x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მსოფლიო ვირუს WannaCry–ს მეორე ტალღას ელოდება
image ვირუს WannaCry–ს შეტევას, რომელიც წინა პარასკევს განხორციელდა, ექსპერტები ყველაზე გლობალურ შეტევად თვლიან ინტერნეტის არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე. შეტევის მცხვერპლნი გახდნენ მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფო და კომერციული ორგანიზაციები. კასპერსკის ლაბორატორიის მტკიცებით მათგან ყველაზე მეტი შემთხვევა რუსეთში დაფიქსირდა.

ექსპერტები გვირჩევენ მოვემზადოთ შეტევის მეორე ტალღისათვის.

რადგან ვირუსი WannaCry არამარტო ბლოკირებას უკეთებს კომპიუტერს, არამედ ბლოკის მოხსნისათვის გამოსასყიდს ითხოვს – 300 დოლარს ბიტკოინებით; აქედან ჩანს, რომ ვირუსის შემქნელების ერთერთი მიზანი ფულის გაკეთება იყო. ჯერჯერობით მათ ანგარიშზე 42 000 დოლარზე ოდნავ მეტი ჩაირიცხა.

ევროპოლის ცნობით დაზარალებულების რიცხვმა 200 000 –ს მიაღწია 150 ზე მეტ ქვეყანაში. ჰაკერები იმუქრებიან: გამოსასყიდის თანხა 3 დღის შემდეგ გაორმადდება, ხოლო 7 დღის შემდეგ კომპიუტერიდან ყველა ფაილი წაიშლება.


ევროკავშირის პოლიციური სამსახური აღიარებს, რომ მიუხედავად გატარებული სამძებრო ღონისძიებებისა, შეუძლებელია იდენტიფიცერება იმათიც კი ვინც უკვე გაიტანა ჰაკერებისათვის გადარიცხული თანხა.

კომპანია Microsoft ის მტკიცებით ერთადერთი გამოსავალი, რომ არ გავრცელდეს ვირუსი, მათ Windows ის ოპერაციული სისტემების განახლებაა.

0
66
2-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0