x
image
თეონა გორდეზიანი
გიორგი სააკაძე. ეს საინტერესოა 10:
image


გიორგი სააკაძის აღზევების უმთავრესი მოვლენა მეფე ლუარსაბ II-სთან მისი დის ქორწინებას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ სწორედ ლუარსაბი გამოუტანს სასიკვდილო განაჩენს დიდ მოურავს.


ამ ფონზე ბუნებრივია ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი ეპიზოდები იქარგება...


სააკაძე ამბიციური პიროვნება იყო. სურდა ქართულ საზოგადოებაში არსებული ფონი თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა, ამისთვის კი სამეფო


ოჯახთან ნათესაობა იყო საჭირო. მისი ფიქრით ახალგაზრდა მეფისთვის თავგზის არევა მარტივი იქნებოდა, მეფის რომელიც ამ დროს 20- 21 წლის ჭაბუკი იყო... მეფესთან დაახლოების მიზნით გიორგიმ თავის მამულში ლხინი მოაწყო და მეფე ლუარსაბიც მიიპატიჟა. მთავარი საქმე კი მის დამს უნდა გაეკეთებინა, რომელიც მეფის სუფრას ემსახურებოდა. მის სილამაზეს მართლაც გულგრილად ვერ შეხვდა ახალგაზრდა მეფე. იქ ჩაუვარდა გულში და არ მოერიდა ემოციების სახალხოდ გამოხატვასაც. ეს ყველაფერი სააკაძის სცენარით იყო გათვლილი, სცენარის მეორე ნაწილი სხვანაირად უნდა განვითარებულიყო...

დიდ მოურავს თავი შეურაწყოფილად უნდა წარმოეჩინა, ამის შემდეგ კი საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. ეს ყველაფერი "დიდმოურავიანშია" აღწერილი, გიორგი ნათესავის, იოსებ სააკაძის, იგივე ტფილელის პოემაში. ამავე ეპიზოდზე სომეხი ისტორიკოსის არაქელ დავრიჟეცის ცნობაც საყურადღებოა.


შეიძლება ითქვას, სააკაძე თამაშობს, ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს - ერთი მხრივ ის ემუქრება ლუარსაბს თუ ის მის დას ცოლად არ მოიყვანს - მოკლავს, მეორე მხრივ დედოფალს,

ლუარსაბის დედას მარიამს უცხადებს:


"თქვენი შვილი ჩემს დასა მთხოვს, მე არ ვაძლევ ჩემის ნებით, არა ვღირვარ, დაუშალე, გამორჩევის კარგი მცნებით." ეს ფრაგმენტია " დიდმორავიანიდან". კარგად იგრძნობა, რომ რასაც გიორგი დედოფალს ეუბნება, მისი ოფიციალური პოზიციაა, რომლითაც თითქოს ანგარიშს უწევს დედოფალს, რამდენადაც მარიამს ლუარსაბისთვის დადიანის ასული ჰყავს შერჩეული საცოლედ. სინამდვილეში კი სააკაძე სხვაგვარად ფიქრობს. იგი მოკვლით ემუქრება ლუარსაბს თუ მის დაზე არ დაქორწინდება.

ამ ორსახოვნობას ადასტურებს ის ფაქტი, რომ დედოფალთან მიმართვისას სააკაძე არ თვლის სამეფო ოჯახთან დანათესავების ღირსად. თუმცა ეს მოკრძალება სადღაც ქრება, მაშინ როცა იმერთა მეფე გიორგის სთავაზობს გარიგებას. უფლისწულმა ცოლად შეირთოს სააკაძის ერთ-ერთი ასული. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქორწინება არ შედგა, ფაქტია სააკაძეს აღარ აქვს ის მოკრძალება სამეფო კარისადმი, რაც ლუარსაბის დედის მარიამის მიმართვაში გვხვდება. საბოლოოდ ყველაფერი ისე სრულდება, როგორც მოურავმა დაგეგმა. მიზანი, რომელიც საბოლოოდ ტრაგიკული აღმოჩნდება ორივე მხარისთვის.


სააკაძის შემდეგი მიზანი ირანის შაჰთან დაახლოება იყო... ეს ის პერიოდია, შაჰის კარზე უამრავი ქართველი რომ იყრიდა თავს.


ლუარსაბი შაჰისთვის მიუღებელია, ის არ ეპუება ირანის მბრძანებელს, ქრისტიანობასაც პედანტურად იცავს და ქვეყნის ინტერესებსაც ერთგულობს.


ამ დროს ისპაჰანშია გიორგი სააკაძის ძმა, რამდენიმე ნათესავი და რამდენიმე ბატონიშვილი, რომელთაც როგორც უკანონოდ შობილთ არანაირი შანსი არ აქვთ ქართლის სამეფო კარზე აღზევებისა. მაგრამ ეს წესი უნდა დაირღვას, სწორედ ეს უკანონოდ შობილი ბაგრატიონები უნდა აღზევდნენ ტახტზე ლუარსაბის ჩამოგდების შემდეგ. ერთი სიტყვით ირანის სამეფო კარი ქართლის სამეფო კარს დიდ მზაკვრობას უმზადებდა.


ეს ახალი გამოწვევა იყო სააკაძისთვის. ის თავისი ძმის მეშვეობით ამყარებს კავშირს შაჰ-აბასთან. თუმცა მათი გეგმა მალე გამომჟღავნდა. ბერუკა ჯავახიშვილმა ამხილა დიდი მოურავი ლუარსაბ მეფესთან. ბერუკა მასთად დაახლებული პირია, ლუარსაბი მას ოჯახის წევრად მოიხსენიებს და ბუნებრივია ასეთ რანგში მყოფ ჯავახიშვილს არ გამოეპარებოდა დიდი მოურავის კავშირები ირანის შაჰთან. ლუარსაბმა იცის სააკაძეს უამრავი მომხრე ჰყავს, განაჩენის გამოტანას მყისიერად ცდილობს. დიდ მოურავს წავკისში იბარებენ, სწორედ აქაა დაგეგმილი მისი დასჯა. მაგრამ სააკაძე ახერხებს ხიფათისგან თავის დახსნას.


ამის შემდე იღებს გადაწყვეტილებას, გახსნილი თამაში დაიწყოს. ოჯახი დასავლეთ საქართველოში გადაჰყავს და უნდოდა აეხსნა უდანაშაულობა მეფისთვის, არამედ აშკარა ბრძოლა გამოუცხადეს.


რაც შეეხება თავად გიორგი სააკაძისთვის გამოტანილ სასჯელს, ფეოდალურ სამყაროში ისეთი მკაცრი განაჩენი, როგორიც იყო სიკვდილით დასჯა და მამულის ჩამორთმევა, მხოლოდ სახელმწიფო ღალატისღვის იყო განსაზღვრული.


ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა რომ ლუარსაბ მეფე სწორედ ამ ფორმატში მოიაზრებდა სააკაძის საქციელს. ბუნებრივია ამის შემდეგ სააკაძის დასაც შორდება და სრულად ემიჯნება დიდ მოურავს, ეს 1620 წლის მისია... გიორგი ირანის გზას დასდგომია, იქ კი სულ სხვა ასპარეზი ელის. შაჰმა უკვე იცის რა მოხდა წავკისში, მასაც სურს სააკაძესთან შეხვედრა, მაგრამ არ ენდობა. არც სააკაძეა უგონო კარგად ხვდება მის ფიქრებს და ერთგულების დამტკიცების მიზნით იღებს გადაწყვეტილებას მიიღოს ისლამური რჯულო, რასაც შაჰი არც სთხოვს.


ეს ნაბიჯი კიდევ ერთი ნიშანია სააკაძის მხრიდან ორსახოვანი მდგომარეობის გამოხატვისა. ვერ გააკვირვა შაჰი ამისმა გამაჰმადიანებამ. ამ ფაქტით უფრო მეტად გაღვივდა აბასისა და სააკახის იდუმალი მეტოქეობა.



2
857
2-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
857
  
2017, 17 მაისი, 11:32
იმედი მაქვს, ასეთი კარგი სტატიები კიდევ იქნება!
0 1 2