x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134475
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
განსხვავება ნამდვილ და ყალბ მეგობარს შორის
image


ნამდვილი მეგობრის ნიშნები:

• მათ არასდროს ავიწყდებათ შენი დაბადების დღე, ყოველთვის დარწმუნებულები არიან რომ გნახავენ, ნებისმიერი გეგმის მიუხედავად;


• შენთვის არაფერი ენანებათ, უანგაროდ გეხმარებიან;

• ერთად ტირილამდე შეგიძლიათ იცინოთ;

• შეგიძლიათ ერთად სიჩუმეში ისხდეთ და თავი მაინც კომფორტულად იგრძნოთ;

• მაშინაც, თუ ერთმანეთს თვეში ერთხელ ნახულობთ, ერთად ყოფნისას გეგონებათ ერთმანეთი არასდროს გინახავთ;

• გულსატკენიც რომ იყოს, ისინი სიმართლეს მაინც გეტყვიან, რადგან უყვარხართ;

• ისინი იმ ნებისმიერსაც გეტყვიან, რაც ძალიან გაგახარებს;

• შენი არჩევანი რომც არ მოეწონოთ, გვერდში მაინც დაგიდგებიან;

• შენდამი მათი კომპლიმენტი ჭეშმარიტი და გულიდან გამომავალია;

• შენი არ ყოფნისას, ზურგს უკან არაფერს იტყვიან, არ გაგჭორავენ;

• მათ იციან რა გაბედნიერებს, შენი საყვარელი ფილმი; რა გსიამოვნებს, შენი კაბის ზომა, სასურველი ფერები.

• ისინი მოუსმენენ შენს კვნესას, ტრაბახს თუ წყენას, ტირილის ნებასაც მოგცემენ საჭიროების შემთხვევაში;

• ფართოდ არ ავრცელებენ შენს უარყოფით თვისებებს;

• როცა რჩევა გჭირდება, გაგებით და გრძნობით ეკიდებიან, არიან გულწრფელები;

• ძნელი წარმოსადგენია შენთვის მათ გარეშე ცხოვრება.


image

გტფ


ყალბი მეგობრის ნიშნები:

• მათთან არასდროს გიგრძვნია თავი იმდენად კომფორტულად, რომ საიდუმლო გეთქვა;

• მათ არ უზიარებ ოჯახის ნებისმიერ დეტალს, არც მათ უკითხავთ შენს ოჯახზე;

• ჩვეულებრივ, მათთან დროს ატარებ ჯგუფურ გარემოში, არასდროს ხვდები ერთი ერთზე;

• მათ არასდროს უნახავთ შენი ნამდვილი სახე, მხოლოდ შენს ფასადს ხედავენ, როცა ჯგუფის ნაწილი ხარ;

• ავიწყდებათ შენი დაბადების დღე და სხვა მნიშვნელოვანი თარიღები;

• შთაბეჭდილება გრჩება, რომ ისინი მხოლოდ მაშინ გირეკავენ, როცა ყოველი სხვა მიუწვდომელია;

• იცინი და ერთობი, მაგრამ თავს საკმარისად კარგად არ გრძნობ (მუცლის ტკივილამდე არ იცინი);

• არასდროს გინახავთ ერთმანეთის ტირილი;

• მათ გარშემო ყოფნისას გიჭირს იყო ის, ვინც ხარ;

• თქვენს შორის რამე სიჩუმე უხერხულობას ქმნის და საჭიროდ მიიჩნევ საუბრის წამოწყებას;

• თუ ერთმანეთს რამდენი თვით აღარ შეხვდებით, საერთოდ დაგავიწყდება მათი არსებობა;

• გრძნობ, რომ კავშირი ცალმხრივია, ძალისხმევას არ იშურებ;

• საჯაროდ საუბრობენ შენს 'დაუნდობლობაზე', უხერხულობაში გაგდებენ;

• თავს მოუწოდებ, რომ მათთან სიმშვიდე შეინარჩუნო და დავა არ დაიწყო;

• შენთვის იოლია წარმოიდგინო ცხოვრება მათ გარეშე.

0
179
3-ს მოსწონს
ავტორი:- ლანა -
- ლანა -
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0