x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ნამცხვარი ,,მოდი გიჟო გაგაგიჟო'', რომლის საოცარი გემო მართლაც გაგაგიჟებთ

ნამცხვარი “მოდი გიჟო გაგაგიჟო'', რომლის საოცარი გემო დაგადუმებთ

ეს არც თუ ისე ახალი რეცეპტია. შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა იცის კიდეც, თუმცა მაინც გაგიზიარებთ ჩემთვის უსაყვარლესი ნამცხვრის რეცეპტს, რომლის მომზადება საკმაოდ დიდ შრომასა და ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა შედეგით აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით. მაშ ასე დაგვჭირდება.imageინგრედიენტები ცომისთვის:
9 ცალი კვერცხი
1 ც შედედებული რძე
3 1/2 შაქარი
400 გრამი კარაქი
3 ქილა მაწონი
11/2 ჭიქა ქიშმიში
11/2 ჭიქა ნიგოზი
6 ს.კ ხსნადი ყავა
სოდა და ძმარი
ფქვილი
I ფენა: ავიღოთ 3 ცალი კვერცხი, დავამატოთ 1 ჩ.ჭ შაქარი, ავთქვიფოთ კარგად. დავამატოთ 50 გრ კარაქი, 500 მლ მაწონი სოდითა და ძმრით, ავთქვიფოთ კარგად დავამატოთ 1 ჩ.ჭ ქიშმიშს, 1 ჩ.ჭ ფქვილი. ცომი უნდა იყოს ჩასასხმელი. ცხელ ტაფაზე ვუსვამთ მარგარინს და ვასხამთ მომზადებულ მასას, ვაცხობთ საშუალო ცეცხლზე.
II ფენა: ცომს მოვზელთ იგივენაირად, როგორც I ფენისთვის, ოღონდ ქიშმიშის მაგივრად ვამატებთ 1 ჩ.ჭ მოხალულ დაფქულ ნიგოზს და ვაცხობთ მასას I-ის მსგავსად.
III ფენა: იზილება იგივე მომზადების წესით, მაგრამ ქიშმიშის და ნიგვზის მაგივრად ცომში ვამატებთ 3 ს.კ ხსნად ყავას და ფქვილს ვამატებთ 11/2 ჭიქას წინა ფენებისგან განსხვავებით.
ე.ი ჩვენ გვაქვს ერთი ქიშმიშიანი, ერთი ნიგვზიანი და ერთი ყავიანი ფენა.
ინგრდიენტები კრემისთვის:
250 გრ. კარაქს ვაატებთ 1 ც. შედედებულ რძეს და ვამატებთ ს.კ ხსნად ყავას.
დავდებთ ნიგვზნიან ფირფიტას და წავუსვამთ კრემს, დავადებთ ყავიან ფირფიტას და წავსუსვათ კრემი, ბოლოს ქიშმიშიანი ფენა და +კრემი და თავზე მოვაყაროთ ნიგოზი და ქიშმიში.
გემრიელად მიირთვით!image

0
386
5-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
386
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0