x
image
alex999
Mediator image
ვარდკაჭაჭა - მცენარე, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს!

ვარდკაჭაჭა (Cichorium), ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აერთიანებს 8-10 სახეობას, რომლებიც ველურად იზრდება ყოფილ სსრკ-ის სამხრეთ და შუა ზოლში, თითქმის მთელ დასავლეთ ევროპაში, წინა აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში. შეტანილია ამერიკაში, სამხრეთ აფრიკაში, ავსტრალიაში.


საქართველოში ველურად გვხვდება ვარდკაჭაჭას მხოლოდ ერთი სახეობა - Cichorium intybus. მრავალწლოვანი მცენარეა. იზრდება მთის შუა სარტყლამდე ტყისპირებსა და ნათესებში. აქვს ცისფერი ან თეთრი ყვავილები, მთავარღერძიანი, გრძელი ფესვი, რომელიც კულტურის ფორმებში ძირხვენად არის სახეცვლილი.


image


ვარდკაჭაჭას სუნელადაც იყენებენ. კარგად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და რევმატიზმების წინააღმდეგ. ასევე გამოიყენება ღვიძლის დაავადებისას, სიყვითლისას, როგორც შარდმდენი საშუალება, ელენთის გადიდებისას და ნაღვლის ბუშტში ქვების დაგროვებისას, თირკმლების დაავადებისას. ვარდკაჭაჭა ითვლება კარგ სისხლგამწმენდ და ნივთიერებათა ცვლის გამაუმჯობესებელ საშუალებად.


image


ვარდკაჭაჭას ფოთლებში უხვი რაოდენობით B - ჯგუფის ვიტამინებია. სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელი ნერვული სისტემის აწყობილი მუშაობისთვის, ეხმარებიან ორგანიზმს გაუმკლავდეს სტრესს, ხსნიან გაღიზიანებას და ცუდ განწყობილებას. ამ ვიტამინების უკმარისობის დროს თქვენ უძლური ხართ ებრძოლოთ უძილობას და დეპრესიას. ვარდკაჭაჭას ფესვებში არის ნივთიერება, რომელსაც "ანტიბინს" უწოდებენ. ის ხსნის ტაქიკარდიას, აფართოებს სისხლძარღვებს, აწყნარებს ნერვულ სისტემას. ყველაზე მეტად ვარდკაჭაჭა გამოიყენება როგორც მწარე გემოს მისაღები აპეტიტის გამოწვევისა და კუჭ-ნაწლავების მოქმედების გაუმჯობესებისათვის, გასტრიტების და კოლიტების დროს.


image


აქვს თუ არა ვარდკაჭაჭას მცენარეს უარყოფითი თვისება?


როგორც ყველა მცენარეს, ასევე ვარდკაჭაჭასაც გააჩნია უარყოფითი თვისებები. გადამეტებული დოზით მიღება, არ არის სასარგებლო ჩვენი ორგანიზმისთვის. თუ ამ მცენარის ჩაის ან სალათს გადამეტებული რაოდენობით მიირთმევთ და შეგექმნებათ ელენთის პრობლემები, მაშინ ექიმის რეკომენდაციით, მიირთვით თაფლი და ძმარი, რომელიც მარტივად შეძლებს ამ პრობლემის აღმოფხვრას.


image






სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. მუშმალა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

2. საკვები პროდუქტები, რომელიც მაისში აუცილებლად უნდა მივირთვათ!

3. ვინ არის ცნობილი მოდელი, რომელიც ბუნების სილამაზეში ცხოვრობს!

4. გამოვლინდა 2017 წლის ყველაზე მიმზიდველი მამაკაცების ტოპ 100!

5. მსოფლიოს პირველი მობილური შენობა, რომელიც ფიზიკის კანონებს დაარღვევს! წარმოგიდგენთ analema -ს!

0
2163
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
2163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0