x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სტალინი და პიანისტი
image

ნაწყვეტი დიმიტრი შოსტაკოვიჩის წიგნიდან "Свидетельство"



"სტალინი რადიოს ხშირად უსმენდა, ერთ დღესაც ბელადმა რადიოკომიტეტში დარეკა და იკითხა აქვთ თუ არა მოცარტის 23-ე საფორტეპიანო კონცერტი, რომელიც რადიოში წინა დღით მოისმინა." იუდინა ასრულებდა"-დაუზუსტა სტალინმა.


"რა თქმა უნდა გვაქვს"-უპასუხეს სტალინს, თუმცა სინამდვილეში არავითარი ჩანაწერი არ არსებობდა, კონცერტი რადიოში ცოცხალი შესრულებით გადაიცა."არა"- ეპასუხათ ბელადისთვის, უბრალოდ შეეშინდათ, არავინ იცოდა რა შედეგი შეიძლება მოყოლოდა მსგავს პასუხს.


სტალინმა მოითხოვა მოცარტის ჩანაწერი იუდინას შესრულებით მისთვის აგარაკზე გაეგზავნათ.რადიოკომიტეტი პანიკამ მოიცვა, რაღაც უნდა მოემოქმედათ.დაუკავშირდნენ იმავე დღეს იუდინას, ორკესტრს და იმავე ღამით გადაწყვიტეს ჩანაწერის გაკეთება.ყველა შიშისგან კაკანკალებდა, რასაკვირველია იუდინას გამოკლებით.ის განსაკუთრებული იყო, -მას სულ ცალ ფეხზე ეკიდა.


როგორც იუდინამ მომითხრო დირიჟორის სახლში გაშვება მოგვიწიაო, შიშისგან ხელები უკანკალებდა და საერთოდ ვერ აზროვნებდა, გამოვიძახეთ სხვა დირიჟორი, ისიც კანკალებდა და ყველაფერი აურია, ორკესტრს ხელს უშლიდა, მხოლოდ მესამე დირიჟორთან ერთად შევძელით ჩანაწერის დასრულებაო.


ვფიქრობ, -რომ ეს იყო უნიკალური შემთხვევა ხმის ჩაწერის ისტორიაში:ერთ ღამეში სამი დირიჟორის გამოცვლა, ასეა იყო თუ ისე, დილით ჩანაწერი მზად იყო.ფირფიტის ერთადერთი ასლი დაამზადეს და სტალინს გაუგზავნეს.დიახ ეს იყო რეკორდული ჩანაწერი, რეკორდი მლიქვნელობაში.


სულ მალე იუდინამ მიიღო კონვერტი 20 ათასი მანეთით.მას უთხრეს, რომ ეს მოხდა სტალინის სპეციალური განკარგულებით.ამის შემდეგ იუდინამ წერილი გაუგზავნა სტალინს და მე ვიცი ამ წერილის შინაარსი, რომელიც დაუჯერებლად მოგეჩვენებათ.იუდინას ბევრი უცნაური გამოხტომები ჰქონდა, მაგრამ ერთი რამ ზუსტად შემიძლია ვთქვა: იგი არასოდეს იტყუებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ იგი სიმართლეს ამბობდა.წერილის შინაარსი დაახლოებით ასეთი იყო:"მადლიერი ვარ იოსებ ბესარიონის-ძევ თქვენი მხარდაჭერისათვის, დღე და ღამე ვილოცებ თქვენთვის და ღმერთს შევევედრები შეგინდოთ იმ დიდი ცოდვების გამო რაც ხალხის და ქვეყნის წინაშე ჩაიდინეთ.უფალი მოწყალეა და გაპატიებთ.ფული იმ ეკლესიას გადავეცი, რომლის მრევლიც მე გახლავართ."


და იუდინამ ეს მომაკვდინებელი წერილი გაუგზავნა სტალინს.მან წაიკითხა წერილი და წარბიც არ შეუტოკებია.იუდინას დაკავების შესახებ ბრძანება უკვე გამზადებული იყო, ერთი მოღუშვაც საკმარისი იყო რომ იგი უკვალოდ გამქრალიყო, თუმცა სტალინმა უსიტყვოდ გადადო წერილი.


იუდინას არაფერი მოუვიდა....ამბობენ, როდესაც სტალინი კუნცევოს აგარაკზე მომაკვდავი აღმოაჩინეს, ფირსაკრავზე მოცარტის ზემოთხსნებული დისკი იდოო..ეს იყო უკანასკნელი რასაც ის უსმენდა."


მცირე ინფორმაცია:მარია იუდინა, დაიბადა 28 აგვისტოს 1899 წელს ნეველში-გარდაიცვალა 1970 წლის 19 ნოემბერს მოსკოვში-ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბჭოთა პიანისტი, უპირველესად ცნობილი, როგორც ბახის, შუბერტის, მოცარტის, ბეთჰოვენის და ბრამსის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი.ერთი პერიოდი(1932-36) მუშაობდა თბილისის კონსერვატორიაშიც პროფესორად.

image


2
4628
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
4628
  
2017, 11 ნოემბერი, 22:57
საინტერესო ისტორიაა, ადრე მაქვს წაკითხული და კითხვა გამიჩნდა მაშინვე, რა იყო ასე საშიში? სახელმწიფო საიდუმლოება არ იყო და სამხედრო საიდუმლო. ერთი ქალი არ შეშინდა და ეს ამდენი ხალხი რამ შეაშინა,რო კინაღამ ჩაიხოცნენ.
2017, 11 მაისი, 12:49
ასეთი სტატიები საოცრად მომწონს! მეტი, უფრო მეტი)
0 1 2