x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნივა 35 წლისაა
image


წელს, 5 აპრილს ავტომობილ ნივას 35 წელი შეუსრულდა. მოდელ “ვაზ 2121 ნივა'' - ს პირველი ეგზემპლარი ვოლგის ავტოქარხნის კონვეიერიდან პირველად 1977 წელს გამოვიდა. გასული საუკუნის 70-80 იან წლებში არასაგზაო არა მარტო ყოფილი საბჭოთა კავშირის, არამედ სხვა ქვეყნების ბაზრებზეც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ ავტომობილად მიიჩნეოდა. იმ პერიოდში მანქანა მსოფლიოს 110 ქვეყანაში იყიდებოდა. გარდა ამისა, “ნივას'' მოდიფიკაციები საპრიზო ადგილებს იკავებდნენ რალი-რეიდებში, მათ შორის “ფარაონთა რალიში'', ტრანსაფრიკულ “ატლასში'' და “პარიზ - დაკარში''. ასევე ამ მანქანებით მუშაობდნენ ჩრდილოეთ პოლუსსა და ანტარქტიდის ექსტრემალურად დაბალ ტემპერატურაზე. ნივას ეკუთვნის ჰიმალაის მთებში 5000 კმ - ზე უფრო მაღლა ასვლის რეკორდიც. 2009 წელს “ავტოვაზმა'' არასაგზაოს მოდერნიზებული ვარიანტი გამოუშვა, რომელსაც განსხვავებული სარკეები და მოწყობილობები, შეცვლილი ძრავა, ტრანსმისია, საჭის მართვა და მუხრუჭები აქვს. ამ დროსთვის მოდელი 3 და 5 კარიანი ძარათი იყიდება - 1.7 - ლიტრიანი ბენზინის ძრავით. ყველაზე ხელმისაწვდომი ნივა 326 000 რუბლი ღირს. გასულ წელს ავტოვაზმა 60705 ნივა გაყიდა. საერთო ჯამში, 35 წლის მანძილზე ავტოქარხანამ და მისმა პარტნიორებმა 2 მილიონზე მეტი ნივა გაყიდეს, ეს მართლაც რეკორდული მაჩვენებელია. ამ მანქანის შემქმნელის, პიოტრ პრუსოვის თქმით, ამჟამად კომპანია ახალი თაობის კონცეპტუალურ მოდელზე მუშაობს.



image

image


image



ეს კი ნივის შემდეგი მოდელია...რომელიც ჯერ მხოლოდ კონცეპტ-ვერსიაა და სერიულ წარმოებაში არაა...


image



იმედია მოგეწონებათ

3
831
3-ს მოსწონს
ავტორი:Trollface
Trollface
831
  
2013, 4 სექტემბერი, 17:10
შევროლე უშვებს ახლა ნივას.
2012, 9 ივლისი, 23:27
:***
0 1 3