x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ელექტრონული მუსიკის ივენთები მაისში, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ
მუსიკა

მაისის თვე ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის საკმაოდ დატვირთულია სხვადასხვა ივენთებით.


გთავაზობთ რამოდენიმე ივენთს, რომელიც არ უნდა გამოტოვო თუ ამ ჟანრის მოყვარული ხარ:


1. 11, 12 და 13 მაისს საგურამოში, კოსმოსურ ნაგებობათა ცენტრში 4GB ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება საკარვე სივრცეც, 50 საკარვე ადგილი. კემპინგის მიმდებრე ტერიტორიაზე იქნება წყალი, ცეცხლი და ცხელი სასმელები. 3 დღის მანძილზე ფესტივალზე დაუკრავენ ისეთი DJ-ები, როგორებიც არიან: Michael Mayer, Acid Pauli, Autumn Tree, Bacho, Dandy Jack, DJ Deep, Gio Shengelia და სხვები.



ბილეთები შეიძინეთ აქ


2. 13 მაისს თბილისში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ალტერნატიული/ექსპერიმენტული ამერიკელი არტისტი Emily Wells ჩამოდის.


ემილი


მუსიკოსს კლუბი Elektrowerk უმასპინძლებს და მასთან ერთად საღამოზე ქართველი არტისტები: ალტერნატიული ჯგუფი Mellow და ელექტრონული/ტრიპ-ჰოპ დუეტი Shraves დაუკრავენ.


ბილეთები შეიძინეთ აქ


3. 21 მაისს აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში, მიკრო-ჰაუსისა და მინიმალ-ტექნოს მოყვარულებისთვის, იან იელინეკისა და მასაიოში ფუჯიტა დაუკრავენ.

ხორავა


ბილეთები შეიძინეთ აქ


4. 24 მაისს სარაჯიშვილის ქარხანაში იაპონელი რიო მურაკამი თავის ბოლო ნამუშევარს ქართველი მსმენელისთვის დაუკრავს.


მურაკა


ნამუშევარს უკვე უწოდეს დეკადის ინოვაციური ტექნოსა და ჰაუს ელემენტებით შექმნილი.


ბილეთები შეიძინეთ აქ


5. 30 მაისს თბილისის ივენთ ჰოლი Squarepusher-ის ფსევდონიმით ცნობილ ტომ ჯენკინსონს უმასპინძლებს.

ტომ


იგი სამ არტისტთან ერთად (Strobe Nazard, Squarepusher, Company Laser და Arg Nution) წარმოგვიდგენს ახალ ნამუშებარს სახელით Elektrak.


ბილეთები შეიძინეთ აქ


6. ქართული ელექტრონული მუსიკის წამყვანი ფიგურა ნიკა მაჩაიძე, 28 მაისს, სამეფო უბნის თეატრში, მსმენელისთვის სამნაწილიან ელექტროაკუსტიკურ ნაწარმოებს "Requiem for Deranged Robot. Vol 3" ("რექვიემი აშლილი რობოტისათვის") შეასრულებს.


მაჩაიძე
ბილეთები შეიძინეთ აქ


7. ელექტრონული მუსიკის მაისის თვეს ნატალია ბერიძე და მონდრიანის ანსამბლი დახურავს.


ბერიძე
26 მაისს ახმეტელის თეატრში მონდრიანის ანსამბლი ნატალია ბერიძის ნაწარმოებებს შეასრულებს.


ბილეთები შეიძინეთ აქ

1
310
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
310
  
2017, 13 მაისი, 23:23
"ივენთი" რას ნიშნავს ქართული შესატყვისი არ არსებობს ალბათ ხო?
0 1 1