x
მეტი
  • 23.11.2017
  • სტატია:71221
  • ვიდეო:324285
  • სურათი:426315
"არ ანდოთ თქვენი შვილები "ყურადღებიან" აღმზრდელებს!!!"-რა აღმაშფოთებელ ისტორიას ავრცელებს სოციალურ ქსელში დედა ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან დაკავშირებით

image
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი თაკო სხვიტარიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ მისი 3 წლის გოგონა საბავშვო ბაღიდან გაიქცა და რომ არა ორი ღვთისნიერი ქალბატონი, რომლებმაც ატირებული ბავშვი ბაღში დააბრუნეს, რა შეემთხვეოდა მის შვილს ძნელი წარმოსადგენია. დედა მოუწოდებს ყველას, რომ არ ანდონ საკუთარი შვილები ასეთ აღმზრდელებს:

"დღეს საერთოდ არ მეგონა თუ შევძლებდი წერას...
მხოლოდ ახლა შევძელი fb -ზე შემოსვლა. ემოციურად განადგურებული და დაღლილი ვარ. მხოლოდ სოციალური პასუხუსმგებლობა და მოქალაქეობრივი ვალი მიბიძგებს დავწერო ყოველივე.
დაახლოებით 2 კვირის წინ, მივიყვანე ჩემი 3 წლის ნინუნა კერძო "კარგ" ბაღში, სახლთან ძალიან ახლოს.

შევთანხმდით, რომ ეს ერთი თვე ნახევარი დღით, სადილამდე ივლიდა, იმ გათვლით, რომ შეეჩვეოდა გარემოს, ბავშვებს და სექტემბრიდან სრული დატვირთვით მივიყვანდით. დღეს დილითაც მივიყვანეთ ჩვეული კუნტრუშით, პეპას ზურგჩანთა მოკიდებული ჩემი კნოპკა გოგო. ნინუნა ტიროდა თურმე(ისე როგორც ყველა ტირის თავიდან).
დაახლოებით 2 სთ-ზე, ბავშვმა ბაღი თვითნებურად დატოვა, გამოვიდა ყაზბეგის გამზირზე, გადაჭრა ქუჩა და dunkin donuts-თან აღმოჩნდა. ატირებული და დაბნეული ბავშვი ორმა ღვთისნიერმა ქალბატონმა შეამჩნია, ხელი მოკიდა და ბაღში დააბრუნა. სახლში დარეკეს ბაღიდან, რომ ნინუცა ტიროდა და ჩემებიც 5 წუთში ადგილზე გაჩნდნენ. ამ საშინელ ამბავს ვერაფრით ვერ გავიგებდით, რომ არა ის 2 ქალბატონი, რომლებიც ბაღის კართან იდგნენ და ბავშვის პატრონს ელოდნენ. დაბნეულობისგან მათი ვინაობა და კოორდინატები ვერ იკითხეს ჩემებმა. ნინოს შუბლზე აქვს სილურჯე, რომელიც დილით არ ჰქონდა. არ ვიცი წაიქცა თუ დაეჯახა რამეს.
მადლობა უფალს ამ სასწაულისთვის, ყველა მძღოლს, რომლებმაც დარწმუნებული ვარ საოცარი მანევრები აკეთეს საშინელების თავიდან ასაცილებლად. ნინოს სიმაღლიდან გამომდინარე ის მანქანიდან არც ჩანს კარგად, საუბარი მაქვს ყაზბეგის გაზირზე, დღის 2 სთ-ზე, როგორი მოძრაობაა ყველამ იცით. უღრმესი მადლბა იმ ორ ქალბატონს, რომლებმაც შვილის სიცოცხლე მაჩუქეს. რომ არა ისინი არ ვიცი დაბნეული ბავშვი თამარაშვილის თუ დელისის მიმართულებით გაიქცეოდა. მოგმართავთ ყველას, თუ ვინმემ დაინახეთ ან იცით რაიმე მომხდარის შესახებ მომწერეთ. არ ანდოთ თქვენი შვილები ამ "ყურადღებიან" აღმზრდელებს!!! შურისძიება არ მალაპარაკებს, თავს ვთვლი ვალდებულად თქვენი და თქვენი შვილების წინაშე!
თამარ სხვიტარიძე.
15.05.2017"image

0
130
4-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0