x
მეტი
  • 26.05.2017
  • სტატია:66557
  • ვიდეო:319204
  • სურათი:418285
რაც ყველა ჩვენგანს ყოველ წამს უნდა ახსოვდეს-"მაპატიე, დედა"

image


დედა-ყოველთვის, ყველასთვის საუკეთესო და ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი. ის ადამიანი, რომელიც ყველაფერს ითმენს, ყველაფერს იტანს. მერე რა, თუ გუშინ გეჩხუბა? შენ ხომ დააშავე? მერე რა, თუ დღეს მეგობრებთან ერთად არ გაგიშვა? მას ეშინია. მერე რა, თუ 2 დღით მას მოუარე, მერე რა? ის მთელი ცხოვრება გივლის, მთელი ცხოვრება შენით ცოცხლობს, შენით არსებობს.

მას არ სტკივა, თუ ჭრილობა აქვს, მას არ სტკივა ფიზიკური ტკივილი, მას შენი უხეში სიტყვა სტკივა, შენი გასაჭირი სტკივა, შენი თითოეული უყურადღებობა, უშენობა სტკივა.

მე მეშინია, მე განვიცდი.

დედა-იმდენად თბილი და ძვირფასია, უკეთესი რომ ვერ მოიძებნება ამ დედამიწაზე. ფერები გინდა? ყველა ფერის გრძნობას იტევს გულში. გრძნობები გინდა? ყველაფერია მასში. ბედნიერებაც და ტკივილიც მისი თვალებია.

ტკივილი ის არ არის, როცა ვინმეს "კარგავ", როცა ვინმეზე ან რამეზე განიცდი. ნამდვილი ტკივილი ისაა, როცა უყურებ დედის ხელებს, მის სიბერეშერეულ კანს, რომელიც, ვინ იცის, რამდენ ძალაგამოცლილ წუთს ითვლის, რომლებიც შენ შემოგწირა. სახეზე ცხოვებისგან მიყენებული დარტყმები ლაქებად ეპარება, თმებში-ჭაღარებად.

ჩვენ გვჭირდება დედა, როცა გვტკივა, როცა დახმარება, გამხნევება, სითბო გვჭირდება, გვავიწყდება, როცა ყველაფერს ვაგვარებთ. ჰო, ყველა შვილი უსამართლოა. მერე კი, როცა შენით დაბერებულ ქალს უყურებ, ხვდები, რომ ყოველი წუთი მას უნდა მიუძღვნა, მხოლოდ მისი სიხარულია ჭეშმარიტი.

ვინც წაიკითხავს ამ სტატიას, გთხოვთ, მოუარეთ დედიკოებს, მიხედეთ, მიეშველეთ, როცა სჭირდება... მან, აი, უკვე, ნახევარ საუკუნეზე მეტი იცხოვრა, შეიძლება ცოტა ნაკლები, ან გაცილებით მეტი, ამას არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ აქციეთ თქვენი ანგელოზები ყველაზე ბედნიერებად. ეს მხოლოდ შვილებს შეგვიძლია.

მოეფერეთ, იზრუნეთ, ჩაეხუტეთ და ვეცადოთ ის ამაგი, რომელსაც, მართლაც, ვერასდროს გადავიხდით, დავაფასოთ მაინც.


image

6
135
9-ს მოსწონს
ავტორი:მაგდა თავგაზაშვილი
მაგდა თავგაზაშვილი
Mediator image
135
   ქართული კლავიატურა
13 მაისი, 23:41
კარგია!
13 მაისი, 23:05
აუცილებელი სტატიაა!!
0 1 6