x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"რა საწყლები ხართ და სასაცილოები" თაკო გაჩეჩილაძე საზოგადოების ნაწილს მიმართავს
მომღერალ თაკო გაჩეჩილაძის ევროვიზიაზე გამოსვლას უკვე რამდენიმე დღეა საზოგადოება აქტიურად განიხილავს. საზოგადოების გარკვეული ნაწილი თაკოს ლოცვამ აალაპარაკა და სწორედ ეს გახდა მომღერლის გაღიზიანების მიზეზი, თაკო საზოგადოები ნაწის სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებით ეხმაურება. გთავაზობთ ტექსტს უცვლელად:

image


"საქართველო არის მართლმადიდებლური ქვეყანა, და რასაც ბავშვობიდან მასწავლიან ეს არის უფლის სიყვარული და ლოცვა!

მხოლოდ ერთი შემიძლია ვთქვა! - რომ მეცოდებით და მებრალებით ყველა ის ბნელი და ურწმუნო არსება, ვინც ლოცვაზე ღადაობთ!
1- ეს პოსტი ევროვიზიის პირადმა მედიამ
დადო და 2- სულ რომ მე დამედო, არც გამიტყდებოდა...
ესე იგი ვერანაირი ნაკლი რომ ვერ იპოვეთ ბოლოს ლოცვას ჩაეჭიდეთ საღადაოდ:)))) რა საწყლები ხართ და სასაცილოები!:)) მე სადაც მინდა და როგორც მინდა ისე ვილოცებ და ესე დავუახლოვდები უფალს, თქვენ კი მართლა ფარისევლებო, ამაზე იღადავებთ და ხვალ ალბათ ეკლესიაშიც შეხვალთ და სანთელსაც დაანთებთ!
სრულიად ყველა კონკურსანტი გასვლის წინ ლოცულობდა და მათი ქვეყნები მათ გულშემატკივრობდნენ, და მათთან ერთად ლოცულობდნენ და მაინცდამაინც საქართველო უნდა იყოს გამორჩეული და მადლობა ღმერთს უმრავლესობაში არ ხართ ბნელო ნაწილო, რომლებიც ამაზე იცინით და ღადაობთ!
სირცხვილი თქვენ!
თქვენ მგონი უკვე ლოცვაც ვერ გიშველით!
ა ხო, პრინციპში ლოცვა ხო ”ტეხავს”, გოიმობაა და ათეისტობა ”მაგარი პონტია! ”
ვაი თქვენს პატრონს


imageimage

1
676
6-ს მოსწონს
ავტორი:ზურა7
ზურა7
676
  
2017, 15 მაისი, 14:50
მართალია ეს გოგო, თან ფოტოშოპით გაკეთებულმა უსაზიზღრესმა სურათმა, სადაც მას მოშიშვლებულ მკერდზე მაღალი იერარქიის სასულიერო პირები "შესციცინებენ" პროტესტის გრძნობა გამიჩინა.
0 1 1