x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აუცილებელი რჩევები თქვენი კანის მოსავლელად
ლამაზი კანი ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი საკითხია ყველასთვის.განსაკუთრებით გოგონებისთვის.კანის პრობლემებთან საბრძოლველად მთელი რიგი კოსმეტიკური საშუალებები არსებობს: პილინგი, კრემები, ლოსიონები, ნიღბები, სკრაბები და ა.შ, თუმცა ეს საშუალებები არ იძლევა დიდი ხნის ნანატრ შედეგს.რა შეიძლება მოვიმოქმედოთ? გთავაზობთ რამდენიმე მარტივ და ეფექტურ წესებს კანის მოვლისთვის.


imageმაკიაჟის ჯაგრისების არასწორი გამოყენება შეიძლება იყოს მიზეზი კანის გაღიზიანების, აკნესა და სხვა პრობლემებისა, ამიტომ უმჯობესია თუ ხშირად გარეცხავთ მათ.


image
თუ მსგავს ადგილზე გაქვთ გამონაყარი ან სიწითლე შესაძლოა ეს თქვენი ტელეფონის ბრალი იყოს.სტატისტიკურად ტელეფონი უამრავ ბაქტერიას შეიცავს, ვიდრე თქვენი ტუალეტი, ამიტომ საჭიროა ხშირად გაწმინდოთ იგი.


image

სკრაბები კარგია კანისთვის, მაგრამ მათ ვისაც მშრალი კანი აქვს, ხშირმა გამოყენებამ, შეიძლება ცუდად იმოქმედოს და უფრო გააღიზიანოს კანი.ამიტომ 2 კვირაზე ნაკლებ დროში ნუ გაიკეთებთ მას.უკეთეს შემთხვევაში ჯობია ლოსიონი გამოიყენოთ.ხოლო ცხიმიანი კანისთვის დასაშვებია კვირაში ერთხელ.



image
სწორი კვება ჯანმრთელობისა და სილამაზის საწინდარია.ზედმეტი ან ნაკლები საკვები პირდაპირ მოქმედებს კანზე.ამიტომ მთავარია ვიტამინებით სავსე პროდუქტები მიირთვათ.


image
სპორტი მნიშვნელოვანია ცხოვრებაში.ადამიანების უმრავლესობა დიდ დროს უთმობს სპორტულ დარბაზებს, მაგრამ ყოველთვის როდია იგი კომფორტული ოფლის გამო.არ დაგეზაროთ ვარჯიშის დასრულებისთანავე დაბანა, რადგან ოფლი აჩენს აკნესა და გამონაყარს.


image
თქვენი კანი ხშირად გიგზავნით სიგნალებს, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ.სიმშრალე, შეშუპება, გამონაყარი შესაძლოა ორგანიზმიდან მოდიოდეს, ამიტომ საჭიროა მათი გამოკვლევა და დიაგნოსტიკა


image

უარი თქვით ცხელ შხაპზე, რადგან ცხელი წყალი აზიანებს კანის ზედა დამცავ ფენას.ასევე მან შეიძლება ნაადრევი ნაოჭები გამოიწვიოს.კანი მშრალი და მოდუნებული გახადოს.


imageარ უნდა დაგავიწყდეთ წყლის მიღება.რაც უფრო ბევრ წყალს დალევთ, მით უფრო უკეთესი და ლამაზი კანი გექნებათ.თუ გავიწყდებათ წყლის ხშირად დალევა, ჭიქა მობილურზე მოათავსეთ.ასე მუდმივად შეგახსენებთ თავს.


imageაუზებში ძირითადად ქლორიანი წყალია, რაც კანისთვის სასარგებლო არაა, ამიტომ აუზში ჩასვლამდე გამოიყენეთ მკვებავი კრემები.


0
63
6-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ელიშვილი
ლიკა ელიშვილი
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0