x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134507
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
გაინტერესებთ, რომელი ვიტამინის ნაკლებობას განიცდით?
image


A დაB ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა


ხშირად ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამონაყარი-ეს კოსმეტიკური პრობლემაა, ამიტომ ვაკით-

ხავთ სილამაზის სალონებს. სინამდვილეში, გამონაყარი და წითელი ლაქები სახეზე, შეიძლება ასახავდეს A დაB ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობას.გირჩევთ ჩართოთ თქვენს კვებით რაციონში: კარაქი, ღვიძლი, ორაგული, გამხმარი ხილი, არაჟანი, ზღვის კომბო-


სტო, ხაჭო, ზღვის პროდუქტები, ყველი, რათა შეავსოთ ამ ვიტამინების ნაკლებობა ორ-

განიზმში.


E ვიტამინის ნაკლებობა


შემცირებული სექსუალური აქტივობა, კუნთების სისუსტე, დაღლილობა, ნერვული და-

ძაბულობა და გაღიზიანება-მიზეზია E ვიტამინის ნაკლებობის. მიზანშეწონილია ჩართ-

ოთ რაციონში: ნუში, თხილი, კაკალი, მიწის თხილი, ასკილი, გარგარი, ისპანახი, შტოში, ორაგული, ქორჭილა, შვრია, ქერის ბურღული და შავი ქლიავი.


C ვიტამინის ნაკლებობა


სუსტი იმუნიტეტი-შედეგია ორგანიზმში C ვიტამინის ნაკლებობისა. იგი ხელს უწყობს ანტისხეულების წარმოქმნას და სისხლის თეთრი უჯრედების მუშაობას, ასევე მონაწი-

ლეობს ანტივირუსული ნივთიერებების ფორმირებაში და გააჩნია სიმსივნის საწინააღ-

მდეგო ეფექტი. ასეთ დროს მიზანშეწონილია მივიღოთ პროდუქტები, რომლებიც შეიც-

ავს ამ ვიტამინს: ასკილი, მწარე წიწაკა, ციტრუსი, ხილი, ქაცვი, კომბოსტო, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ცირცელი.


D ვიტამინის ნაკლებობა


მადის დაქვეითება, უძილობა, წონის კლება, მხედველობის დაქვეითება, უსიამოვნო სუნი პირში და წვის შეგრძნება ყელში შედეგია D ვიტამინის ნაკლებობისა. იმისათვის, რომ ავანაზღაუროთ ამ ვიტამინის ნაკლებობა ორგანიზმში, საჭიროა მივიღოთ: ყველი,
ხორცი, ძროხის ღვიძლი, კვერცხი, თევზის ქონი, ორაგული და ღორის ხორცი.


გისურვებთ ჯანმრთელობას!

0
140
8-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0