x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვჭამთ, არ გვშია და წონაში ვიკლებთ (ეფექტური და მარტივი დიეტა)

image



დღეს თითქოსდა ძალიან "მოდური"გახდა სხვადასხვა დიეტების დაცვა, ყველა ვერ გრძნობს და ხვდება, რომ არასწორი დიეტა ანუ შიმშილი ზოგადად ძალიან მავნებელია ორგანიზმისათვის და არყევს ჩვენს ჯამრთელობას.სწორი გადაწყვეტილებაა, რომ მივირთვათ ცოტა და ხშირად ამავე დროს გავითვალისწინოთ ისიც, რომ დაძინებამდე უმჯობესია2 საათის განმავლობაში არ ვჭამოთ.მე შემოგთავაზებთ დიეტას, რომელიც ძალიან მარტივი დასაცავია, იმიტომ რომ ყოველ 2 საათში ვჭამთ, ასევე ძალიან იაფია და ეფექტური.აღსანიშნავია ისიც, რომ წონაში მოკლე ხანში ძალიან კლებაც არასასურველია ორგანიზმისათვის ამ დიეტით ვიკლებთ ნელა და ჯანმრთელობასაც ვინარჩუნებთ.

დილით გაღვიძებისას 9 საათზე (ინდივიდუალურად რომელზედაც ვიღვიძებთ) ვჭამთ 2 ცალ ვაშლს.შემდეგ ყოველ 2 საათში ანუ 11 საათზე ვსვამთ ყავას (უმჯობესია უშაქრო) დღის 1 საათზე 2 ცალი მოხარშული სოსისი. 3 საათზე 2 ცალი მოხარშული კვერცხი, 5 საათზე 2 ცალი სტაფილო ან კიტრი, 7 საათზე ნახევარი ფილა შავი შოკოლადი(მწარე, ურძეო) 9 საათზე მაწონი 0, 5 ლიტრამდე. ასე კვება შეიძლება გავაგრძელოთ მთელი თვის განმავლობაში სასურველი შედეგის მიღწევამდე.

0
335
2-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
335
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0