x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სატანის მედალიონი
image



პირველი ნაწილი: 1 სატანის მედალიონი

მერე ნაწილი: 2 სატანის მედალიონი



წამოვედი და გზაში შემომაღამდა თან ვფიქრობდი ნეტავ რა დაინახა ჩემში ნათელმხილველმა, ამაზე ფიქრი მაშინებდა, ისევ მივაკითხავ და აუცილებლად გავარკვევ რა ხდება ამ ფიქრებში ვიყავი გართული და ამ დროს გზად ვიღაც უცნობი შევნიშნე გაჩერებას მთხოვდა, გავუჩერე მას შავები ეცვა და თავზე კაპიუშონი ჰქონდა გადმოხურული ისე რომ მის სახეს ვერ ვხედავდი, მთხოვა ქალაქამდე მიმეყვანა და დავთანხმდი, ის უკანა სავარძელზე დაჯდა, გზა გავარძელე. უცნობი ცოტახანს ჩუმად იყო და შემდეგ შემეკითხა თუ რატომ ვიყავი ნათელმხილველთან, ამ კითხვაზე ვუპასუხე რომ ეს ჩემი პირადული საქმეა და კითხვა შევუბრუნე თუ საიდან იცოდა სად ვიყავი და ვინ იყო თვითონ, რაზეც მან მიპასუხა: რაც უფრო მეტს გაიგებ მედალიონის შესახებ მით უფრო მიუახლოვდები შენს საკუთარ სიკვდილს, ამის გაგონებაზე სარკიდან გავხედე უკან მჯდარ უცნობს და ნათლად დავინახე მისი თვალები როგორ ცეცხლისფრად ანათებდა სწრაფად გავაჩერე მანქანა და შეშინებულმა უკან მივიხედე მაგრამ უცნობი არსად ჩანდა ის აორთქლდა.



image


იმ საღამოს მთელი ღამე ვერ მოვისვენე და დილით ჩამეძინა, როდესაც გავიღვიძე ყელზე რაღაც მიჭერდა ხელი მოვისვი და ვხედავ წვრილ ცეფს, ცეფს რაღაც მძიმე ექაჩება უკან, შემოვაბუნე და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, ცეფზე მობმული იყო სწორედ ის მედალიონი სატანის ვარსკვლავის ნიშნით რომელიც მსხვერპლს ჰქონდა მკვლელობის ადგილას. მოვიხსენი და შევინახე თუმცა სურვილი გამიჩნდა ყველგან თან მეტარებინა, მივხდი მედალიონი გონებას მირევდა თუმცა ეს სურვილი დავძლიე, სახლიდან გავედი და ამჯერად ჩემს ნიჭნს კიდევ ერთი უცნაურობა დაემატა, სამსახურში მისვლამდე რამოდენიმე ადამიანი შევნიშნე რომლებსაც ზურგს უკან ადამიანის ფორმის შავი აჩრდილი დასდევდა. იმ დღეს ერთი მკვლელობა მოხდა, ადგილზე მივედი და როდესაც მსხვერპლს სახეზე დავაკვირდი მისი სახე მეცნო, ის იმ ადამიანებიდან ერთ-ერთი იყო რომლებსაც ჩრდილი დაჰყვებოდა და ეს ჩრდილი ეხლა გზას მიმასწავლიდა მკვლელის ადგილმდებარეობამდე, მკვლელი იმ დღეს დავაკავე. მივხდი რომ ამჯერად წინასწარ შემეძლო ადამიანის სიკვდილის განსაზღვრა, სამსახურიდან რომ დავბრუნდი მედალიონს დავხედე ისევ იქ იყო სადაც შევინახე და მის შეხედვაზე ყოველთვის ძლიერი სურვილი მიჩნდებოდა გამეკეთებინა მაგრამ ამას ჯერჯერობით ვუმკლავდებოდი.




გაგრძელება იქნება


4
112
8-ს მოსწონს
ავტორი:ცუდი ბავშვი
ცუდი ბავშვი
112
  
2017, 17 მაისი, 19:46
"სიონის ბრძენთა ოქმები" მაქვს წაკითხული და დღეს მიმავალი პროცესები ერთი ერთში ჯდება...
2017, 17 მაისი, 18:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2017, 17 მაისი, 16:50
მართალი ხართ და დროშა, რომელიც დღეს გვაქვს ეკუთვვნის ტამპლიერების ორდენს. ეს დროშა მცირედი ცვლილებით "იერუსალიმის ჯვრითაა" ცნობილი და იგივე ორდენის წევრების ტანსაცმელზეცაა ასახული...
2017, 16 მაისი, 6:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4