საზოგადოება 9 პროდუქტი,რომელიც აქამდე ჯანსაღი და ნატურალური გეგონათ 2017, 12 მაისი, 17:34 ბანანის ჩიპსები
გაითვალისწინეთ, რომ მწარმოებლები გემოს გამაძლიერებლებს და შაქარს იყენებენ წარმოების პროცესში, ამასთან ხშირად ფრიტიურში წვავენ.
თავად მოამზადეთ სახლში, გამოაშრეთ ჩირის აპარატში ან ღუმელში.
ხრაშუნა “ხლებცი" ყურადღებით გაეცანით ეტიკეტს. ზოგჯერ შემადგენლობაში აღნიშნულია სახამებელი, კორსენვანტები, საღებავები...თუ მსგავსი ჩამონათვალია არ შეიძინოთ. “ხლებცი" მთლიანი ან მსხვილად დაღერღილი მარცვლეულისგან უნდა იყოს დამზადებული. უგლუტენო პროდუქტი გლუტენი ცილაა, რომელსაც მარცვლეული შეიცავს. ის საშიშია მხოლოდ მათთვის, ვისაც ამ ცილის აუტანლობა აქვს, ასეთი ადამიანების რიცხვი კი ძალიან მცირეა, ალბათ 1%. თუ გლუტენის აუტანლობა არ გაქვთ არ იყიდოთ უგლუტენო პროდუქტი, მით უფრო, რომ მასში ბევრი რაფინირებული დანამატებია, რაც მავნებელია. ჩირი და ცუკატები ჩირი სასარგებლო პროდუქტია, მაგრამ ობისგან რომ დაიცვან და გემო შეუნარჩუნონ, მწარმოებლები ფუნგიციდებით და დიოქსიდით ამუშავებენ პროდუქტს, ცუკატები კი შაქარს დიდი რაოდენობით შეიცავენ. მდნარი ყველი მდნარი ყველი უამრავ დანამატთან ერთად დიდი რაოდენობით ნატრიუმს შეიცავს, დღიურ ნორმაზე გაცილებით მეტს. მიირთვით ჩვეულებრივი ყველი. დაკონსერვებული ხილ-ბოსტნეული მწარმოებლები ძმარს, შაქარს, კონსრევანტებს და სხვა არაჯანსაღ დანამატებს იყენებენ პროცესში. უკიდურეს შემთხვევაში, შეარჩიეთ უმარილო კონსერვი, შაქრის და კონსერვანტების გარეშე. სახამებლიანი ბოსტნეული გოგრა, მსხალი, კარტოფილი და სიმინდი დიდი რაოდენობით შეიცავენ სახამებელს და კალორიებს. ეს არ ნიშნავს, რომ მათზე უარი უნდა ვთქვათ, მიიღეთ ზომიერად, განსაკუთრებით მათ, ვინც ფიგურას უფრთხილდებით. იოგურტი იოგურტი ბევრ შაქარს, კონსერვანტებს და ძალიან ცოტა პროტეინებს შეიცავს. რეალურად მას კვებითი ღირებულება არ გააჩნია. შეგიძლიათ მაწვნით და ხილით თავად მოამზადოთ ნამდვილად სასარგებლო პროდუქტი. სწრაფი მომზადების შვრია ყველამ იცის, რომ შვრია სასარგებლოა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ შვრიის ფაფა, რომელიც 2-3წთ-ში მზადდება-ნაკლებ სასარგებლოა. საქმე იმაშია, რომ რაც უფრო წვრილად მუშავდება მარცვალი, მით უფრო იზრდება მისი გლიკემიური ინდექსი და ზედმეტი კალორიები გარანტირებულია. აირჩიეთ მსხვილად დაღერღილი მარცვლის ფაფა, დიდხანს იხარშება, მაგრამ სასარგებლო თვისებები შენახული აქვს. 268 1-ს მოსწონს
|