x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
აი,რა მოუვა თქვენს სხეულს,თუ ყოველდღე 4ცალ ნუშს შეჭამთ
image

გემრიელი და სასარგებლო ერთდროულად-სწორედ ასეთია ნუში, რომელიც უამრავ ვიტამინსა და ელემენტებს შეიცავს. თუ ყოველდღე 4ცალ ნუშს შეჭამთ, თქვენს სხეულში 10 დადებითი ცვლილება მოხდება:


დაიწევს ქოლესტერინის დონე

image


ნუში ერთერთია იმ 5 პროდუქტიდან, რომლებიც ეფექტურად ამცირებენ სისხლში “ცუდი" ქოლესტერინის დონეს.თუ ქოლესტერინის დონე ძალიანაა მომატებული, შეგიძლიათ ნუშის რაოდენობა გაზარდოთ. მაღალი ქოლესტერინი ხშირადაა გამოხატული შემდეგი სიმპტომებით: ნაადრევი ჭაღარა, ცხიმგროვები, თეთრი ფერისმჭამელები ქვედა ქუთუთოებზე და ტკივილი ფეხებში.


გაჯანსაღდება თმები

image

ნუში თმისთვის აუცილებელ თითქმის ყველა ვიტამინს და მინერალს შეიცავს.მაგნიუმი და თუთია ასტიმულირებენ თმის ზრდას, ტოკოფეროლი ამაგრებს ძირებს, ხოლო В ჯგუფის ვიტამინები მბზიბვარებას და სიმტკიცეს ანიჭებენ.


გულის დაავადებების პროფილაქტიკა

image

ანტიოქსიდანტები, ცხიმოვანი მჟავები, მაგნიუმი და სხვა აუცილებელი ნივთიერებები გულსისხლძარღვთა სისტემისთვის აუცილებელია.იშემიური და სხვა დაავადებების რისკი რომ მინიმუმამდე შემცირდეს, მიირთვით ნუში კანთან ერთად.


ნაოჭების თავიდან არიდება

image

ნუში საკმარისად შეიცავს მარგანეცს, რომელიც აუცილებელია კოლაგენის წარმოსაქმნელად. სწორედ ეს ცილა-კოლაგენი ანიჭებს სახის კანს ტონუსს და სიმკვრივეს.


აჯანსაღებს მიკროფლორას

image

ნუშის კანი პრებიოტიკებს შეიცავს, რომელიც აუცილებელია ნაწლავებში მობინადრე სასარგებლო ბაქტერიების ზრდისა და გამრავლებისთვის. დისბაქტერიოზის დროს შეგიძლიათ ნუშის რაოდენობა გაზარდოთ.


გახდომა

image

კვლევებით დადასტურებულია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ნუშს მიირთმევენ, ნაკლებ ნახშირწყლებს მოიხმარენ.გახდომას ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებაც, რაც ნუშში შემავალი ვიტამინების და უჯრედისების დამსახურებაა.


უმჯობესდება თავის ტვინის მუშაობა

image

ნუშის რეგულარულად მიღების შემდეგ, მასში შემავალი ტოკოფეროლისა და ცხიმოვანი მჟავების წყალობით, უმჯობესდება თავის ტვინის მუშაობა, მეხსიერება და მნიშვნელოვნად ნელდება ტვინის დაბერების პროცესი.


ახდენს კიბოს პროფილაქტიკას

image

ნუში შეიცავს გამა-ტოკოფეროლს, ვიტამინ E-ს ტიპს, რომელიც მძლავრი ანტიოქსიდანტია და ებრძვის კიბოს გამომწვევ თავისუფალ რადიკალებს და ოქსიდატიურ სტრესს.


ახდენს დიაბეტის პრევენციას და გვეხმარება სისხლში შაქრის დონის დარეგულირებაში

image

ცხიმოვანი მჟავები, რომელსაც ნუში შეიცავს, ხელს უშლიან სისხლში შაქრის სწრაფად მოხვედრას. გარდა ამისა, ნუშში შემავალი ელემენტები ებრძვიან სიმსუქნეს და ოქსიდატიურ სტრესს, რომლებიც დიაბეტის განვითარების რისკს ზრდიან.

კბილების და ძვლების სიჯანსაღე

image

ნუში შეიცავს ფოსფორს და მაგნიუმს, რომლებიც აუცილებელია ჯანსაღი და მტკიცე კბილებისა და ძვლებისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული ოსტეოპოროზი და კბილებთან დაკავშირებული პრობლემები








0
429
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
429
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0