x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკა- როგორ დავიცავთ თავი ამ დაავადებისგან?!
image
დიაბეტით მხოლოდ ტკბილეულის მოყვარული ადამიანები არ ავადდებიან. როგორ ავიცილოთ თავიდან ეს დაავადება ამის გასაგებად, სტატია ბოლომდე წაიკითხეთ.


არსებობს დიაბეტის ორი ტიპი: პირველი ტიპის შემთხვევაში, პანკრიასის უჯრედები საერთოდ არ გამომუშავებს ინსულინს. მეორე ტიპის შემთხვევაში კი ან პანკრეასი არ გამოიმუშავებს საჭირო რაოდენობის ინსულინს, ან ორგანიზმი არ იღებს გამომუშავებულ ჰორმონს.




სანამ საუბარს ამ დაავადების პროფილაქტიკაზე დავიწყებდეთ, ჯერ გავარკვიოთ რა არის მისი მაპროვოცირებელი ფაქტორები.


დიაბეტის მაპროვოცირებელი ფაქტორები:



1.ჭარბი წონა- ამ დროს დაავადების განვითარების რისკი 2- ჯერ იზრდება. იმ შემთხვევაში თუ წონა დასაშვებზე 50%-ით მეტია, დიაბეტით დაავადების შანსი 5-ჯერ იზრდება. აქედან გამომდინარე, ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს მუცლის სიმსუქნე და ამ წერტილში დაგროვილი ცხიმოვანი მასა. ზედმეტი წონის დროს ღვიძლის ფუნქცია ირღვევა, რაც ინსულინის მონელების პროცესს ხელს უშლის. ასე რომ, დიაბეტის პრევენციის პირველი ნაბიჯი ჭარბი წონის მოშორება გახლავთ;




მემკვიდრეობითობა- თუ თქვენს უახლოესს ნათესავს ჰქონდა დიაბეტი, ეს უფრო მეტად ზრდის მისი განვითარების შანსს.



image




სხვა პათოლოგიები:


1.ჰიპერტენზიისა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა ასევე ზრდის დიაბეტის განვითარების რისკს;


2. სტრესის ზემოქმედების დროს, პანკრიასის მიერ ინსულინის გამომუშავების პროცესი აშკარად მცირდება;


3.ნახშირწყლების ჭარბი მიღება- ლიმონათის, ნამცხვრების, კარამელის, კაპუჩინოს და სხვა, ნახშირწყლების შემცველი პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღება, საგრძნობლად ზრდის დიაბეტის რისკს.



image

დიაბეტის პრევენცია:
სასურველია, რომ თქვენს რაციონში შეზღუდოთ : შაქარი, ბანანი, ყურძენი, სხვადასხვა სახის გამხარი ხილი. უნდა აუკრძალოთ საკუთარ თავს ალკოლოჰოლის მიღება. დიეტაზე საუბრისას, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ელემენტები, რომლებიც დიაბეტის პრევენციისთვის დაგეხმარებათ, ესენია:




1. თუთია- იგი აქტიურ მონაწილეობას იღებს ინსულინის წარმოქმნაში. თუთიას შეიცავს კაკალი, ღვიძლი, ხორცი;

2.სელენი- ზრდის უჯრედების რაოდენობას, რომ მათ ინსულინი წარმოქმნან. სელენს შეიცავს წიწიბურა, შვრიის ბურღული, ნიორი და ზღვის პროდუქტები;


3. მაგნიუმი- ეხმარება ორგანიზმს ინსულინის უკეთ შეთვისებაში. მას შეიცავს ლობიო, ისპანახი და ფინიკი;

4. ქრომი- ტკბილზე დამოკიდებულების შემცირებაში დაგეხმარებათ. მას შეიცავს კარტოფილი, ხორბალი და ასევე ხორბლის ფქვილისგან გამომცხვარი პური.


როგორც ხედავთ, პრევენციული ღონისძიებები საკმაოდ მრავალფეროვანია. ყველაზე კარგი იქნება თუ ყოველწლიურად შეამოწმებთ სისხლში შაქრის დონეს, ეს დაავადების ადრეულ სტადიაში გამოვლენაში დაგეხმარებათ, რაც ხელს შეუწყობს დროულ მკურნალობას. გაუზიარეთ ეს რჩევები თქვენს მეგობრებს!






იხილეთ აგრეთვე:


დაემშვიდობეთ დიაბეტს, სიმსივნურ წარმონაქმნებსა და სიმსუქნეს! გაყინულ ლიმონს ჯადოსნური თვისებები აქვს!


მაყვალი შაქრიან დიაბეტსა და სხვა უამრავ დაავადებას კურნავს!


10 პროდუქტი, რომელიც შეგიძლიათ განუსაზღვრელი რაოდენობით მიირთვათ და არ გასუქდებით!


ყველაზე მარტივი დიეტა მსოფლიოში !


10 ჩვევა, რომელიც ხელს უწყობს ცხიმის დაშლასა და მეტაბოლიზმს!

0
1517
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
1517
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0