x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ევროვიზია 2017 -ის გამარჯვებული პორტუგალიელი მომღერალი გახდა

image


27 წლის პორტუგალიელი მომღერალი სალვადორ სობრალი ფინალური რაუნდის გამარჯვებული გახდა კიევში გამართულ "ევროვიზია"-2017-ის საერთაშორისო სიმღერის კონკურსზე.ევროვიზიის ისტორიაში ეს გახლავთ პორტუგალიის პირველი გამარჯვება.

სობრალის ბალადამ "Amar Pelos Dois" 788 ქულა აიღო.კონკურსზე მთლიანად გამარჯვებისთვის 26 ქვეყნის წარმომადგენელი იბრძოდა.წინა კონკურსებისგან განსხვავებით წელს ჯერ მონაწილე ქვეყნების ჟიურის მიცემული ხმების შედეგები გამოქვეყნდა, შემდეგ კი მაყურებლების.ჟიურის და მაყურებლების ხმების თანაფარდობა 50/50-ზე იყო. ტრადიციულად მაყურებლები კონკურსანტს ხმას SMS-ით ან სატელეფონო ზარით აძლევდნენ.

წელს ჩვენს ქვეყნას თაკო გაჩეჩილაძე წარმოადგენდა სიმღერით "Keep the Faith", რომლის ავტორები ანრი ჯოხაძე და თამარა გაჩეჩილაძე არიან, თუმცა ქართველმა მომღერალმა ნახევარფინალური ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა.




1
153
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
153
  
2017, 14 მაისი, 15:28
ანუ ევროპამ დავიღალე და გვეძინებაო :)
0 1 1