x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134036
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გერმანიაში ქალაქისთვის იდეალური ავტომობილი შექმნეს
ფირმა e.Go Mobile AG – მა აახენის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად კომპაქტური ელექტროჰეჩბეკი e.Go.Life შექმნა.

ევროპულ ქალაქებში საკუთარი ავტომობილებზე მრავალწლიანი დაკვირვების შემდეგ, შეიმუშავეს ქალაქისთვის განკუთვნილი იდეალური ავტომობილის კონცეფცია. ამის მიხედვით შექმნეს მოდელი e.Go.Life.

კონსტრუქტორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ქალაქში ავტომობილისათვის სამი მთავარი კრიტერიუმია საჭირო: კომპაქტურობა, ეკოლოგიურობა და გარბენი არანაკლებ 120 კილომეტრისა. ამასთანავე მანქანაში ოთხ მგზავრზე მეტი არ უნდა თავსდებოდეს.


image



ოთხკაციანი ავტომობილის ზომებია: სიგრძე –3, 34 მ, სიგანე — 1, 70 მ. მართლაც პატარა გამოვიდა – ასეთი სამი ავტომობილი ორი ჩვეულებრივი ავტომობილის ადგილს იკავებს.


image


ელექტრომობილი ორი მოდიფიკაციის გამოვა. მათ შორის განსხვავება ბატარეების ტევადობით, მასით და აქედან გამომდინარე გარბენის სიგრძით იქნება.

საბაზო მოდელის ბატარეის ტევადობა 14, 4 კვტ–საათი იქნება, მასა 810 კგ, ერთი დამუხტვით 130 კილომეტრს გაივლის. უფრო ძვირადღირებული მოდელი აღიჭურვება 19, 2 კვტ–საათი ტევადობის ბატარეით, 30 კილოგრამით მძიმე იქნება და გაივლის 170 კილომეტრს ერთი დამუხტვით.


image
ორივე მოდელს ერთნაირი 30 ცხენისძალიანი (110 ნიუტონმეტრი) ელექტროძრავი ექნება. საბაზო მოდელის მაქსიმალური სიჩქარეა 104 კმ/სთ. 50 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 5.7 წამში იქნება შესაძლებელი.

კონსტრუქციის სიმარტივე და მინიმალური ელექტრონიკა საშუალებას იძლევა მანქანა იაფი იყოს. ავტომობილების გაყიდვა მომავალი წლიდან დაიწყება. შკვეთა კი დღესაც არის შესაძლებელი.

0
101
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0