x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ჩრდ. კორეა. ქვეყანა, რომლიდანაც ხალხი გარბის

image


დღეს რაღაცით გამორჩეულ და უჩვეულო ქვეყნებს შორის, ერთ-ერთი არის კორეა, უფრო სწორედ, მისი ჩრდ. ნაწილი. კორეის ნახევარკუნძული ორ ნაწილად 1945 წელს, აშშ-მ და სსრკ-მ გაყვეს, როდესაც ეს ქვეყნები საომარ მოქმედებებს ახორციელებდნენ იაონიის წინააღმდეგ. ამ ეტაპზე, ნახევარკუნძულზე ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ქვეყანა არის. იმ დროს, როდესაც სამხ. კორეა ამერიკულ სამოთხეს ჰგავს, მისი «ჩრდ. ძმა» ნამდვილი კომუნისტური ქვეყნის განსახიერება არის.
ჩრდ. კორეის მოსახლეობა სრულ საინფორმაციო ვაკუუმში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ მთელმა მსოფლიომ ინტერნეტი კარგა ხნის წინ აითვისა და ყველა ქვეყნის მოქალაქეები, ყოველთვის, განვითარებული მოვლენების საქმის კურსში არიან, ხალხს, ჩრდ. კორეაში, წარმოდგენა არა აქვთ, თუ რა ხდება პლანეტაზე – ამ ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომა მხოლოდ 1000 ადამიანს აქვს, და ისიც, ადგილობრივი ელიტის წარმომადგენლებს. გარდა ამისა, ტელევიზიის ყველა უცხოელი არხი დაბლოკილია და ქვეყანაში დიქტატურა მძვინვარებს. ქუჩაში ხმამაღლა მოლაპარაკე მოწყობილებით შეიარაღებული სახელმწიფო მანქანები მოძრაობენ და ხალხს ინფორმაციას აწვდიან ნათელი კომუნისტური მომავლის შესახებ. მიმდინარეობს მასობრივი აგიტაცია ხელისუფლების და არმიის სასარგებლოდ. გარდა ამისა, ხალხს მოუწოდებენ, რომ ყველა სახის სახელმწიფო შეჯიბრებებში მიიღონ მონაწილეობა და აქტიურად იყვნენ ჩართულები სახელმწიფოს შენებაში. პრაქტიკულად, ქვეყნის ყველა მოქალაქე, ქვეყნის ლიდერის გამოსახულებიან ნიშანს ატარებს მკერდზე.


image


ქვეყანაში, საშუალო ხელფასი 40 აშშ დოლარს შეადგენს. შედარებისთვის, მეზობელ სამხ. კორეაში, მოსახლეზე საშუალო თვიური შემოსავალი, დაახლოებით, 3 000 დოლარი არის. შესაბამისად, ჩრდ. კორეელები საერთოდ არ მოგზაურობენ. გამონაკლისს მხოლოდ სტუდენტები წარმოადგენენ, რომლებმაც მოახერხეს და სასწავლებლად ჩინეთში ან III სამყაროს რომელიმე ქვეყანაში წავიდნენ სასწავლებლად.


image


ტურისტებისთვის ჩერდ. კორეა პრაქტიკულად დახურულია – ქვეყნის პოლიტიკისთვის სტუმართმოყვარეობა პრიორიტეტული არ არის. მიუხედავად ამისა, ზოგიერთები მაინც ახერხებენ მსოფლიოს ამ იზოლირებულ კუთხეში შეღწევას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, ქვეყნის შესახებ რამის გაგება, თითქმის, შეუძლებელია – თითოეულ ტურისტს თითო ექსკურსიამძღოლს ამაგრებენ, რომელიც ქვეყნის დათვალიერების გეგმას თავად ადგენს. ეს იმიტომ ხდება, რომ ვინმემ «ზედმეტი» არაფერი ნახოს.
ამ ქვეყნის ქალაქები ძალიან ჰგავს საბჭოთა პერიოდის ქალაქებს. იქ ისეთივე შენობები და ნაცრისფერი ქუჩებია, როგორიც საბჭოთა დროს ჩვენთან იყო და მათშI არაკეთილგანწყობილი ადამიანები დადიან, ჩამქრალი, უსიცოცხლო გამოხედვებით…

image
ყოველწლიურად ქვეყნიდან 2000 ადამიანი გარბის. დიქტატორული რეჟიმის დამყარების შემდეგ, ჩრდ. კორეიდან, უკვე ათასობ ადამიანმა გადალახა საზღვარი არალეგაკურად. ისინი ძირითადად, სამხ. კორაში და მეზობელ ჩინეთში გარბიან, რადგან ესმით, რომ სამშობლოში მომავალი არა აქვთ.

ასე ცხოვრობენ დღეს ჩრდ. კორეაში:

image

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

15 უჩვეულო რუკა – გაიცანით მსოფლიო ინფოგრაფიკით

გაიცანით მსოფლიო რუკებით

საინტერესო ფაქტები მსოფლიოს ქვეყნების შესახებ

ქვეყნებს შორის საზღვრების ყველაზე უჩვეულო მონაკვეთები

შენ სხეულს და სულს გვაძლევ ჩვენ: 10 ფაქტი იაპონიაში მუშაობის შესახებ

image

0
407
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
407
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0