x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"დაწყება მიჭირს" ანუ როგორ გადავფურცლოთ საწყისი გვერდები მარტივად.

იყო მკითხველი საუკეთესო "პროფესიაა", რომელიც ბევრ შრომას და გარჯას არ მოითხოვს. ნებისმიერ წამოწყებას მარტივსა თუ რთულს თან ახლავს პატარა დაბრკოლება, რომელსაც "დაწყება მიჭირს" ეწოდება. საკუთარი თავისგან და გარშემო მყოფებისგან მსმენია, რომ ახლად შეძენილ წიგნებს სიხარულით უყურებენ შორიდან, თუმცა გადაფურცვლით ჯერ არ გადაუფურცლავთ. არა იმიტომ, რომ დიდი სიამოვნების მოლოდინს იხანგრძლივებენ უბრალოდ რაღაც აბრკოლებთ.ხშირად ზემოთ ხსნებეული დაბრკოლებას განწყობას ვუწოდებთ. მარტივად, რომ ვთქვათ ხასიათზე, როდესაც არ ხარ რაღაცის კეთების ან სიტუაცია არ გაძლევს საშუალებას.ვისაც განწყობის ვრცელი განმარტება აინტერესებს დიმიტრი უზნაძის "განწყობის თეორიას" უნდა ჩაუჯდეს! დიახ ჩაუჯდეს!!! ანუ შეიქმნას კონფორტი, ჩაეშვას ფუმფულა სავარძელში და გადაფურცვლოს საწყისი გვერდი, თუმცა მეცნიერული ნაშრომების კითხვა ძირითადად გაღვივებული ინტერესის დასკმაყოფილებლად იწყება. აი, ლიტერატურული ნაშრომები კი სიამოვნების დაუვიწყარი სტრიქონების პარადია. ნაწარმოებების ყველაზე გემრიელი სიუჟეტები, სადღაც შუა ნაწილშია, სადაც წიგნის ფურცლების რაოდენობა მარჯვენა და მარცხენა მხრიდან ერთმანეთს უტოლდება.მაგრამ, როგორ მივიდეთ აქამდე? ერთი მარტივი ხრიკი გამოვიგონე, ვიწყებთ სწრაფად და თუნდაც უინტერესოდ საწყისი გვერდების ჩაკითხვას უცებ ვხვდებით, რომ ხელიდან ვეღარ ვუშვებთ იმ ნივთს, რომლის ხელში აღების სიმარტივე გვერთულებოდა. ეს ხრიკი დაახლოებით იმ სახალისო სიტუაციას გავს სტუმრად მყოფს, რომ გემრიელი ტორტის ნაჭერს გთავაზობენ. თავიდან მორიდებით და ნელა იწყებ პირველი ორი კოვზის დაგემოვნებას და მერე უსირცხვილოდ და თამამად ითხოვ მეორე ნაჭერს, თუ გემრიელია მესამესაც! ასეა საინტერესო წიგნს შეუძლია ტორტის ნაჭერზე გემრიელად ჩაგითრიოს და დაგავიწყოს დროებით არსებული რეალობა, გამოგზაუროს შენთვის ახალ სამყაროში. გისურვებთ კარგი დროის გატარებას და გემრიელ გადაფურცვლებს, წიგნის სანიშნის დიდი ხნით უსაქმურად დატოვებასაც.კომფორტი

0
35
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ ვაშაყმაძე
თამარ ვაშაყმაძე
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0