნდა, რომ კარგად გამოიყურებოდეს და იმაზე მაღალი გამოჩნდეს, ვიდრე რეალურად არის, ქვემოთ მოცემული რჩევები უნდა გაითვალისწოს:

image

უპირველეს ყოვლისა, თუ საუბარი კაბაზე არის, ის უნდა იყოს სწორი, ტანზე კარგად მომდგარი ან А სტილის – კაბები ამაღლებული წელით, ხოლო ქვედაბოლოები ჭრილით. უპირატესობა უნდა მიანიჭონ ერთტონიან სამოსს, რომლის გაფორმება სხვადასხვა სახის აქსესუარებით შეიძლება.


image

image

მინიატურულ ქალბატონებს ძალიან უხდებთ სამოსი ვერტიკალური ხაზებით — ეს შეიძლება იყოს პრინტი, დეკორატიული ელემენტები, ვერტიკალური პლისები, ღილები, კონტრასტულად გამოყოფილი ელვა შესაკრავი და სხვა.


image

image

მათ უნდა აირჩიონ დეკოლტეს ღია ზონა V-სტილით, რომელიც სხეულის ზედა ნაწილს აგრძელება, ხოლო ოთხკუთხედ და წრიულ დეკოლტეებზე, უარი თქვან. ასევე, არ უნდა შეიკრან პერანგი ბოლო ღილამდე.


image

image

არ არის რეკომენდირებული ჰორიზონტალური უზორები, უჯრედების სტილის ნახატები, დიდი ზომის პრინტები, ფერების კონტრასტი, რომლიც ოპტიკურ ზონებად ყოფს სხეულს. ღია ფერის ზედა და მუქი ფერის ქვედაბოლო, ასევე ცუდი არჩევანია — ასე ჩაცმულები ქალბატონები, უფრო დაბლებად გამოიყურებიან, ვიდრე სინამდვილეში არიან.


image

image

წელის არის გამოყოფის სურვილის შემთხვევაში, უნდა შეარჩიონ სამოსი მკაცრი სილუეტით და მაღალი წელით. განიერი ქამრები და მასიური შარფები, სხეულს ამოკლებს. რეკომენდირებულია მოკლე პიჯაკები და კარდიგანები, ხოლო ჟილეტი –შედარებით გრძელი უნდა იყოს.


image

image

მინიატურული ქალბატონები, წითელ ხალიჩაზე წარდგენის დროს, ხშირად იყენებენ ქალთევზას მიმზიდველ სილუეტს: ტანზე მომდგარი სამოსი კარგად გამოყოფს თეძოებს, ხოლო კაბის ქვედა ნაწილი, შლეიფის სტილში – აგრძელებს სხეულს.


image

image

გამხდარი გოგონები იდეალურად გამოიყურებიან თავისუფალი სტილის ქვედაბოლოებში. ხოლო შედარებით ფერ-ხორციანებს, უხდებათ კლასიკური –ქვედაბოლო-ფანქარი, რომელიც ქვედა ნაწილში შევიწროვებული არის.


image

image

სიმაღლის ოპტიკური ზრდის საქმეში, კარგ ეფექტს იძლევა მჭიდროდ მომდგარი ჯინსის შარვალი და ქვედაბოლო, რომლებიც ფეხებს აგრძელებს. ხოლო ბრიჯებზე უარი უნდა თქვან, რადგან ის, პირიქით – ფეხებს ამოკლებს.


image

image

პალტო კარგად გამოკვეთილი მხრებით უნდა იყოს და მისი სიგრძე არ უნდა ჩამოდიოდეს მუხლებს ქვევით.


image

image

მინიატურული ქალბატონების ჩაცმის სტილის მთავარი დეტალი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არის. ფეხსაცმლის არჩევის დროს, უპირატესობა უნდა მიანიჭინ ნავის სტილის ფეხსაცმელს. კარგია, თუ ის მუქი ან ბეჟი ფერის იქნება. არ არის რეკომენდირებული ფეხსაცმლის ტარება ჯვარედინი თასმებით. მაგრამ, თუ მაინც ვერ შეელევიან თასმებიან ფეხსაცმელს, მაშინ ისეთი მოდელი უნდა შეარჩიონ, რომელიც კოჭებს არ დამალავს.


image


imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

15 ოქროს წესი, 40 წლის შემდეგ, სამოსის შერჩევასთან დაკავშირებით

სამოსის სტილი. კლასიფიკაცია ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
სამკაულის და სხვა აქსესუარების ტარების 10 წესი

ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ: 2017 წლის 7 ტრენდი

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი კომფორტული რომ იყოს – 5 მარტივი გზა

ფეხსაცმლის შერჩევა, კაბის სიგრძის მიხედვით

სხეულის ნაკლის დამალვა ტანსაცმლით. რა უნდა ჩავიცვათ, რომ ყოველთვის კარგად გამოვიყურებოდეთ

ვირჩევთ მოდურ ჯინსებს ზაფხულის სეზონისთვის

0
3702
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
Mediator image
3702
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0