x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ავტომობილის "მკვდარი ზონის" პრობლემა გადაწყვეტილია
image


ჩვეულებრივი გვერდითი უკანა ხედვის სარკე არამარტო არ გვაძლევს საშუალებას ზუსტად განვსაზღვროთ მანძილი უკან მომავალ ავტომობილებამდე, არამედ საკმაოდ ვიწრო ხედვის არე აქვს. თუ მანქანა ცოტა უკან და გვერდითაა, იგი "მკვდარ ზონაში" ხვდება და მძღოლი საერთოდ ვერ ხედავს.

სარკეს, რომელიც მოიგონა და დააპატენტა მათემატიკის პროფესორმა ენდრიუ ხიკსმა, საკმაოდ ფართო ხედვის არე აქვს და ამასთანავე გამოსახულება მკაფიოა.

თავად ხიკსი ასე აღწერს სარკეს: წარმოიდგინეთ, სარკის ზედაპირი შედგება მრავალი პატარა ამრეკლავი ნაწილებისაგან, რომლებიც სხვადასხვა გამოთვლილი კუთხითაა შებრუნებული. მათი რაოდენობა რამდენიმე ათასია.


გამოგონებამ უკვე ოფიციალური პატენტი მიიღო, მაგრამ მისი დანერგვა ჯერჯერობით ბიუროკრატიულ სირთულეებს აწყდება.

0
249
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0