x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მთვარის 11 საიდუმლო
image

imageმთვარე — კოსმოსურ სივრცეში, ჩვენი ყველაზე ახლო თანამგზავრია და ერთადერთი ციური სხეულია, რომელზეც ადამიანს ფეხის დადგმა შუძლია. მიუხედავად იმისა, რომ მთვარე შორიდან ძალიან უბრალოდ მოჩანს, მას უამრავი საიდუმლო აქვს!


1. მთვარისძვრა
imageმთვარე, გეოლოგიურად, დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა, თუმცა ქერქის მოძრაობა იქაც შეინიშნება. რასაც, მიწისძვრის მსგავსად, მთვარისძვრას ეძახიან. ჩვეულებრივ, ის რიხტერის სკალით, 5, 5 ბალს არ აღემატება და ასეთი მოვლენები არც მთვარისთვის არის სახიფათო და არც ჩვენთვის.

ყველაზე შემაშინებელი და შემაშფოთებელი მთვარისძვრებში კი ის არის, რომ ჩვენ არანაირი წარმოდგენა არა გვაქვს იმაზე, თუ რა შეიძლება მას იწვევდეს. მიწისძვრებს დედამიწაზე, როგორც წესი, ტექტონიკური ფილების გადაადგილება იწვევს, მთვარეზე კი, ასეთი ფილები, უბრალოდ, არ არის.


2. ორმაგი პალანეტა


უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მთვარე დედამიწის თანამგზავრია. ბევრი კი თვლის, რომ მთვარეს პლანეტის სტატუსი უნდა ჰქონდეს, რადგან ის, თანამგზავრის ზომის კვალობაზე, საკმაოდ დიდია — მისი დიამეტრი დედამიწის დიამეტრის მეოთხედის ტოლია. ასე, რომ, თუ მხედველობაში ამ თანაფარდობას მივიღებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთვარე, მზის სისტემაში, ყველაზე დიდი თანამგზავრია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პლუტონსაც ჰყავს თანამგზავრი ქარონი, რომლის დიამეტრი მისი დიამეტრის ნახევარია, მაგრამ პლუტონი დღეს პლანეტად აღარ ითვლება.

დიდი ზომის გამო, მთვარე სინამდვილეში, დედამიწის მიმდებარე ორბიტაზე არ იმყოფება: დედამიწა და მთვარე ერთმანეთის და სიმძიმის ცენტრის გარშემო ბრუნავენ. ხოლო, ილუზია, რომ თითქოს მთვარე დედამიწის ორბიტაზე იმყოფება, იმის გამო იქმნება, რომ ეს ცენტრი დედამიწის შიგნით არის მოთავსებული (როდესაც კოსმოსურ სივრცეში ნაკლებად მასიური სხეული, უფრო მასიური სხეულის ირგვლივ ბრუნავს, სიმძიმის ცენტრის ირგვლივ იდეალური ტრაექტორიები არასდროს იქმნება. სინამდვილეში, მხოლოდ ერთი მათგანი კი არა, გრავიტაციის გავლენით, ორივე მოძრაობს, ხოლო ცენტრის, ორივე ციური სხეულის მასის ცენტრი წარმოადგენს. თუ მასებს შორის სხვაობა ძალიან დიდია — როგორც, მაგალითად, ჩვენს პლანეტას და მზეს შორის, — მასების ცენტრი, უფრო მასიური სხეულის შიგნით მდებარეობს. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ ორივე სხეულის მასა დიდია, მაშინ მასების, ანუ მოძრაობის ცენტრი, შეიძლება, სხეულის გარეთ, ღია სივრცეშ იყოს. რედ.). სწორედ ეს ფაქტი არ იძლევა დედამიწის და მთვარის ორმაგ პლანეტად გამოცხადების საშუალებას.


3. მთვარის ნაგავი

imageყველასთვის ცნობილია, რომ ადამიანი მთვარეზე იყო, მაგრამ უმრავლესობამ არ იცის, რომ თანამგზავრს ნაგავსაყრელად გამოყენება ხდება. ასტრონავტებმა მთვარეზე, მასზე ვიზიტის შემდეგ, დიდი რაოდენობით ნაგავი დატოვეს. ითვლება, რომ იქ, დაახლოებით, 181 437 კგ–მდე ხელოვნური მასალა არის თავმოყრილი.
რა თქმა უნდა, ამაში მხოლოდ ასტრონავტები არ არიან დამნაშავენი — ამ ნაგვის უდიდესი ნაწილი მთვარეზე სხვადასხვა ექსპერიმენტის, კოსმოსური ზონდების და გაშვებული მთვარმავლების შემდეგ დარჩა.


4. მთვარის სასაფლაო

imageცნობილი ასტრონომი და გეოლოგი იუჟენ «ჯინ» შუმაკერი (Carolyn Jean Spellmann Shoemaker), რომელიც თავის წრეში ნამდვილი ლეგენდად ითვლებოდა (მან მთვარის კვლევის მეთოდი შეიმუშავა, რომელიც «აპოლონის» ასტრონავტებმა გამოიყენეს), ყოველთვის ასტრონავტობაზე ოცნებობდა, მაგრამ ჯანმრთელობის უმნიშვნელო პრობლემის გამო, ოცნების ასრულება ვერ შეძლო.
როდესაც ის გარდაიცვალა, ნასამ სურვილი შეუსრულა და 1998 წელს, «Lunar Prospector»–ს სადგურიდან, მისი ფერფლი მთვარეზე გაგზავნა.



5. მთვარის ანომალიები


თანამგზავრების გადაღებულ მთვარის ზოგიერთ სურათზე, მის ზედაპირზე უცნაური ობიექტები იკითხება და ჩნდება აზრი, რომ მთვარეზე ხელოვნური კონსტრუქციები არის, რომლის ზომები რამდენიმე მეტრიდან – 1, 5 კმ–იან «ობელისკებამდე» მერყეობს.
პარანორმალური მოვლენების მოყვარულებმა, ამ ობიექტებს შორის, სასახლეებიც კი «იპოვეს», რაც ადრე მთვარეზე, მაღალგანვითარებული ცივილიზაციის არსებობაზე მიუთითებს.
ნასა ამ უცნაურ თეორიას არც უარყოფს და არც ადასტურებს.


6. მთვარის მტვერი


imageimageერთ–ერთი ყველაზე საოცარი და ამავდროულად, ყველაზე სახიფათო ნივთიერება მთვარეზე — მთვარის მტვერი არის. როგორც ცნობილია, ქვიშა დედამიწაზე ყველგან აღწევს, მაგრამ მთვარის მტვერი მეტად სახიფათო სუბსტანციაა: ის ფქვილს ჰგავს, მაგრამ ამავდროულად, ძალიან უხეშია. საკუთარი ტექსტურის და მთვარეზე დაბალი გრავიტაციის წყალობით, ის შეუფერხებლად აღწევს ყველგან და ყველაფერში და შეუძლია როგორც სკაფანდრის, ისე ხომალდზე არსებული ტექნიკის მწყობრიდან გამოყვანა. და კიდევ, მას დამწვარი დენთის სუნი აქვს.


7. სირთულე დაბალი გრავიტაციის გამო

imageმიუხედავად იმისა, რომ მთვარის გრავიტაცია, დედამიწის გრავიტაციის ერთი მეექვსედია, მის ზედაპირზე გადაადგილება, ნამდვილი გმირობის ტოლფასია. როგორც ასტრონავტები ამბობენ, მასზე დასახლების შექმნა მეტად რთული იქნება, რადგან ადამიანის ფეხი მთვარის მტვერში თითქმის 15 სმ–ზე ეფლობა.
დაბალი მიზიდულობის ძალის არსებობის მიუხედავად, ადამიანის ინერცია მთვარეზე მაღალია, ამიტომ სწრაფად მოძრაობა და მიმართულების შეცვლა იქ ძალიან რთულია.


8. მთვარის წარმოქმნა

image

არსებობს რამდენიმე ჰიპოთეზა, რომელიც მის არსებობას ხსნის, თუმცა მათ შორის ძირითადი, მხოლოდ სამია:

პირველი თეორიის მიხედვით — დედამიწა და მთვარე, მზის სისტემის პლანეტების ფორმირების ადრეულ სტადიაზე, ერთიანი აირ-მტვრიანი ღრუბლისგან, ერთდროულად შეიქმნა.

მეორე თეორიის მიხედვით, დედამიწამ მთვარე საკუთარი გრავიტაციული ველის საშუალებით მიიტაცა, როდესაც ეს უკანასკნელი გალაქტიკაში გადაადგილდებოდა.

რაც შეეხება მესამე თეორიას — ის დედამიწის თანამგზავრის არსებობას, უდიდესი კოსმოსური კატასტროფით ხსნის, რა დროსაც, ჩვენი პლანეტა სხვა ციურ სხეულს შეეჯახა და ამის შედეგად წარმოქმნილი ნამსხვრევებისგან, მოხდა როგორც დედამიწის, ისე მთვარის საბოლოო ფორმირება.

სხვადასხვა კვლევის შედეგი მოწმობს, რომ ყველაზე ახლოს სიმართლესთან, სწორედ კოსმოსური კატასტროფის ჰიპოთეზა არის. ყოველ შემთხვევაში, ფაქტების უმრავლესობა სწორედ ამაზე მიუთითებს. გარდა ამისა, პლანეტის ტექტონიკური ფილების ანალიზის შემდეგ, გეოლოგები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მთვარე, შორეულ წარსულში, დედამიწის ნაწილი უნდა ყოფილიყო. გაგრძელება >>>


9. მთვარე და ძილი

imageიმის უარყოფა, რომ დედამიწა და მთვარე ერთმანეთზე ურთიერთმოქმედებენ, შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, მთვარის მოქმედება ადამიანებზე, მუდმივი დისკუსიის წყაროდ იქცა. ბევრი თვლის, რომ სავსე მთვარე ადამიანების უცნაური ქცევის მიზეზი შეიძლება იყოს. მაგრამ, მეცნიერებას არ შეუძლია დამაჯერებელი მტკიცებულებების წარმოდგენა ამ თეორიის სასარგებლოდ ან მის საპირისპიროდ. სამაგიეროდ, ის ეთანხმება იმ აზრს, რომ მთვარეს ადამიანის ძილის ციკლის დარღვევა შეუძლია.
ბაზელის უნივერსიტეტში (Universität Basel, შვეიცარია) ჩატარებული ექსპერიმენტის მიხედვით, მთვარის ფაზები ადამიანის ძილის ციკლზე მკაცრად განსაზღვრული სახით მოქმედებს. მაგ., კოშმარული სიზმრები, უფრო ხშირად, სავსე მთვარეს უკავშირდება.


10. მთვარის ჩრდილიimageროდესაც ნილ არმსტრონგმა და ბაზ ოლდრინმა მთვარეზე დაადგეს ფეხი, საოცარი აღმოჩენა გააკეთეს: ატმოსფეროს არ არსებობის გამო, საგნების ჩრდილი მის ზედაპირზე უფრო მუქი აღმოჩნდა, ვიდრე დედამიწაზეა. მთვარის ჩრდილები — აბსოლუტურად შავია. ხოლო, როდესაც ასტრონავტები ჩრდილზე დადიოდნენ, მზის შუქის მიუხედავად, საკუთარ ფეხებს ვერ ხედავდნენ.
რა თქმა უნდა, ასტრონავტებმა ამასთან შეგუება შეძლეს, მაგრამ ასეთი კონტრასტი მთვარის ზედაპირის ბნელ და ნათელ ნაწილებს შორის, მაინც პრობლემად რჩებოდა. მაგ., მათ აღმოაჩინეს, რომ არ შეეძლოთ სამუშაოების ჩატარება ხომალდის მომსახურებასთან დაკავშირებით, იმის დანახვა შეუძლებელი იყო, რასაც ხელით აკეთებდნენ.


11. მთვარის მაგნიტიზმი

imageმთვარის ყველაზე საინტერესო საიდუმლო კი ის არის, რომ მას არ გააჩნია მაგნიტური ველი. ხოლო ქვებს, რომელიც ასტრონავტებმა მთვარიდან ჩამოიტანეს, მაგნიტის თვისებები აქვს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ოდესღაც, მთვარეს მაგნიტური ველი უნდა ჰქონოდა, მაგრამ ვერ დაადგინეს, თუ რატომ გაქრა.

imageimage

imageimageimageimageimage






0
1555
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1555
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0