x
image
melody_inside
სასამართლოს გადაწყვეტილებით ჰოლდინგი Johnson & Johnson 110 მილიონ დოლარს გადაუხდის კიბოთი დაავადებულ ამერიკელ ქალს
image

ქალი აცხადებს, რომ ონკოლოგიური დაავადება მას გაუჩნდა ამ კომპანიის ერთერთი პროდუქტის გამოყენების შემდეგ.


ჰოლდინგი Johnson & Johnson მას კომპენსაციის სახით 110 მილიონ დოლარს გადაუხდის.


ასეთი გადაწყვეტილება მიიღო შტატ მისურის ქალაქ სენტ-ლუისის ნაფიცმა მსაჯულებმა -იუწყება Reuters.


ქალი შტატ ვირჯინიიდან 40 წლის განმავლობაში ხმარობდა ტალკის ფხვნილს. 2012 წელს მას დაუსვეს დიაგნოზი -საკვერცხეების სიმსივნე, რომელსაც ახლახანს მეტასტაზები თირკმელზეც გადაუვიდა. ეხლა ამერიკელი ქალბატონი ქიმიოთერაპიის კურს აგრძელებს. ის აცხადებს, რომ ონკოლოგიური დაავადება მას გაუჩნდა Johnson & Johnson-ის პროდუქციის გამოყენების გამო.


კომპანიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მათი პროდუქცია სრულიად უსაფრთხოა.


მოპასუხემ განაცხადა, რომ ის თანაუგრძნობს ქალბატონს, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნება, გადმოსცემს „ახალი ამბების ფედერალური სააგენტო“.


ამერიკელ ქალბატონზე მიკუთვნილი თანხა, 110 მილიონი დორალი, რეკორდულია იმ კომპენსაციებს შორის, რომელიც ოდესმე გადაუხდია სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად Johnson & Johnson-ს.

2017 წლის თებერვალში იმავე სასამართლომ ჰოლდინგს 72 მილიონი დოლარის კომპენსაცია დააკისრა იმ ქალის ოჯახისთვის, რომელიც საკვერცხეების სიმსივნით გარდაიცვალა. სულ რაღაც რამოდენიმე თვეში მისურის სხვა სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი სხვა ონკოლოგიური ავადმყოფისა, დააკისრა რა
Johnson & Johnson-ს თანხა 55 მილიონი დოლარი.




იხილეთ ასევე:


1. დედამ ქინდერ სიურპრიზი გახსნა და მაშინვე პოლიცია გამოიძახა...


2. ხელოვნური ვიტამინები სასიკვდილოა! -აცხადებენ მეცნიერები.


3. რას მალავს ფრჩხილის ლაქი!?


4. მძღოლი მშობლების 95% ამ შეცდომას უშვებს! და ის ბავშვს მოკლავს 50 კმ/სთ-ში სიჩქარით მოძრაობისას!!

1
278
11-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
278
  
2017, 16 მაისი, 11:11
და ამდენი წელი ტალკს რისთვის იყენებდნენ? რას არ გაიგებ რა. მაგიტომაც არ ვიყენებ ასეთ ნაწარმს, ბუნებრივი ყველაფერი უსაფრთხოა.
0 1 1