x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
პროდუქტები, რომლებიც ღვიძლის ფუნქციის აღდგენაში დაგეხმარებათ!
imageადამიანის ორგანიზმში ღვიძლი ფილტრის ფუნქციას ასრულებს, ამიტომ მისთვის სათანადო ყურადღების მიქცევაა საჭირო. ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირების აღსადგენად, გარკვეული საკვები პროდუქტები არსებობს. როდესაც ღვიძლის ფუნქცია ირღვევა, ორგანიზმი ხდება დაუცველი. ადვილად რეაგირებს უხარისხო პროდუქციაზე და ცუდ ეკოლოგიაზე. ღვიძლი ყველა ტოქსიკურ ნივთირებას ფილტრავს. მედიკამენტები, განსაკუთრებით კი, ანტიბიოტიკები ღვიძლს აღიზიანებს. ღვიძლს აქვს რეგენერაციის უნარი, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, იგი ამ უნარს კარგავს და ზიანდება. ასეთ დროს აუცილებლად უნდა იცოდეთ, როგორ დაეხმაროთ თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოს ნორმალურ ფუნქციონირებაში. არ დაუშვათ, რომ განვითარდეს ღვიძლის ციროზი ან რომელიმე ჯგუფის ჰეპატიტი. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური პრეპარატები, მაგრამ ისინი საკმაოდ ძვირია. გარდა ამისა, მათი მიღება მხოლოდ სპეციალისტთან კონსულტაცისა და დანიშნულების საფუძველზეა რეკომენდირებული.



თქვენი რაციონიდან აუცილებლად უნდა ამოიღოთ ეს პროდუქტები:


• ალკოჰოლი;
• ცხიმიანი საკვები;
• გემოს გამაძლიერებლები;
• სინთეზური ნარკოტიკები.


image


თქვენი საკვები ვიტამინებითა და მინერალებით უნდა იყოს მდიდარი. გაიწმინდეთ ორგანიზმი ბრინჯის დახმარებით. მწვანილი შეიცავს K, A და E ვიტამინებს, რაც ხელს უწყობს ღვიძლის უჯრედების აღდგენას. რაც მთავარია უნდა იცოდეთ, რომ ბაყაყურა იდეალურად წმენდს ღვიძლს. იგი ეხმარება ღვიძლს დატვირთული მუშაობისას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და მის ნაკადს ღვიძლში. ასევე უნდა მიიღოთ ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები. როგორც წესი მათ ხილი და ბოსტნეული შეიცავს.


პროდუქტები, რომლებიც აღადგენს ღვიძლის ფუნქციას:


• შავი მოცხარი;
• ტკბილი წიწაკა;
• ასკილი;
• ციტრუსები.




image





ვიტამინების დახმარებით ღვიძლის უჯრედების აღდგენა ხდება, ამიტომ საჭიროა, მათი თქვენს ყოველდღიურ რაციონში ჩართვა. ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, ნაღვლის ბუშტის გაწმენდა. თქვენ შეგიძლიათ მისი გაწმენდის ხალხური მეთოდები გამოიყენოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობის შემთხვევაში, მისი თვითნებურად გაწმენდა არ შეიძლება!




image


აუცილებლად ჩართეთ თქვენს რაციონში:


• გოგრა;
• ხორცი;
• თევზი;
• ბოსტნეული;
• რძის პროდუქტები;
• ბურღულეულის ფაფები;
• მცენარეული ზეთი;
• პური;
• ჩირი;
• ხილი და კენკრა.
ღვიძლის გაწმენდამდე აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია. ექოსკოპიისა და ანალიზის საფუძველზე უნდა დაისვას ზუსტი დიაგნოზი. ამის შემდეგ, ექიმი თავად დაგინიშნავდ თქვენი ჯანმრთელობის შესაბამის მკურნალობას.

დროულად ჩაიტარეთ გამოკვლევა და გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას! გაუზიარეთ ეს რჩევები თქვენს მეგობრებს!










იხილეთ აგრეთვე:


ქიშმიშისა და წყლის ნაზავი ღვიძლს 2 დღეში გაგიწმენდთ!


''მასთან მიკარებითაც ყველა დაავადებას მოირჩენ''- რეჰანის ჯადოსნური თვისებები


ე.წ "პერეკისი" უნიკალური მკურნალია! მისი მიღების წესი და დოზირება!



სენსაციური აღმოჩენა!!!დაავადებების 66%-ს საკვები კურნავს!!! ჯანსაღი კვებისა და გახდომის რეცეპტი ცნობილი გენეტიკოსისგან!!!



ამ სიროფს "ღმერთის საჩუქარს" ეძახიან, რადგან იგი 100-ზე მეტ დაავადებას კურნავს!


0
4780
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
4780
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0