x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ისრაელში გაანთავისუფლეს ბიჭი,რომელიც მშობლებს 14 წელი ჩაკეტილი ჰყავდათ

image

ისრაელში, ქალაქ ჰადერაში შინაპატიმრობიდან გაათავისუფლეს 14 წლის ბიჭი, რომელიც მშობლებმა დაბადებისთანავე ჩაკეტეს.ამის შესახებ იუწყება BBC News-ი.


ბიჭმა პოლიციას მოუთხრო, რომ მშობლებს სახლიდან მხოლოდ თვეში ერთხელ ან ორჯერ გამოჰყავდათ ეზოში და ისიც ღამით...ხანდახან ბიჭუნა აივანზე გალიაში ჰყავდათ დამწყვდეული.



პოლიციასთან მეზობლებმა აცნობეს.ისინი არაერთხელ ჩიოდნენ, რომ მათი ბინიდან საკმაოდ მძიმე სუნი გამოდიოდა, სახლის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა, ჩიკო უაკნინმა(Chiko Waknin) ბიჭუნა ფანჯარაში შეამჩნია, მისი თქმით მოზარდი გამოიყურებოდა როგორც "ზომბი საშინელებათა ფილმიდან".



" მისი თვალები დავინახე და გამომეტყველობიდან მივხვდი, რომ იგი დამხარებას მთხოვდა, ამის შემდეგ გადავწყვიტე რაღაც მომემოქმედებინა"-აღნიშნა უაკნინმა.


ბიჭის მშობლები დააკავეს. ისინი აცხადებენ, რომ შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნავდნენ. ცოლ-ქმარი, რომლებიც დაახლოებით 60 წლისანი არიან ისრაელში საცხოვრებლად რუსეთიდან 2009 წელს გადავიდნენ. მშობლებმა ხელისუფლებას არ აცნობეს, რომ შვილი გაუჩნდათ.ბიჭუნას რასაკვირველია სკოლაშიც არ უვლია.

0
167
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0